თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 18:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3318,
კომენტარები: 23
პოგბა: "გრიზუ ჩემი ძმაა"
პოლ პოგბა ანტუან გრიზმანისადმი თავის ახლო დამოკიდებულებას ავლენს.
პოგბა:
პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეს, ანტუან გრიზმანს ძმა უწოდა.

გასულ კვირაში ინგლისურმა გამოცემებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ "იუნაიტედმა" და გრიზმანმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და "წითლები" მის კლუბს 100 მლნ. ევროს გადაუხდიან.

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო ამ ინტერესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფორვარდთან განშორებას არ ელის და მის დიდი ხნით შენარჩუნებას გეგმავს.

თუმცა, დიეგო სიმეონე, მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ანტუანის იძულებით შენარჩუნებას სულაც არ აპირებს.

პრესის მიერ "იუნაიტედისთვის" მინიჭებულ უპირატესობაში გრიზმანისა და პოგბას ურთიერთობაც ითვლება, რასაც ფრანგი ნახევარმცველი ადასტურებს.

"როცა გრიზუსთან ერთად ვარ, ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ. ჩემი ძმაა, ყოველთვის ერთად ვართ.

როცა მოედანს მიღმა ერთმანეთს კარგად უგებ, ადვილია, მოედანზეც კარგად გაუგო და საფრანგეთის გუნდში სწორედ ასე ხდება",
- განაცხადა პოგბამ.

პოგბას ჯერ კიდევ უჭირს "იუნაიტედში" თავისი შესაძლებლობების გამოვლენა და მისი მორიგი წარუმატებელი შეხვედრა გუშინ "სტოკ სიტისთან" შედგა.

თუმცა, 23 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პროგრესირებას შეძლებს.

"გუნდთან შეგუებას ცოტა დრო სჭირდება. ახლა უკეთ ვგრძნობთ თავს, შედეგები გვაქვს და მწვერვალს სულ უფრო ვუახლოდებით".

როცა მისი მიზნების შესახებ ჰკითხეს, პოლმა უპასუხა: "პრემიერ ლიგის მოგება, რაც შეიძლება მეტი ტიტულის აღება და საფრანგეთის ნაკრებში კარგად გამოსვლა: მომდევნო წელს, მსოფლიო ჩემპიონობა!"

წყარო: goal.com
ინტერვიუები
23 კომენტარი
№1
ავტორი: MR19
22 იანვარი 2017 18:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
მოდი გრიზუუ
0
№2
ავტორი: ROONEY-RUNI
22 იანვარი 2017 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მოდი მოდი გელით უკვე 7 იანი ტავისუფალია და პოგბას წამოარტყი თავში რო უკეთ ითამაშოს

My Webpage
0
№3
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
7 ნომერი ელოდება
0
№4
ავტორი: Gigo
22 იანვარი 2017 18:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
grizmani da ai naingolani zaan magra minda rom gadmovides sayrdenad kide kaia da shetevashic zalian magra momwons
0
№5
ავტორი: ROONEY-RUNI
22 იანვარი 2017 18:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
0
№6
ავტორი: Gigo
22 იანვარი 2017 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
7 diani gelodeba antuan
0
№7
ავტორი: kaxeti
22 იანვარი 2017 19:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
გადაათხრაწეთ ერთმანეთს
0
№8
ავტორი: giorgi kandelakisvili
22 იანვარი 2017 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
ციტატა: Gigo
grizmani da ai naingolani zaan magra minda rom gadmovides sayrdenad kide kaia da shetevashic zalian magra momwons

ნაინგოლანს ალი მირჩევნია ახალგარზდა გოლებით და პასებითაც
0
№9
ავტორი: gache1991
22 იანვარი 2017 19:25
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Gigo
grizmani da ai naingolani zaan magra minda rom gadmovides sayrdenad kide kaia da shetevashic zalian magra momwons

ზაფხულის სატრანსფეროდან მოყოლებული მაგას ვწერ:))) რაჯა თუ არა ტოტენჰემის დაიერი მაინც...კერიკიც მანდედან მოვიყვანეთ და მგონია რო იდეალურად შეცვლის,დარტყმა,პასი,სიმაღლე,ფიზიკა რავი მეტი რა უნდა ინატრო,უნივერსალი რომელიც მცველადაც დგება და ასე შემდეგ..ნუ რაჯა საოცრებაა:)) კინის მემკვიდრე იქნებოდა :))
0
№10
ავტორი: tedore
22 იანვარი 2017 19:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
გრიზმანი კარგი იქნება აი ნაინგოლანიც ძალიან მომწონს თუ იჩალიჩებენ დელე ალიზე რეალური ტრანსფერი ეგ იქნება არა მგონია ალი ადვილად გადმოვიდეს იუნაიტედში
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top