თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 12:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2194,
კომენტარები: 12
მოურინიო: "თავის მომავალს რუნი გადაწყვეტს"
ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" კაპიტანს არჩევანის გაკეთებაში ხელს არ შეუშლის.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ჩინეთში უეინ რუნის გადასვლის შესახებ არაფერი იცის და ფეხბურთელს თავად მისცემს არჩევანის გაკეთების საშუალებას.

"იუნაიტედის" კაპიტანი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა შაბათს "სტოკ სიტის" კარში გატანილი გოლით.

რუნი ბოლო პერიოდში იშვიათად ხვდება გუნდის სასტარტო შემადგენლობაში, მედია კი ირწმუნება, რომ მას ჩინური კლუბისგან აქვს შეთავაზება.

მოურინიოს თქმით, როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთოს რუნიმ, ფეხბურთელს არ გააკრიტიკებს და წინ არ აღუდგება.

"მას უნდა ჰკითხოთ. ვფიქრობ, მისი მომავალი მისი საკუთრებაა და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს კარიერაში. როგორ უნდა დაასრულოს, როგორი სიამოვნება უნდა მიიღოს მისი ბოლო ნაწილისგან, ეს ყველაფერი მისი გადასაწყვეტია.

არ მომწონს იმ ფეხბურთელთა კრიტიკა, ვინც ჩინეთში მიდიან. ეს მათი ცხოვრებაა, მათი ცხოვრების ორგანიზებაა, კარიერის ორგანიზებაა.

დიდი ფულია, საინტერესო გამოცდილების მიღებაც შეიძლება. ვიცი, რომ ზოგიერთი ჩემი კოლეგა ფიქრობს, იმაზე მნიშვნელოვანები არიან, ვიდრე სინამდვილეში და სხვების ცხოვრებაში ერევიან, მაგრამ მე ასეთი არ ვარ.

საკუთარ ცხოვრებაზე ყველა თავად აგებს პასუხს, მე არავის ვაკრიტიკებ. სიმართლე გითხრათ, უეინის შემთხვევაში, წარმოდგენაც კი არ მაქვს, რადგან ჩემთან ამაზე არასდროს უსაუბრია",
- განაცხადა "იუნაიტედის" მწვრთნელმა.

მოურინიომ ასევე მიანიშნა, რომ რუნი "ოლდ ტრაფორდზე" დარჩება.

"ვინმეს უნდა გაეკრიტიკებინა ზლატანი, რომელსაც საოცარი კარიერა აქვს, ჩინეთში ან აშშ-ში რომ წასულიყო? იგივეა უეინის შემთხვევაში.

მისი კარიერის განმკარგველი თავად ის არის. ეს მისი, მისი ოჯახის და გადაწყვეტილების საქმეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენდამი ერთგულებას ვამჩნევ.

სხვა ფეხბურთელებთან ყოველთვის ახლოს არის და ჩემთან და ჩემს შტაბთან კარგი ურთიერთობა აქვს. ძალიან თავმდაბალი, პასუხისმგებლიანია და მის შესახებ მხოლოდ კარგი რამეების თქმა შემიძლია.

ჯერ კიდევ ბევრი რამის მოცემა შეუძლია ჩვენთვის. ვიმეორებ, თავის კარიერაში გარკვეულ დონეს მაშინ აღწევს, როცა ეს მას მოუნდება".


წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2017 17:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Chemi azrit gamoricxulia
0
№12
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Arsad ar wava
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top