თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 12:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2382,
კომენტარები: 13
მოურინიო: "ამიერიდან რუნი ჩვეულებრივი ფეხბურთელი უნდა გახდეს"
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო:
უეინ რუნის რეკორდის შესახებ.

ვფიქრობ, უეინ რუნის რეკორდი დღეს და ხვალ 24 საათის განმავლობაში უნდა განვიხილოთ, ამის შემდეგ მოვრჩეთ და დავანებოთ, კვლავ ჩვეულებრივი ადამიანი გახდეს. რა თქმა უნდა, კლუბის ისტორიის ლეგენდაა, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდაა, მაგრამ რეკორდი უკვე მისია და ახლა მინდა, საშუალება მივცე, რომ ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყოს და უფრო მეტი გოლი გაიტანოს.

ჟოზე, განსაკუთრებული გოლი იყო, არა? ყველას როდი შეუძლია ასე დარტყმა.

დიახ, ბრწყინვალე გოლია. გუნდში, რომელიც კვირიდან კვირამდე დაუჯერებელ გოლებს უშვებს, ასეთი ბურთის გატანა, როგორიც ეს იყო, კიდევ უფრო საოცარია, რადგან... იცით, ხანდახან სკამზე ჯდომისას ვიღლები იმისგან, რომ ჩემი გუნდი, რომელიც ასე კარგად თამაშობს და ამდენ მომენტს ქმნის, ასეთ დრამატულ გოლებს იტანს.

ბევრჯერ ვთქვი უკვე, რომ დადგება დღე, როცა ყოველი შექმნილი მომენტიდან გავიტანთ და ვიღაც სახლში ექვსი თუ შვიდი გოლით დაბრუნდება, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ ეს დღე არასდროს დადგება და ყოველთვის დიდ ძალისხმევას ვავლენთ გოლის გასატანად - ან ძელს ვურტყამთ, ან მეკარე საოცარ სეივს ახორციელებს, ან ჩვენ თავად ვაფუჭებთ მომენტს. საბოლოო ჯამში კი მატჩის წაგებით ვრისკავთ, გაგვაქვს რა, ავტოგოლი და 90 წუთი ველით, სანამ ანგარიშს გავათანაბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფენომენალურ წაუგებელ სერიას ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ დაუჯერებელ ხასიათს ვავლენთ, გუნდსა და გულშემატკივრებს შორის კავშირი ჩანს, ამ შედეგს კარგ შედეგად არ მივიჩნევ - ორი ქულა დავკარგეთ.

შედეგი სამართლიანი იყო?

რა თქმა უნდა. ხედავ, რომ შენი გუნდი მომენტებს ანიავებს, გააქვს ავტოგოლი, ამის შემდეგ ცარიელ კარში ვერ იტანს გოლს და ამის შემდეგ უფრო მეტ შანსს ქმნის, მეტოქის მეკარე დაუჯერებელ სეივებს ახორციელებს, ბურთი ხარიხას ხვდება. ეს ყველაფერი კი ამ სეზონში პირველად ან მეორედ არ ხდება, უკვე მერამდენე შემთხვევაა - გვაქვს მომენტები, ვერ გაგვაქვს გოლები. უნდა ვთქვა, რომ ძალიან რთული მატჩი იყო. "სტოკმა" ძლიერად დაიწყო, რის შემდეგაც მთელი ძალებით იცავდნენ თავს, ემოციურად და აგრესიულად - აგრესიულად კარგი გაგებით - მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ გოლი არ გაეშვათ, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ჩვენ უნდა მოგვეგო.

თქვენ თქვით, რომ რუნი ახლა შეძლებს ჩვეულებრივი ფეხბურთელი გახდეს და ამ რეკორდის შესახებ საუბარს შეწყვეტენ, რომელიც...

...დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. სეზონის დასაწყისიდანვე ამის შესახებ მესმის... ვიცი, რომ დაუჯერებელი რეკორდია, ვიცი, რომ ამას ვერ დაივიწყებ. დაუჯერებელი მიღწევაა და კარგია, რომ დღეს მოხდა, რადგან, ვფიქრობ, მედიას წლის მოვლენა ვაჩუქეთ. მთელი მისი კარიერის ჯილდოა და უფრო ლამაზი მომენტი ისაა, რომ ამ საოცარი შემთხვევაის ასე გახსენება შეეძლება. მაგრამ ცხოვრება გრძელდება...

ელოდით, რომ ჩაწოდება იქნებოდა?

უკაცრავად...

ელოდით, რომ ჩაწოდება იქნებოდა თუ დარტყმა გეგონათ?

იმას არ ველოდი, რაც გააკეთა, მითუმეტეს იმას, როგორ მოხვდა ბურთი მიზანს. ველოდი, რომ ჰაერში ვინმე ბურთის მოგებას და დარტყმას ეცდებოდა.

ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2017 12:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
შირერის რეკორდის მოხსნა ძალიან რთულია და ეგ არ გამოუვა, მაგრამ ახლა სიამოვნებისთვის თამაში შეუძლია და წნეხის მოშორება. რაც უნდა იყოს, მაინც აღარ აქვს ის ძველი შნო ამის თამაშს, ვეღარც ისეთი მოქნილი და აქტიურია. ხანდახან ისეთ უაზრო სიტუაციაში კარგავს ბურთს, რომ ზურგზე წარწერის დანახვა მინდება, მართლა რუნია თუ მეშლება-მეთქი, რომ დავადგინო, მაგრამ მაინც ჩვენი უაზაა და სკამიდან რომ შემოსვლა შეუძლია ხოლმე და გუნდისთვის რაღაცის შემატება, ესეც დიდი სარგებელია ჩვენთვის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 იანვარი 2017 12:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უკვე მართლა მერამდენედ ხდება რო რეალურ შანსებს ვანიავებთ, ეს მარტო ამ სეზონში არ ხდება, შარშან ვან გაალის გუნდიც ასე იყო, ერთმანეთს არ ვადარებ მარა რაღაც მხრივ გამოყოლილი აქ გუნდს ლუის ფილოსოფია, დასკვნით ფაზაში მეტი ცივსისხლიანობაა საჭირო. ბოლოს და ბოლოს უნდა გამოსწორდეს ეს მხარე თორე დავრჩით მარად მეექვსე ადგილას
0
№3
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2017 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Saocari gvyavs imena movlenaa ❤️
0
№4
ავტორი: s.a.b.a
22 იანვარი 2017 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 164
სგ ძაან მაგარია

გთოხვთ გადმოხვიდეთ ამ იუთუბ არხზე და დაალაიქოთ და დააკომენტაროთ.
არხზე იხილავთ პრემიერ ლიგის , ლიგის თასის , ინგლისის თასის და ევროპა ლიგის თამასჰების მიმოხილვებს და ასე შემდეგ.
https://www.youtube.com/channel/UCziqJ_qNPgK3KY4Ie86Sw2A
0
№5
ავტორი: shotkin
22 იანვარი 2017 14:07
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: SANDROGRIGA
უკვე მართლა მერამდენედ ხდება რო რეალურ შანსებს ვანიავებთ, ეს მარტო ამ სეზონში არ ხდება, შარშან ვან გაალის გუნდიც ასე იყო, ერთმანეთს არ ვადარებ მარა რაღაც მხრივ გამოყოლილი აქ გუნდს ლუის ფილოსოფია, დასკვნით ფაზაში მეტი ცივსისხლიანობაა საჭირო. ბოლოს და ბოლოს უნდა გამოსწორდეს ეს მხარე თორე დავრჩით მარად მეექვსე ადგილას

გეთანხმებირო გამოყოლილი აქვს მოუც რომოვიდა თქვა რო ამ გუნდს ეტყობა ვან გაალის მიდგომა და ხელიო ძაან შეშინებულები არიან ფეხბურთელები და შებოჭილებიო და ზუსტად მაგიტო არ ვაკრიტიკებ ზედმეტად ფეხბურთელებს რო ამას დრო უნდა მოუმ უკვე დაატყო თავის ხელი გარკვეულწილად და იმედი მაკ მომავალ სეზონში ბოლომდე მოიცილებენ ამ ვან გაალის ჩვევებს და გარადაიქმნებიან

№6
ავტორი: Best 7
22 იანვარი 2017 15:35
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ყოჩაღ რუნის ყოჩააღ ლეგეენდაა
0
№7
ავტორი: Gigo
22 იანვარი 2017 18:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
shreki genacvale
0
№8
ავტორი: levionok
22 იანვარი 2017 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ციტატა: SANDROGRIGA
უკვე მართლა მერამდენედ ხდება რო რეალურ შანსებს ვანიავებთ, ეს მარტო ამ სეზონში არ ხდება, შარშან ვან გაალის გუნდიც ასე იყო, ერთმანეთს არ ვადარებ მარა რაღაც მხრივ გამოყოლილი აქ გუნდს ლუის ფილოსოფია, დასკვნით ფაზაში მეტი ცივსისხლიანობაა საჭირო. ბოლოს და ბოლოს უნდა გამოსწორდეს ეს მხარე თორე დავრჩით მარად მეექვსე ადგილას

შარშან განივი პაების რეკორდი გვქონდა წელს კარში დარტმების და კარისკენ დარტმების,ვფიქრობ შარშანდელი გუნდიდან აღარაფერი რჩება მაუ რომ შარშან ზამთარში მოეყვანატ დღეს სხვა რეალობა იქნებოდა მომავალ წელს სულ სხვა მანიუს ვიხილავთ მთავარია ლიგააააააააააა
0
№9
ავტორი: RED_manchester
22 იანვარი 2017 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
შრეკმანია უნდა გაგრძელდეს love
0
№10
ავტორი: stepno
22 იანვარი 2017 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
იმედია ეხლა დაიწყებს ნორმალურად თამაშს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top