თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 13:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2937,
კომენტარები: 17
მოურინიო ახსნა, თუ რატომ არ ითამაშეს როხომ და მარსიალმა
მოურინიომ "სტოკ სიტისთან" მატჩში "იუნაიტედის" დუეტის არყოფნის მიზეზი ახსნა.
მოურინიო ახსნა, თუ რატომ არ ითამაშეს როხომ და მარსიალმა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ახსნა, თუ რატომ ვერ მოხვდნენ "სტოკ სიტისთან" მატჩის განაცხადში მარკოს როხო და ენტონი მარსიალი.

პრემიერ ლიგის 22-ე ტურის მატჩში "წითელი ეშმაკები" მარკ ჰიუზის გუნდს დაუპირისპირდნენ და შეხვედრის უკანასკნელ წუთზე უეინ რუნის მიერ გატანილი სარეკორდო გოლით ერთი ქულის აღება მოახერხეს.

მარცხენა ფლანგზე მოქმედი ენტონი მარსიალის ნაცვლად აღნიშნულ შეხვედრაში ჰენრიხ მხითარიანი ასპარეზობდა, რომლის ადგილი, თავის მხრივ, ავტოგოლის ავტორმა ხუან მატამ დაიკავა.

დაცვის ხაზში კი "იუნაიტედს" სმოლინგი-ჯონსის წყვილი ჰყავდა, რომელთაგან პირველმა მარკოს როხო შეცვალა.

ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ მოურინიომ აღნიშნა, თუ რატომ არ მოხვდნენ მარსიალი და როხო მატჩის განაცხადში.

როცა ჰკითხეს, არგენტინელი მცველის არყოფნის მიზეზი ავადმყოფობა ხომ არ იყო, ჟოზემ უპასუხა: "დიახ, თავს ცუდად გრძნობდა. მარსიალი კი უბრალოდ განაცხადში ვერ მოხვდა."

თუმცა, მარკოსი "სტოკ სიტის" სტადიონზე მაინც ჩავიდა, სადაც ტრიბუნიდან გულშემატკივრებთან ერთად მიადევნა მატჩს თვალი:

მოურინიო ახსნა, თუ რატომ არ ითამაშეს როხომ და მარსიალმა


წყარო: M.E.N.
ახალი ამბები, ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: gache1991
22 იანვარი 2017 19:11
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: shotkin
ციტატა: RojoDiablo
სიმართლე ვთქვა, რა უნდა ჟოზეს მარსიალისგან, მთლად კარგად ვერ გავიგე. მიკის ადგილი არ არის მარცხენა ფლანგზე, მანდ ტყუილად ფლანგავს თავის უნარებს

ხო მარცხენა ლანგი რო მიკის არაა აგერ მეორე თამაშია ზედიზედ მტკიცდება და აი მარსილს რაც შეეხება მეც ვერ გავიგე და არმინდა ვიფიქრო ის რაც შეიზლება ლოგიკური ახსნა იყოს ამ სიტუაციის და არმინდა რო მწვრთნელს და მარსიალს შორის დაპირისპირება ან რამე გაუგებრობა იყოს ხოლო თუ ასეა იქ სადღაც მარსიალის აგენდის უდიდესი წვლილიც იქნება ამ არეულობაში, თორე ესე მარტივად მარსიალის კალიბრის დონის იგროკი სტოკთან განაცხადშიც როვერიქნება დიდი კითვისნიშანია

ციტატა: gache1991
მთლად მოურინიოს ნუ დაავრალებთ.საშინლად ითამაშა ლივერპულთან,როცა ყველას ეგონა რო იმ ღლაპს აიკლებდა..უბრალოდ ისე გამოვიდა იმ თამაშის მერე კერიკი მარსიალი დასაჯასავით(სასტავში არ მოხვედრით) არადა პოგბამ და სხვებმა კიდევ ბევრად ცუდად ითამაშეს..უბრალოდ ამათ ადგილებზე ალტერნატივა აქ ..

ეგეც შეიძლება იყოს

როგორ ეტყობა ადამიანს რო ფეხბურთი ესმის ;)) respect :))
0
№12
ავტორი: stepno
22 იანვარი 2017 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სასწაული ჩავარდნები აქ ხოლმე მარსიალს რაც ძალიან ცუდია. შეიძლება საოცრად ითამაშოს და შემდეგი თამაში უბრალოდ საშინლად იმედია გამოასწორებს
0
№13
ავტორი: giorgi_mg
22 იანვარი 2017 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
იმის გამო რო ფელაინი ყოლოდა სასტავში და კრაუჩი აეყვანა პერსონალურად მაგიტომაც ვერ მოხვდა მარსიალი სასტავში, ნუ შეიძლება დააშავა რამეც არ არის გამორიცხული
0
№14
ავტორი: beqno
22 იანვარი 2017 20:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
es gamoshterebuli kaci sul gaafuchebs am marsials da dagvcheba yvelaferi ukan.. es achemeba kaci verc otxeulshi shegviyvans wels da verc verafers moigebs.. am gundit kide karga xans verafers mivaxwevt saertod verafers da wels otxeulic ar iqneba damijeret da gaixsenebt chem sityvas
0
№15
ავტორი: მალხაზი
22 იანვარი 2017 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
es gamoshterebuli kaci sul gaafuchebs am marsials da dagvcheba yvelaferi ukan.. es achemeba kaci verc otxeulshi shegviyvans wels da verc verafers moigebs.. am gundit kide karga xans verafers mivaxwevt saertod verafers da wels otxeulic ar iqneba damijeret da gaixsenebt chem sityvas
რა იყო გვთარსავ?..
0
№16
ავტორი: Mixito
23 იანვარი 2017 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
ციტატა: beqno
es gamoshterebuli kaci sul gaafuchebs am marsials da dagvcheba yvelaferi ukan.. es achemeba kaci verc otxeulshi shegviyvans wels da verc verafers moigebs.. am gundit kide karga xans verafers mivaxwevt saertod verafers da wels otxeulic ar iqneba damijeret da gaixsenebt chem sityvas

Me ar vitarsebi mara vetanxmebi am kacs
0
№17
ავტორი: beqno
23 იანვარი 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
mec am gundis tavgadamkvdari fani var da mec aranakleb minda ro isev brwyinavdes magram am kacis xelshi verafers mivagwevt gigzi unda daenishnat eg iyo gamosavali
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top