თბილისი:
მანჩესტერი:
23-01-2017, 01:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2331,
კომენტარები: 15
იანუზაი: "პოგბას ჩემი დაბრუნება სურს"
ადნან იანუზაი აცხადებს, რომ პოლ პოგბას მასთან ერთად თამაში სურს.
იანუზაი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველი ადნან იანუზაი აცხადებს, რომ პოლ პოგბას მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება და წარმატების ხილვა სურს.

დუეტი ერთად თამაშობდა "იუნაიტედის" რეზერვებში, მაგრამ ბოლო წლებში მათი კარიერა სრულიად სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა.

იანუზაი "იუნაიტედის" პირველ გუნდში მოხვდა 2013 წელს, ხოლო პოგბა თავის პროგრესს "იუვენტუსში" აგრძელებდა, თუმცა ბელგიელის კარიერა სულ უფრო და უფრო უკან წავიდა, როცა დევიდ მოიესი "წითლების" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს.

თავის მხრივ, პოგბა ჟოზე მოურინიოს გუნდის რეგულარული წევრი გახდა ზაფხულში 89 მილიონ ფუნტად "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნების შემდეგ.

იანუზაი ამჟამად იჯარის წესით "სანდერლენდში" ასპარეზობს, სადაც კვლავინდებურად უჭირს სტაბილურობის გამოვლენა, თუმცა ინგლისის 20-გზის ჩემპიონთა რიგებში მოხვედრის იმედი ჯერ კიდევ აქვს.

"პოგბა ჩემი კარგი მეგობარია. "იუნაიტედში" ყოველთვის ერთად ვიყავით. სადილად ერთად დავდიოდით, "ფლეისთეიშენს" ერთად ვთამაშობდით. ჩემთვის ძმასავით იყო.

რა თქმა უნდა, პოლი მეკითხება, "მანჩესტერ იუნაიტედში" დავბრუნდები თუ არა. ჩემთან ერთად თამაში სურს. მაგრამ ახლა "სანდერლენდში" ვიმყოფები და კლუბისთვის სასარგებლო საქმე უნდა ვაკეთო",
- განაცხადა ბელგიელმა.

"იუნაიტედთან" 2013 წელს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით ადნანს 18 თვე აკავშირებს "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან.

პროფესიონალური კარიერის დასაწყისში მასზე დიდი მოლოდინი მყარდებოდა და ითვლებოდა, რომ "პარი სენ-ჟერმენი" და მადრიდის "რეალიც" კი ცდილობდნენ იანუზაის შეძენას, მაგრამ მისმა რეგრესმა მხოლოდ ის შედეგი მოიტანა, რომ ბელგიელი ამჟამად პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი "სანდერლენდის" რიგებში ასპარეზობს.

"ჩემი მიზანი ყოველთვის "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში იქნება. მაგრამ ყურები ყოველთვის დაცქვეტილი უნდა გქონდეს და წინადადებები მოისმინო.

მომავლისთვის ვერ ითამაშებ. მე 2018 წლამდე მაქვს კონტრაქტი. ჩემით ბევრი კლუბი ინტერესდება. ჩემზეა დამოკიდებული შრომა, დანარჩენი კი თავისით მოვა",
- დაასრულა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

წყარო: mirror.co.uk
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RED_manchester
23 იანვარი 2017 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
შენც კაი იგროკი ხარ პროსტა დრო არ მოგეცა შენც სხვა დანარჩენისავით feel
0
№2
ავტორი: kobinio
23 იანვარი 2017 01:14
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Chuqu chuqu qna amis mayarebelma
0
№3
ავტორი: Mixito
23 იანვარი 2017 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Ai amis gashvebac sisulele iyo
0
№4
ავტორი: ikeoni
23 იანვარი 2017 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Arada magari nichis patronia
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
23 იანვარი 2017 01:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვან გაალმა რატო გაუშვა შარშან ვერ გამიგია, სეზონის სტარტზე კარგად თამაშობდა, ვილას გოლიც გაუტანა და დორტმუნდში იჯარამ აშკარად კარგი არაფერი მოუტანა. წინა სეზონში საწყის ტურებში მშვენივრად თამაშობდა და შანსს იმსახურებდა ალბათ, მაგრამ აწი აქვს თუ არა აქ მომავალი არვიცი...
0
№6
ავტორი: RojoDiablo
23 იანვარი 2017 01:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: SANDROGRIGA
ვან გაალმა რატო გაუშვა შარშან ვერ გამიგია, სეზონის სტარტზე კარგად თამაშობდა, ვილას გოლიც გაუტანა და დორტმუნდში იჯარამ აშკარად კარგი არაფერი მოუტანა. წინა სეზონში საწყის ტურებში მშვენივრად თამაშობდა და შანსს იმსახურებდა ალბათ, მაგრამ აწი აქვს თუ არა აქ მომავალი არვიცი...

სათამაშო პრაქტიკის გამო გაუშვა. დი მარიასთვის ეს კონკურენციის გამწევი არ ეგონა, მითუმეტეს, ანხელმა ძალიან მაგრად დაიწყო. დორტმუნდიდან კი გამოაგდეს. ტუხელმა თქვა, ვარჯიში ეზარებაო და ასეთი დამოკიდებულება რომ აქვთ ფეხბურთისადმი, იმიტომაც ლპებიან აქა იქ
2
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: dybbuk
23 იანვარი 2017 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1534
კაროჩე გაიბრწყინა ერთი სეზონი, მერე მიითენთა, ასევე მარსიალმა, (დეპაიზე აღარაფერს ვამბობ) ერთი რეშფორდი გამოიყურება მეტნაკლებად კარგად ამ ახალი თაობიდან, ეს სანდერლენდში ვეღარ შვება ვერაფერს, აქ რა უნდა ქნას
0
№8
ავტორი: MEMPHIS 7
23 იანვარი 2017 01:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
პერეირა რეებს შვებს გრანადაში მაგარი ბიჭია დს ადნანის იმედი არმაქ

მემფისის დებიუტი შედგა და ფულიც მომაგებინააა მაგრამ ეგ ლაკაზეტმა გააკეთა და არა მემფისმააა
1
№9
ავტორი: Qutaiseli
23 იანვარი 2017 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
ციტატა: MEMPHIS 7
პერეირა რეებს შვებს გრანადაში მაგარი ბიჭია დს ადნანის იმედი არმაქ

მემფისის დებიუტი შედგა და ფულიც მომაგებინააა მაგრამ ეგ ლაკაზეტმა გააკეთა და არა მემფისმააა

დებიუტის ვიდეოს ვუყურე და საშინელება იყო იფაფხურა და მეტი არაფერი.პასი ვერ გააკეთა ნორმალურად.ვაბშე არაა ფორმაში
0
№10
ავტორი: GeorgeBest
23 იანვარი 2017 11:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პერეირა დააბრუნეთ!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top