თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 18:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3324,
კომენტარები: 23
პოგბა: "გრიზუ ჩემი ძმაა"
პოლ პოგბა ანტუან გრიზმანისადმი თავის ახლო დამოკიდებულებას ავლენს.
პოგბა:
პოლ პოგბამ "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნეს, ანტუან გრიზმანს ძმა უწოდა.

გასულ კვირაში ინგლისურმა გამოცემებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომ "იუნაიტედმა" და გრიზმანმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და "წითლები" მის კლუბს 100 მლნ. ევროს გადაუხდიან.

"ატლეტიკოს" პრეზიდენტი ენრიკე სერესო ამ ინტერესს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფორვარდთან განშორებას არ ელის და მის დიდი ხნით შენარჩუნებას გეგმავს.

თუმცა, დიეგო სიმეონე, მადრიდული კლუბის მთავარი მწვრთნელი, ანტუანის იძულებით შენარჩუნებას სულაც არ აპირებს.

პრესის მიერ "იუნაიტედისთვის" მინიჭებულ უპირატესობაში გრიზმანისა და პოგბას ურთიერთობაც ითვლება, რასაც ფრანგი ნახევარმცველი ადასტურებს.

"როცა გრიზუსთან ერთად ვარ, ყოველთვის კარგ დროს ვატარებთ. ჩემი ძმაა, ყოველთვის ერთად ვართ.

როცა მოედანს მიღმა ერთმანეთს კარგად უგებ, ადვილია, მოედანზეც კარგად გაუგო და საფრანგეთის გუნდში სწორედ ასე ხდება",
- განაცხადა პოგბამ.

პოგბას ჯერ კიდევ უჭირს "იუნაიტედში" თავისი შესაძლებლობების გამოვლენა და მისი მორიგი წარუმატებელი შეხვედრა გუშინ "სტოკ სიტისთან" შედგა.

თუმცა, 23 წლის ფეხბურთელი დარწმუნებულია, რომ ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პროგრესირებას შეძლებს.

"გუნდთან შეგუებას ცოტა დრო სჭირდება. ახლა უკეთ ვგრძნობთ თავს, შედეგები გვაქვს და მწვერვალს სულ უფრო ვუახლოდებით".

როცა მისი მიზნების შესახებ ჰკითხეს, პოლმა უპასუხა: "პრემიერ ლიგის მოგება, რაც შეიძლება მეტი ტიტულის აღება და საფრანგეთის ნაკრებში კარგად გამოსვლა: მომდევნო წელს, მსოფლიო ჩემპიონობა!"

წყარო: goal.com
ინტერვიუები
23 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
23 იანვარი 2017 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Grizmani darwmunebuli var gadmova
0
№22
ავტორი: giorgi_mg
23 იანვარი 2017 12:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: shotkin
ციტატა: giorgi_mg
ციტატა: JuanMata
ციტატა: giorgi_mg
ამის გადმოსვლით ვიღაც უნდა წავიდეს ესე გამოდის არა?! და ვინ? :(

სავარაუდოდ მატას ჩაანაცვლებს, ან მარჯვნივ უნდა დადგეს, ან 10-იანზე.

შეიძლება მაგრამ ამ ფორმაციის გუნდში მატას უფრო მეტი ფუნქცია აქვს ვიდრე მარსიალს და რუნის, ჩემი აზრით 10_იანზე უნდა დადგეს გრიზმანი, მარა რუნი იწირება(((

ადრე თუგვიან რუნი მაინც გაიწირება და უკვე ნელ ნელა იწირება და გრიზმანი საუკეთესო წლებშია და მგონი მაგის გამო არ ღისრს უარის თქმა ანტუანზე

გეთანხმები რო ანტუანი საყიდელია, მარა ჩვენ ფანებს გული გვწყდება, მარა ეს დღე რო გარდაუვალი იქნებოდა იასნა, მაგრამ რაღაც დონეზე მგონია რო მარსიალის იმედი არ აქვს მოუს და უფრო მაქეთ ხომ არ უმიზნებს გრიზმანის დაყენებას, ესეც განსახილველი და საყურადღებო თემაა
0
№23
ავტორი: shotkin
23 იანვარი 2017 16:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065

მეც ეგ მაეჭვებს და ვაფშე მარსიალი 10 ჯერ პროდუქტიული იქნება ტიპიურ 9 იანზე ეგრე მგონია რა რაცარუნდა სწრაფი ეძახო ეტყობა რო მაინც მძიმეა რაღაც მომენტში და ტიპიური ცენტრია ეგბიჭი კაი რივოკი აქვს დარტყმა სისწრაფე ტექნიკა შესრულება და მგონი იკარგება ფლანგზე მარა იმასაც მიგრძნობს გული რო მაგას 9 იანს არასდროს აღირსებენ და თუ დაიღუპება ეგ ფაქტორი დაღუპავს მაგას სხვა არაფერი,შეიზლება ფლანგზე ნორმალური იყოს ამრსიალი და ხანდახან კარგი მარა 9 იანზე ბრწყინვალე იქნება და ყველამონაცემი აქვს მაგისთვის მაინდამაინც იბრასავით და კავანივით ჯანზე ყოფნა და სიმაღლე არაა საჭირო იმისთვის რო ცენტრფორვარდი იყო სხვა პლიუსებითაც შეგიძლია გაქაჩო და დაფარო ეგნაკლი თუნაკლია კიდე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top