თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 12:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2588,
კომენტარები: 14
რუნი ჩინეთში გადასვლის შესაძლებლობას გამოეხმაურა
უეინ რუნის კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე.
რუნი ჩინეთში გადასვლის შესაძლებლობას გამოეხმაურა
მიუხედავად იმისა, რომ უეინ რუნი სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი კლუბის დატოვებას არ აპირებს.

რუნიმ პრემიერ ლიგის მატჩში "სტოკ სიტისთან" გატანილი საჯარიმო დარტყმით "იუნაიტედის" რიგებში 250 გოლი მოაგროვა და სერ ბობი ჩარლტონის შედეგს აჯობა.

31 წლის ფეხბურთელი მატჩში შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო, რაც ბოლო დროს სიხშირედ იქცა, რამეთუ ჟოზე მოურინიოს გუნდში ის სასტარტო შემადგენლობაში ავტომატურად მოხვედრას ვერ ახერხებს.

ვრცელდებოდა ჭორები, რომ რუნის ჩინეთის სუპერ ლიგაში იწვევდნენ, სადაც კვირაში 700 ათას ფუნტს გადაუხდიდნენ ხელფასის სახით, მაგრამ რეკორდსმენმა მანჩესტერისადმი თავისი სიყვარული კიდევ ერთხელ დაადასტურა.

"ერთგული ვარ. ამ კლუბში დიდი ხანია ვიმყოფები. ფეხბურთი უცნაური თამაშია. ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს და მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედში" ბედნიერი ვარ.

რა თქმა უნდა, ადრეც ვთქვი, რომ უფრო მეტ მატჩში მონაწილეობა მსურს.

ბედნიერ ადგილას ვიმყოფები, პერსონალურად კარგი მომენტი მაქვს და კიდევ ერთი წელი მაკავშირებს გუნდთან კონტრაქტის მორიგი ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. ვნახოთ რა მოხდება ახლა და ამის შემდეგ",
- განაცხადა ინგლისელმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Vikings
23 იანვარი 2017 16:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
შრეკ მანჩესტერისთვის ხარ დაბადებულიიიი
0
№12
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2017 17:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Ra chineti aq unda daasrulo kariera
0
№13
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 17:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Chineti ara tajiketi
0
№14
ავტორი: Gamkrelidze
23 იანვარი 2017 20:12
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
კონტრაქტი უნდა გაახანგრძლივოს აუცილებლად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top