თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 12:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2193,
კომენტარები: 12
მოურინიო: "თავის მომავალს რუნი გადაწყვეტს"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" კაპიტანს არჩევანის გაკეთებაში ხელს არ შეუშლის.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ჩინეთში უეინ რუნის გადასვლის შესახებ არაფერი იცის და ფეხბურთელს თავად მისცემს არჩევანის გაკეთების საშუალებას.

"იუნაიტედის" კაპიტანი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა შაბათს "სტოკ სიტის" კარში გატანილი გოლით.

რუნი ბოლო პერიოდში იშვიათად ხვდება გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, მედია კი ირწმუნება, რომ მას ჩინური კლუბისგან აქვს შეთავაზება.

მოურინიოს თქმით, როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოს რუნიმ, ფეხბურთელს არ გააკრიტიკებს და წინ არ აღუდგება.

"მას უნდა ჰკითხოთ. ვფიქრობ, მისი მომავალი მისი საკუთრებაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს კარიერაში. როგორ უნდა დაასრულოს, როგორი სიამოვნება უნდა მიიღოს მისი ბოლო ნაწილისგან, ეს ყველაფერი მისი გადასაწყვეტია.

არ მომწონს იმ ფეხბურთელთა კრიტიკა, ვინც ჩინეთში მიდიან. ეს მათი ცხოვრებაა, მათი ცხოვრების ორგანიზებაა, კარიერის ორგანიზებაა.

დიდი ფულია, საინტერესო გამოცდილების მიღებაც შეიძლება. ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა ფიქრობს, იმაზე მნიშვნელოვანები არიან, ვიდრე სინამდვილეში და სხვების ცხოვრებაში ერევიან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ.

საკუთარ ცხოვრებაზე ყველა თავად აგებს პასუხს, მე არავის ვაკრიტიკებ. სიმართლე გითხრათ, უეინის შემთხვევაში, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რადგან ჩემთან ამაზე არასდროს უსაუბრია",
- განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.

მოურინიომ ასევე მიანიშნა, რომ რუნი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.

"ვინმეს უნდა გაეკრიტიკებინა ზლატანი, რომელსაც საოცარი კარიერა აქვს, ჩინეთში ან აშშ-ში რომ წასულიყო? იგივეა უეინის შემთხვევაში.

მისი კარიერის განმკარგველი თავად ის არის. ეს მისი, მისი ოჯახის და გადაწყვეტილების საქმეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენდამი ერთგულებას ვამჩნევ.

სხვა ფეხბურთელებთან ყოველთვის ახლოს არის და ჩემთან და ჩემს შტაბთან კარგი ურთიერთობა აქვს. ძალიან თავმდაბალი, პასუხისმგებლიანია და მის შესახებ მხოლოდ კარგი რამეების თქმა შემიძლია.

ჯერ კიდევ ბევრი რამის მოცემა შეუძლია ჩვენთვის. ვიმეორებ, თავის კარიერაში გარკვეულ დონეს მაშინ აღწევს, როცა ეს მას მოუნდება".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2017 13:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
უბრალოდ, ყველას გვინდა, რომ აქ დაასრულოს კარიერა, თორემ გასაკრიტიკებელი რაა იმაში, 31 წლის კაცი ფულის გამომუშავებისთვის თუ წავა სადმე. თან ამ კარიერის დასრულებამდე კიდევ ერთ მედალს შეიძლება გამოკრას ხელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: mogeba
23 იანვარი 2017 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
tu shans ar miscrm da ar atamashe ziritadhi eg marsiali dasvi skamze da rac gevaleba is gagkete rqgqcebs ro bazrob gundi moqmzade eg joboa da kargad gaica I pirovnuland yvrlq fexburyeli sheni taqtika sheadgine ver ugeb wesiers
0
№3
ავტორი: Rooni
23 იანვარი 2017 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Arwava shansi araa mtavaria moumac atamashos
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2017 13:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ყველას უნდა რო აქ დაამთავროს კარიერა :)
0
№5
ავტორი: LASHQARA
23 იანვარი 2017 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ბებერი უკანასკნელი მოჰიკანი love am
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
23 იანვარი 2017 13:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ფული რუნის აქვს ამიტო მას ეგ არაიტერესებს აქ დარჩება და თან დაასრულებს კარიერასაც
0
№7
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2017 14:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
arsad wamsvleli as ari..es gadaiwevs naxevardacvashi da aramgonia ro moindomos ereraze naklebi naxevarmcveli iyos..iangi w avides erti 20limons kide avigebt da zapxulistvis movemzadebit
0
№8
ავტორი: ROONEY-RUNI
23 იანვარი 2017 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
შანსი არააა რო წავიდე ეს მასაც არ ენდომება და არცერთ მანიუს ფანსაც არ ესრუვება რო რუნი ჩინეთში წავიოდეს მე პირადათ დიდი იმედი მაქვს რო შირერის რეკორდსაც დააამხობს და კარიერასაც ჩვენთან დააასრულებს ეს ხო ჩვენი ლეგენდააა ჩვენი შრეკი.


ამის წასვლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჯერჯერობით 9 ზეც მშვენივრადთ თამაშობს დარწმუნებული ვარ კიდე მოუმატებს ცოტას და რო რამე ნახევარ დაცვაშიც იდეალურად ითამაშებს
0
№9
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2017 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
უეინ დარჩი და თან სამწვრთნელო კარიერაზე იფიქრე
0
№10
ავტორი: kobinio
23 იანვარი 2017 16:29
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
მინიმუმ სეზონის ბოლომდე აქაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top