თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 13:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2929,
კომენტარები: 17
მოურინიო ახსნა, თუ რატომ არ ითამაშეს როხომ და მარსიალმა
მოურინიომ "სტოკ სიტისთან" მატჩში "იუნაიტედის" დუეტის არყოფნის მიზეზი ახსნა.
მოურინიო ახსნა, თუ რატომ არ ითამაშეს როხომ და მარსიალმა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ ვერ მოხვდნენ "სტოკ სიტისთან" მატჩის განაცხადში მარკოს როხო და ენტონი მარსიალი.

პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩში "წითელი ეშმაკები" მარკ ჰიუზის გუნდს დაუპირისპირდნენ და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე უეინ რუნის მიერ გატანილი სარეკორდო გოლით ერთი ქულის აღება მოახერხეს.

მარცხენა ფლანგზე მოქმედი ენტონი მარსიალის ნაცვლად აღნიშნულ შეხვედრაში ჰენრიხ მხითარიანი ასპარეზობდა, რომლის ადგილი, თავის მხრივ, ავტოგოლის ავტორმა ხუან მატამ დაიკავა.

დაცვის ხაზში კი "იუნაიტედს" სმოლინგი-ჯონსის წყვილი ჰყავდა, რომელთაგან პირველმა მარკოს როხო შეცვალა.

ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მოურინიომ აღნიშნა, თუ რატომ არ მოხვდნენ მარსიალი და როხო მატჩის განაცხადში.

როცა ჰკითხეს, არგენტინელი მცველის არყოფნის მიზეზი ავადმყოფობა ხომ არ იყო, ჟოზემ უპასუხა: "დიახ, თავს ცუდად გრძნობდა. მარსიალი კი უბრალოდ განაცხადში ვერ მოხვდა."

თუმცა, მარკოსი "სტოკ სიტის" სტადიონზე მაინც ჩავიდა, სადაც ტრიბუნიდან გულშემატკივრებთან ერთად მიადევნა მატჩს თვალი:

მოურინიო ახსნა, თუ რატომ არ ითამაშეს როხომ და მარსიალმა


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2017 13:19
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
სიმართლე ვთქვა, რა უნდა ჟოზეს მარსიალისგან, მთლად კარგად ვერ გავიგე. მიკის ადგილი არ არის მარცხენა ფლანგზე, მანდ ტყუილად ფლანგავს თავის უნარებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: tyeshela1
22 იანვარი 2017 13:22
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
იმედია არ გააფუჭებს მარსიალს
0
№3
ავტორი: gache1991
22 იანვარი 2017 13:43
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მთლად მოურინიოს ნუ დაავრალებთ.საშინლად ითამაშა ლივერპულთან,როცა ყველას ეგონა რო იმ ღლაპს აიკლებდა..უბრალოდ ისე გამოვიდა იმ თამაშის მერე კერიკი მარსიალი დასაჯასავით(სასტავში არ მოხვედრით) არადა პოგბამ და სხვებმა კიდევ ბევრად ცუდად ითამაშეს..უბრალოდ ამათ ადგილებზე ალტერნატივა აქ ..
0
№4
ავტორი: shotkin
22 იანვარი 2017 13:56
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: RojoDiablo
სიმართლე ვთქვა, რა უნდა ჟოზეს მარსიალისგან, მთლად კარგად ვერ გავიგე. მიკის ადგილი არ არის მარცხენა ფლანგზე, მანდ ტყუილად ფლანგავს თავის უნარებს

ხო მარცხენა ლანგი რო მიკის არაა აგერ მეორე თამაშია ზედიზედ მტკიცდება და აი მარსილს რაც შეეხება მეც ვერ გავიგე და არმინდა ვიფიქრო ის რაც შეიზლება ლოგიკური ახსნა იყოს ამ სიტუაციის და არმინდა რო მწვრთნელს და მარსიალს შორის დაპირისპირება ან რამე გაუგებრობა იყოს ხოლო თუ ასეა იქ სადღაც მარსიალის აგენდის უდიდესი წვლილიც იქნება ამ არეულობაში, თორე ესე მარტივად მარსიალის კალიბრის დონის იგროკი სტოკთან განაცხადშიც როვერიქნება დიდი კითვისნიშანია

ციტატა: gache1991
მთლად მოურინიოს ნუ დაავრალებთ.საშინლად ითამაშა ლივერპულთან,როცა ყველას ეგონა რო იმ ღლაპს აიკლებდა..უბრალოდ ისე გამოვიდა იმ თამაშის მერე კერიკი მარსიალი დასაჯასავით(სასტავში არ მოხვედრით) არადა პოგბამ და სხვებმა კიდევ ბევრად ცუდად ითამაშეს..უბრალოდ ამათ ადგილებზე ალტერნატივა აქ ..

ეგეც შეიძლება იყოს
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
22 იანვარი 2017 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ჰალთან დააყენებს ალბათ მარსიალს
0
№6
ავტორი: bziki
22 იანვარი 2017 14:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
პაიეს თუ დაითრევდა და მერე გაუშვებდა მარსიალს არც გამიტყდებოდა აქეთ გამისწორდება, მარა პაიე ეხლა უნდა დაითრიოს მაშინ თორე არ დარჩება ვესთჰემში ზაფხულამდე, მარსიალს აქ ნიჭი უდაოთ მაგრამ სანამ ჟოზე იქნება ვერ გამოავლენს თავის თავს სრულად გამორიცხულია ნაკლებად გუნდური(მოკლე გათამაშებებზე ასევე გრძელ პასსზე უჭირს თამაშI)დრიბლი აქ სისწრაფე აქ გასაგებია მაგრამ დამაგვირგვინებელ დროსაც ვერ ვარგა რო დაამთავროს ეგ დრიბლინგები და ყველაზე ცუდი რაც აქ ბურთს კარგავს ძაან ხშირად და ართმევაზეც სუსტია პრესინგის დროს და ეგრე მგონია რო ვერც განავითარებს მაგ უნარებს დიდათ, ჟოზე თუ დარჩება დიდი ხნით არ გამიკვირდება რო მარსიალი წავიდეს
0
№7
ავტორი: Mixito
22 იანვარი 2017 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: gache1991
მთლად მოურინიოს ნუ დაავრალებთ.საშინლად ითამაშა ლივერპულთან,როცა ყველას ეგონა რო იმ ღლაპს აიკლებდა..უბრალოდ ისე გამოვიდა იმ თამაშის მერე კერიკი მარსიალი დასაჯასავით(სასტავში არ მოხვედრით) არადა პოგბამ და სხვებმა კიდევ ბევრად ცუდად ითამაშეს..უბრალოდ ამათ ადგილებზე ალტერნატივა აქ ..

Ha ha sasaciloa ubralod am dedamotynul felains ro atamasheb da cericki skamze dasvav da martials ar sheiyvan aba Chemi bralia eg ha mitxarit es magari *** kacia sezoni mtavrdeba da ver mixvda vin ***a da vin siri
0
№8
ავტორი: JuanMata
22 იანვარი 2017 16:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მარსიალზე უარესად ლივერპულთან პოგბამ ითამაშა.

შეტევაში სისწრაფე აკლიათ, მხითარიანს აქვს ხოლმე გამონათებები, სისწრაფის ხარჯზე დაცვის ერთ რიგს გაივლის და მერე სივრცეები ჩნდება, როცა ზლატანი გაიყვანა ერთი ერთზე და რატომღაც არ დაარტყა.

ასეთ დაცვას სისწრაფით უნდა მოუგო. ხშირ შემთხვევაში მოტყუებას იწყებენ და ადგილზე ტრიალებენ, რაც საშუალებას აძლევს მეტოქის დაცვას პოზიციურად განლაგდნენ.

დაცვის ორმაგ ხაზს შორის პასებია საჭირო და საერთოდაც ნაკლებად უნდა აიღონ თავიანთ თავზე თამაში, სწრაფი პასებით თამაში უფრო ეფექტურია, თუმცა პრობლემაც ისაა, რომ პასებში უზუსტობა ბევრია.

პოგბას ევალება პირველ რიგში დაცვის ცენტრის გარღვევა პასით, რაც ნამდვილად შეუძლია.

მომენტების გამოყენებას კიდევ კარგი შესრულება უნდა, პოგბამ რაც გააკეთა, მე მაგას მეკარის დაუჯერებელ სეივად არ ვთვლი, პირდაპირ გაარტყა ლამის მეკარეს ბურთი. მე არ მახსოვს რომ მეკარეს კუთხიდან გამოეძრო ბურთი.

ვინც შეასრულა მაგრად დარტყმა იყო რუნი და გაიტანა კიდეც გოლი.
0
№9
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2017 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Imedia orive iqneba momavalshi sastavshi
0
№10
ავტორი: levionok
22 იანვარი 2017 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ველოდებოდი რომ არც თამაშებდა ნოლი იყო ლივერპულთან 18 წლის ღლაპი სანამ გონზე მოვიდა ორჯერ ჩაუქროლა და ეგ იყო ვსიო მარსიალი კომენტატორს არც უხსენებია,არცერთ ფეხბურთელს არ უნდა ეგონო რომ ლანგრით მიართმევენ, ვიცი ბევრი დამცველი ყავს მარსიალს მაგრამ მე გუნდის მხარეს ვარ და მაურინიო ბევრად უფრო მევასება ვიდრე მარსიალი,იმის მერე ხო საერთოდ წავიდა საფრანგეთში და გაჭორავდა ეს არაა მანჩესტერული!შეიძლება 3 გაეტანა ეგ ვინ იცის მაგრამ რამდენი შანსიც მიიღო ვერცერთი ვერ გამოიყენა თასის თამაშებში გაიტანა ჰ კლასებთან და ეგ იყო! სიმართლე ასეა
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top