თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 12:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2583,
კომენტარები: 14
რუნი ჩინეთში გადასვლის შესაძლებლობას გამოეხმაურა
უეინ რუნის კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე.
რუნი ჩინეთში გადასვლის შესაძლებლობას გამოეხმაურა
მიუხედავად იმისა, რომ უეინ რუნი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კლუბის დატოვებას არ აპირებს.

რუნიმ პრემიერ ლიგის მატჩში "სტოკ სიტისთან" გატანილი საჯარიმო დარტყმით "იუნაიტედის" რიგებში 250 გოლი მოაგროვა და სერ ბობი ჩარლტონის შედეგს აჯობა.

31 წლის ფეხბურთელი მატჩში შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო, რაც ბოლო დროს სიხშირედ იქცა, რამეთუ ჟოზე მოურინიოს გუნდში ის სასტარტო შემადგენლობაში ავტომატურად მოხვედრას ვერ ახერხებს.

ვრცელდებოდა ჭორები, რომ რუნის ჩინეთის სუპერ ლიგაში იწვევდნენ, სადაც კვირაში 700 ათას ფუნტს გადაუხდიდნენ ხელფასის სახით, მაგრამ რეკორდსმენმა მანჩესტერისადმი თავისი სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ერთგული ვარ. ამ კლუბში დიდი ხანია ვიმყოფები. ფეხბურთი უცნაური თამაშია. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს და მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერი ვარ.

რა თქმა უნდა, ადრეც ვთქვი, რომ უფრო მეტ მატჩში მონაწილეობა მსურს.

ბედნიერ ადგილას ვიმყოფები, პერსონალურად კარგი მომენტი მაქვს და კიდევ ერთი წელი მაკავშირებს გუნდთან კონტრაქტის მორიგი ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ვნახოთ რა მოხდება ახლა და ამის შემდეგ",
- განაცხადა ინგლისელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
23 იანვარი 2017 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
შენ უნდა დარჩე ვეინ ვაზ რუნი
0
№2
ავტორი: Rooni
23 იანვარი 2017 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 503
Unda gauxangdzlivon uechveli tips arunda wasvla aqunda daamtavros kariera
0
№3
ავტორი: BONDZGI
23 იანვარი 2017 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
რა ჩინეთი, გაეხსნას მეორე დიხანია არც ისე ასაკიანია...
0
№4
ავტორი: თემური
23 იანვარი 2017 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
სამუდამოდ მანჩესტერში

სამუდამოდ მანჩესტერში
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2017 13:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჩინეთში წამსვლელი რო არაა ცხადია, ჯერ ყოველშემთხვევაში და არც მერე მგონია
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
23 იანვარი 2017 13:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ჩინეთში იანგი სავიდეს და ლეგენდა აქ უნდა იყოს 9იაზე უნდა ითამაშოს ზოგძერ იქნებ გაახსენდეს ძველიდროიი

იიი შემეშალააა ანუ გაახსენდეს ძველი დრო
0
№7
ავტორი: gache1991
23 იანვარი 2017 14:09
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
gulis sigrmeshi mainc aq imedi shirerisrekordis:))) arsad ar wava ra sisulelea..idealuri xelfasi aqq aqac
0
№8
ავტორი: ROONEY-RUNI
23 იანვარი 2017 15:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ზუსატად მაგის გამო ეცდება ათამაშებასაც და მოიხოდება


ამ თამაშში ვნახეთ რო სტანდარტები იბრას ხელობაა არააა ჯარიმებს მატა პოგბა და რუნი უფრო კარგათ ასრულებს დაა ამ იბრამ რით ვერ შეიგნო რო არ შეუძლია
1
№9
ავტორი: gaga1987
23 იანვარი 2017 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
არსად არწავა.დაჯე კონტრაკტსაც გაახანგრძლივებს.
0
№10
ავტორი: kobinio
23 იანვარი 2017 16:31
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
შენ აქაურობას ვერ დატოვებ ,ეს შენი სახლია ;)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top