თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 16:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3141,
კომენტარები: 17
ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი
დეტალები რუნის გოლების შესახებ.
ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი
უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როცა "სტოკ სიტის" კარში.

გთავაზობთ ინფოგრაფიკას, რომელიც კაპიტნის მიღწევას დეტალებში აღწერს:


უეინ რუნის "იუნაიტედის" მაისურით სულ 546 მატჩი აქვს ჩატარებული და მათში 250 გოლის გატანა მოახერხა. ინგლისელს სულ 189 მატჩში აქვს თავი გამოჩენილი და მისგან 58 სხვადასხვა გუნდი უშვებდა გოლს.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი


რუნის თავის კარიერაში 49 გოლი აქვს გატანილი მეკარის საჯარიმოდან, მეტოქის საჯარიმოდან 165, ხოლო საჯარიმოს გარედან 36.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი


კაპიტანმა 30-ჯერ მოახერხა თავური გოლის გატანა, 27-ჯერ მარცხენა ფეხით გამოიჩინა თავი, 193-ჯერ კი მარჯვენა ფეხით.

მისი გოლებიდან 155 დარტყმის შედეგად გავიდა, პენალტიდან სულ 26 გოლი აქვს გატანილი, საჯარიმო დარტყმიდან 7, ბურთის დაუმუშავებლად 18-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქრვა, 8-ჯერ მეკარეს გადაუგდო ბურთი თავზე, გათამაშებული ჯარიმიდან მან 2-ჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე, "მაკრატელა" დარტყმითაც ასევე ორჯერ, თითოჯერ კი ქუსლითა და რიკოშეტით გაიტანა.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი


რუნის ყველაზე მეტი გოლი "ასტონ ვილას" კარში აქვს გატანილი (14). რაც შეეხება კონკრეტული მწვრთნელების გუნდების წინააღმდეგ გატანილ გოლებს, აქ არსენ ვენგერი ლიდერობს რუნისგან გაშვებული 12 გოლით. ამდენივე გოლი აქვს მას გატანილი მარკ შვარცერის კარში, რაც მეკარეებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. გასვლაზე რუნის ყველაზე მეტი გოლი "სენტ-ჯეიმს პარკზე" აქვს გატანილი (8).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუნი ყველაზე ხშირად რაიან გიგზის საგოლე გადაცემით სარგებლობდა - მას 18 გოლი აქვს გატანილი უელსელის პასით.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი


"იუნაიტედის" კაპიტანმა "ოლდ ტრაფორდზე" სულ 134-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, სტუმრად 106-ჯერ, 10 გოლი კი ნეიტრალურ სტადიონზე აქვს გატანილი.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2017 16:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გენიალური არსენ ვენგერი და მისი საბრალო არსენალი.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2017 16:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Chveni legenda ❤️
0
№3
ავტორი: JuanMata
22 იანვარი 2017 16:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ტრაკზე უნდა აკოცოს მოუმ რუნის, რომ ეს ფრე რუნის რეკორდმა გადაფარა wink

და სამარცხვინო წაგება ააცილა.
0
№4
ავტორი: MEMPHIS 7
22 იანვარი 2017 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ჩვენი ლეგენდააა
0
№5
ავტორი: Lady in red
22 იანვარი 2017 16:49
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
გიჟი, გადარეული და ამავდროულად უკვე ლეგენდა love
0
№6
ავტორი: vincent
22 იანვარი 2017 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
არსენა-ლი რუნის ბულკია :)
0
№7
ავტორი: dachi_mu
22 იანვარი 2017 18:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
shrek <3
0
№8
ავტორი: GeorgeBest
22 იანვარი 2017 18:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლივერპულის შეუგდოს 3-4 გოლი, ჯეროს გადაასწროს და მერე უკვე შეუძლია მშვიდად წავიდეს, ყველაფერი ქნა უკვე
0
№9
ავტორი: levionok
22 იანვარი 2017 18:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
დღეს ვითომც და არაფერი მაგრამ ამ კაცმა ჩვენს თვალწინ გაიარა მთელი კარიერა ზუსტად ჩემი ტოლია და ლეგენდაა,ჩვენ თვალწინ შემდგარი ლეგენდა დზალიან ვამაყობ რომ ოდესღაც ჩემი სიყვარული მანჩესტერმა დაიმსახურა და მე ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ და მაქვს ერთი დიდი ოცნება რასაც ოცნების თეატრი ქვია მადლობა რუნი ძალიან ბევრი სიხარულისთვის კლასი მაინც კლასია და მას ვერავინ ვერ წაართმევს!
0
№10
ავტორი: Vikings
22 იანვარი 2017 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
მოუსი ერთი ეგ ვერ გამიგია რუნი ძირითადს არუნდა მოაშოროს...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top