თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 16:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3148,
კომენტარები: 17
ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი
დეტალები რუნის გოლების შესახებ.
ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი
უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, როცა "სტოკ სიტის" კარში.

გთავაზობთ ინფოგრაფიკას, რომელიც კაპიტნის მიღწევას დეტალებში აღწერს:


უეინ რუნის "იუნაიტედის" მაისურით სულ 546 მატჩი აქვს ჩატარებული და მათში 250 გოლის გატანა მოახერხა. ინგლისელს სულ 189 მატჩში აქვს თავი გამოჩენილი და მისგან 58 სხვადასხვა გუნდი უშვებდა გოლს.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი


რუნის თავის კარიერაში 49 გოლი აქვს გატანილი მეკარის საჯარიმოდან, მეტოქის საჯარიმოდან 165, ხოლო საჯარიმოს გარედან 36.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი


კაპიტანმა 30-ჯერ მოახერხა თავური გოლის გატანა, 27-ჯერ მარცხენა ფეხით გამოიჩინა თავი, 193-ჯერ კი მარჯვენა ფეხით.

მისი გოლებიდან 155 დარტყმის შედეგად გავიდა, პენალტიდან სულ 26 გოლი აქვს გატანილი, საჯარიმო დარტყმიდან 7, ბურთის დაუმუშავებლად 18-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის დალაშქრვა, 8-ჯერ მეკარეს გადაუგდო ბურთი თავზე, გათამაშებული ჯარიმიდან მან 2-ჯერ შეარხია მეტოქის კარის ბადე, "მაკრატელა" დარტყმითაც ასევე ორჯერ, თითოჯერ კი ქუსლითა და რიკოშეტით გაიტანა.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი


რუნის ყველაზე მეტი გოლი "ასტონ ვილას" კარში აქვს გატანილი (14). რაც შეეხება კონკრეტული მწვრთნელების გუნდების წინააღმდეგ გატანილ გოლებს, აქ არსენ ვენგერი ლიდერობს რუნისგან გაშვებული 12 გოლით. ამდენივე გოლი აქვს მას გატანილი მარკ შვარცერის კარში, რაც მეკარეებს შორის ყველაზე ცუდი შედეგია. გასვლაზე რუნის ყველაზე მეტი გოლი "სენტ-ჯეიმს პარკზე" აქვს გატანილი (8).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რუნი ყველაზე ხშირად რაიან გიგზის საგოლე გადაცემით სარგებლობდა - მას 18 გოლი აქვს გატანილი უელსელის პასით.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი


"იუნაიტედის" კაპიტანმა "ოლდ ტრაფორდზე" სულ 134-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება, სტუმრად 106-ჯერ, 10 გოლი კი ნეიტრალურ სტადიონზე აქვს გატანილი.

ინფოგრაფიკა: რუნის რეკორდი
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
22 იანვარი 2017 19:21
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ფერგის ფესვები:)) რუნი კერიკი ვალენსია დე ხეა :))) ისევ ამათზე დგას გუნდი:))
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
22 იანვარი 2017 21:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არსენალს არასდროს არ წყალობდა
0
№13
ავტორი: stepno
22 იანვარი 2017 22:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ეეჰჰ გიგზუნიაა რო გვყავდეს კაი იქნებოდა
0
№14
ავტორი: ROONEY-RUNI
22 იანვარი 2017 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
გიგზი როგორც ვანგაალის დროს იყო ისე დარჩენილიყო კარგი იქნებოდა რააა
0
№15
ავტორი: temo-scholes
23 იანვარი 2017 01:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: gache1991
ფერგის ფესვები:)) რუნი კერიკი ვალენსია დე ხეა :))) ისევ ამათზე დგას გუნდი:))

smolingi, jonsi...??:)))
0
№16
ავტორი: kobinio
23 იანვარი 2017 01:17
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Mxitarians adzlevs dros da es bichi ver ikenebs.isev dasvavs albat kide tu chaagdo matchi.marsialsac sami shamsi misca kvela gaaniava. Mxitariani kide erti irjer chaikukavs da miujdeba marsials

Da saertod grizmanis mosvlastan ertad bevrs moucevs skamis gatboba
0
№17
ავტორი: Best 7
23 იანვარი 2017 23:28
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ლეგენდიიშეეეე <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top