თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 11:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3145,
კომენტარები: 17
გულიტი: "პოგბას ურჩევნია, ფეხბურთს მიხედოს"
რუდ გულიტის რჩევა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს.
გულიტი:
რუდ გულიტს მიაჩნია, რომ თუ პოლ პოგბა ფეხბურთს უფრო მეტ დროს არ დაუთმობს, ვიდრე ვარცხნილობას და სოციალურ ქსელს, მემფის დეპაის გზას გაიმეორებს.

დეპაი "ოლდ ტრაფორდზე" "პსვ ეინდჰოვენიდან" 2015 წელს გადავიდა, მაგრამ "იუნაიტედში" საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ შეძლო და "ლიონში" აგრძელებს კარიერას.

პოგბა კი "წითლებს" მიმდინარე სეზონში "იუვენტუსიდან" მსოფლიო სარეკორდო თანხად დაუბრუნდა და თავისი თამაშის გამო არაერთხელ გახდა კრიტიკოსთა სამიზნე.

ნახევარმცველის ცუდი თამაში მის ახალ ვარცხილობას და "თვითერზე" სპეციალურად მისთვის შექმნილ emoji-ს დაემთხვა.

"პოლ პოგბა იმავე გზას გადის, რაც მემფის დეპაიმ "იუნაიტედში" განვლო. შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყოს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ ვარცხნილობის ფერს, ტანსაცმელს და სოციალურ ქსელს უფრო მეტ დროს დაუთმობს.

პოლმა მემფისს უნდა ჰკითხოს და გააცნობიერებს, რომ ინგლისში წარმატების მიღწევა და უმაღლეს დონეზე ასვლა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ყოველკვირეულად კარგად თამაშობ და კარიერაში ყველაფერს აღწევ.

მემფისს იმის გამო აკრტიკებდნენ, რომ თავის იმიჯზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე ფეხბურთის თამაშზე. მას უნდა სცოდნობა, რომ მოედანზე გაწეული სამსახური ყველაფერზე წინ დგას",
- განაცხადა გულიტმა.

რუდს ასევე მიაჩნია, რომ "ოლდ ტრაფორდი" მალევე შეიცვლის პოგბასადმი დამოკიდებულებას, თუკი მოედანზე ნაჩვენები თამაშით კლუბის მოთხოვნილებებს არ დააკმაყოფილებს.

"პოგბაც დაიმსახურებს გულშემატკივართა წყრომას. ხალხი მას დაუსტვენს და მის საწინააღმდეგოდ წავა.

დიდი საფეხბურთო ვარსკვლავებისთვისაც კი არსებობს ერთი წესი: შენი კლუბისთვის კარგად თამაში უპირველესია, სხვა რამეს არ უნდა მისცე გონების განკარგვის საშუალება. ეს ჩემი რჩევაა."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2017 12:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გუშინაც საშინლად ითამაშა. არაფერი ამას არ გაუკეთებია ნორმალური და რიგ ეპიზოდებში, ძალიან პასიურიც იყო. ის დარტყმაც თუ მომენტად ეთვლება, დიდი ვერაფერი შედეგია.

გუშინაც საშინლად ითამაშა. არაფერი ამას არ გაუკეთებია ნორმალური და რიგ ეპიზოდებში, ძალიან პასიურიც იყო. ის დარტყმაც თუ მომენტად ეთვლება, დიდი ვერაფერი შედეგია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: SANDROGRIGA
22 იანვარი 2017 12:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არი სიმართლის მარცვალი ამ სიტყვებში
0
№3
ავტორი: gache1991
22 იანვარი 2017 12:32
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
მარცვალი არა 100 %..ამ კაცს ფეხბურთი ნახევარ მსოფლიოზე უკეთესად ესმის და ყველა ხედავს ამის უაზრო ცეკვებს,პრიჩოსკებს და ასე შემდეგ..არ მომწონს როცა ერთი თამაშის გამო მიეასთან ასწორებენ ხოლმე მაგრამ ეს უკვე სტაბილირად ესეთი გახდა..არ შეილება ამხელა ნიჭიდ პატრონ ადამიანს ერერა გჯობდეს რომელსაც არაფერს ვერჩი კერიკის მერე ყველაზე მეტად ეგ ბიჭი მიყვარს დღევანდელი გუნდიდან მაგრამ..ეს რასაც აკეთებს უკვე მეტისმეტია..თან ვისთან..ყელშია ამის ბურთის თრევა მაშინ როცა მარტივად შეილება პასი გააკეთოს...დააკვირდით,ელოდება სანამ ფეხზე არ დააჯდება კაცი მანამდე არ გაცემს პასს,უნდა რო მოატყუოს,ასჯერ უკეთესი იყო ამაზე რონალდო მაგრამ იცოდა როდის უნდა გაეშვა პასი და ასე შემდეგ..ეს არც ვინგერია და არც ცენტრფორვარდი ..დასვას ერთი თამაში დროა...

არამგონია მოურინიო ამას ვერ ხედავდეს.მაგიტოა ეგ კაციი პატივსაცემი რო ავტორიტეტები არ არსებობენ მისთვის,მითუმეტეს პოგბა არავინ არი ჯერჯერობით,რალთან კასილასთან და ტერისთან შედარებით..ვიცით რო ნიჭი აქ და ქონდა კარგი თამაშები მაგრამ ბევრია ისეთი რომელშიც ამის ნახევარი თანხა გადაიხადეს მაგრამ სტაბილურად ძლიერები არიან,სუარესი საკმარისი მაგალითია,26მილიონად ნატიდმა ფეხბურთელმა მთელი სეზონები იფრინა..ვიცი რო ის სხვა პოზიციაა ეს სხვა მე სტაბილურობაზე ვლაპარაკობ და ამიტომ ვადარებ

0
№4
ავტორი: MR19
22 იანვარი 2017 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
ორთაბრძოლებში დაან იშვიათად შედის როცა თავით არის სათამაო უნდა რო ფეხი
თ ჩამოიღოს
0
№5
ავტორი: tyeshela1
22 იანვარი 2017 12:40
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ესეთ მატჩებს არ არის პოგბა შეჩვეული. ინგლისში, თანაც გასვლაზე, ქარიან ამინდში, 20 წუთში გოლს უშვებ. მოკლედ როცა მარგად თამაშობს მაშინარ წერთ ესეთ კომენტარებს ვაიდა მატჩი ჩააგდო ეგრევე იწყებთ ფეხბურთს მიხედოს და ვარცხნილობას თავი გაანებოსო. რონალდუ ტრუსიკების, შამპუნების და კიდე ათას რაღაცის რეკლამაში იღებდა მონაწილეობას მაგრამ 4 ოქროს ბურთი რამდენ ფეხბურთელს აქვს? შემდეგ წელსაც თუ ესე ითამაშა მაშინ ნამდვილად ფუჭად გადაყრილი 100 მილიონი იქნება მაგრამ წელს დააცადეთ ცოტა.
0
№6
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2017 12:51
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: tyeshela1
ესეთ მატჩებს არ არის პოგბა შეჩვეული. ინგლისში, თანაც გასვლაზე, ქარიან ამინდში, 20 წუთში გოლს უშვებ. მოკლედ როცა მარგად თამაშობს მაშინარ წერთ ესეთ კომენტარებს ვაიდა მატჩი ჩააგდო ეგრევე იწყებთ ფეხბურთს მიხედოს და ვარცხნილობას თავი გაანებოსო. რონალდუ ტრუსიკების, შამპუნების და კიდე ათას რაღაცის რეკლამაში იღებდა მონაწილეობას მაგრამ 4 ოქროს ბურთი რამდენ ფეხბურთელს აქვს? შემდეგ წელსაც თუ ესე ითამაშა მაშინ ნამდვილად ფუჭად გადაყრილი 100 მილიონი იქნება მაგრამ წელს დააცადეთ ცოტა.

ვაცდით, მეგობარო, ვაცდით. კი არ ჩამოგვიწერია პოგბა და იმას კი არ ვამბობთ, რომ არაფრად ვარგა, უბრალოდ იყო გუნდში ხელშეუეხებელი და თან არაფერს აკეთებდე მოედანზე, ცუდია, ხომ გესმის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2017 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11434
Yvela pogbas mondomebaze da varjishze laparakos tavs ar zogavso reebs idzaxis es chemisa gau***veben xolme ra
0
№8
ავტორი: mufc1878
22 იანვარი 2017 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
რუუდ შენ შიგ ხოარგაქ.შენი შურიანი პატრონს ცენზურა.პოლს ეხიოს ყველა ცენტრალური ნახევარმცველი შაბალალაზე.
0
№9
ავტორი: JuanMata
22 იანვარი 2017 15:44
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მემგონი მოუ პოგბას ცუდ სამსახურს უწევს, იმით რომ ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს და არც ცვლის.

ვინც არ უნდა იყოს და რა ფასიანიც, როცა ფეხბურთელი ცუდად თამაშობს უნდა შეცვალო.

მხითარიანს ერთი თამაში ლამის ნახევარი სეზონის გამოტოვებად დაუჯდა, არც პოგბა უნდა იყოს გამონაკლისი.

მერე უფრო მიხედავს თამაშს.

დიდი პოტენციალი აქვს ამ ფეხბურთელს და მაქსიმუმი უნდა გააკეთოს.

P.S. საჯარიმოებს რუნი, პოგბა და მატა (დანარჩენებზე თავს ვერ დავდებ) ბევრად უკეთ ურტყამს ვიდრე იბრა და მგონი დროა, დაანებოს იბრამ ამ საქმეს თავი.

არაა გასაკვირი, რომ ეს პირველი გოლია საჯარიმოდან, რომელიც ამ სეზონში გავიტანეთ.
0
№10
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
22 იანვარი 2017 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
პოგბა მაღალი დონის ფეხბურთელია,მაგრამ ეს მანჩესტერში არ ჩანს.ერთი და ორი მათჩის კარგად თამაშით აქ ინგლიში და პირადად მანჩესტერში გულშემატკივრების გულს ვერ მოიგებ,მაგრამ მხოლოდ ფანების გულის მოგებაზე ხომ არ არის ამ კაცში 120 მილიონია გადახდილი ასე თუ გაგრძელა მისთვისაც ცუდი იქნება და მანიუსთვის.გუშინ ამის თამაშს რომ უყურებდი მინდოდა რომ სტადიონიდან გაეყვანა მოუს და თუმდაც ფოსუ-მენსა შემოეყვანა არ ვიცი მაგრამ მეგონა რომ რაშფორდისკენ პასებს არ კადრულობდა პოგბა ასე არაფერი არ გამოვა ეს არ არის სერია ა აქ ყველა თამაშს სერიოზულად ეკიდებიან სწორედ ეს აკლია პოგბას მეტი სერიოზულობა თამაშის მიმართ request
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top