თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 12:49
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2387,
კომენტარები: 13
მოურინიო: "ამიერიდან რუნი ჩვეულებრივი ფეხბურთელი უნდა გახდეს"
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია.
მოურინიო:
უეინ რუნის რეკორდის შესახებ.

ვფიქრობ, უეინ რუნის რეკორდი დღეს და ხვალ 24 საათის განმავლობაში უნდა განვიხილოთ, ამის შემდეგ მოვრჩეთ და დავანებოთ, კვლავ ჩვეულებრივი ადამიანი გახდეს. რა თქმა უნდა, კლუბის ისტორიის ლეგენდაა, ინგლისური ფეხბურთის ლეგენდაა, მაგრამ რეკორდი უკვე მისია და ახლა მინდა, საშუალება მივცე, რომ ჩვეულებრივი ფეხბურთელი იყოს და უფრო მეტი გოლი გაიტანოს.

ჟოზე, განსაკუთრებული გოლი იყო, არა? ყველას როდი შეუძლია ასე დარტყმა.

დიახ, ბრწყინვალე გოლია. გუნდში, რომელიც კვირიდან კვირამდე დაუჯერებელ გოლებს უშვებს, ასეთი ბურთის გატანა, როგორიც ეს იყო, კიდევ უფრო საოცარია, რადგან... იცით, ხანდახან სკამზე ჯდომისას ვიღლები იმისგან, რომ ჩემი გუნდი, რომელიც ასე კარგად თამაშობს და ამდენ მომენტს ქმნის, ასეთ დრამატულ გოლებს იტანს.

ბევრჯერ ვთქვი უკვე, რომ დადგება დღე, როცა ყოველი შექმნილი მომენტიდან გავიტანთ და ვიღაც სახლში ექვსი თუ შვიდი გოლით დაბრუნდება, მაგრამ სინამდვილე ისეთია, რომ ეს დღე არასდროს დადგება და ყოველთვის დიდ ძალისხმევას ვავლენთ გოლის გასატანად - ან ძელს ვურტყამთ, ან მეკარე საოცარ სეივს ახორციელებს, ან ჩვენ თავად ვაფუჭებთ მომენტს. საბოლოო ჯამში კი მატჩის წაგებით ვრისკავთ, გაგვაქვს რა, ავტოგოლი და 90 წუთი ველით, სანამ ანგარიშს გავათანაბრებთ. მიუხედავად იმისა, რომ ფენომენალურ წაუგებელ სერიას ვაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ დაუჯერებელ ხასიათს ვავლენთ, გუნდსა და გულშემატკივრებს შორის კავშირი ჩანს, ამ შედეგს კარგ შედეგად არ მივიჩნევ - ორი ქულა დავკარგეთ.

შედეგი სამართლიანი იყო?

რა თქმა უნდა. ხედავ, რომ შენი გუნდი მომენტებს ანიავებს, გააქვს ავტოგოლი, ამის შემდეგ ცარიელ კარში ვერ იტანს გოლს და ამის შემდეგ უფრო მეტ შანსს ქმნის, მეტოქის მეკარე დაუჯერებელ სეივებს ახორციელებს, ბურთი ხარიხას ხვდება. ეს ყველაფერი კი ამ სეზონში პირველად ან მეორედ არ ხდება, უკვე მერამდენე შემთხვევაა - გვაქვს მომენტები, ვერ გაგვაქვს გოლები. უნდა ვთქვა, რომ ძალიან რთული მატჩი იყო. "სტოკმა" ძლიერად დაიწყო, რის შემდეგაც მთელი ძალებით იცავდნენ თავს, ემოციურად და აგრესიულად - აგრესიულად კარგი გაგებით - მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ გოლი არ გაეშვათ, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ჩვენ უნდა მოგვეგო.

თქვენ თქვით, რომ რუნი ახლა შეძლებს ჩვეულებრივი ფეხბურთელი გახდეს და ამ რეკორდის შესახებ საუბარს შეწყვეტენ, რომელიც...

...დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ. სეზონის დასაწყისიდანვე ამის შესახებ მესმის... ვიცი, რომ დაუჯერებელი რეკორდია, ვიცი, რომ ამას ვერ დაივიწყებ. დაუჯერებელი მიღწევაა და კარგია, რომ დღეს მოხდა, რადგან, ვფიქრობ, მედიას წლის მოვლენა ვაჩუქეთ. მთელი მისი კარიერის ჯილდოა და უფრო ლამაზი მომენტი ისაა, რომ ამ საოცარი შემთხვევაის ასე გახსენება შეეძლება. მაგრამ ცხოვრება გრძელდება...

ელოდით, რომ ჩაწოდება იქნებოდა?

უკაცრავად...

ელოდით, რომ ჩაწოდება იქნებოდა თუ დარტყმა გეგონათ?

იმას არ ველოდი, რაც გააკეთა, მითუმეტეს იმას, როგორ მოხვდა ბურთი მიზანს. ველოდი, რომ ჰაერში ვინმე ბურთის მოგებას და დარტყმას ეცდებოდა.

ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
22 იანვარი 2017 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გული მიგრძნობს ვიღაცას მაგრად ამოვტენით
0
№12
ავტორი: jokero89
22 იანვარი 2017 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ef daberda es chatlaxi gushin gauvarda magrat
0
№13
ავტორი: temo-scholes
23 იანვარი 2017 05:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: jokero89
შემდეგი

verafrit ver dagetanxmebi... gavardna kiara klasikurad sheugdo dzaannn...!!;)
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top