თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 11:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3147,
კომენტარები: 17
გულიტი: "პოგბას ურჩევნია, ფეხბურთს მიხედოს"
რუდ გულიტის რჩევა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველს.
გულიტი:
რუდ გულიტს მიაჩნია, რომ თუ პოლ პოგბა ფეხბურთს უფრო მეტ დროს არ დაუთმობს, ვიდრე ვარცხნილობას და სოციალურ ქსელს, მემფის დეპაის გზას გაიმეორებს.

დეპაი "ოლდ ტრაფორდზე" "პსვ ეინდჰოვენიდან" 2015 წელს გადავიდა, მაგრამ "იუნაიტედში" საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა ვერ შეძლო და "ლიონში" აგრძელებს კარიერას.

პოგბა კი "წითლებს" მიმდინარე სეზონში "იუვენტუსიდან" მსოფლიო სარეკორდო თანხად დაუბრუნდა და თავისი თამაშის გამო არაერთხელ გახდა კრიტიკოსთა სამიზნე.

ნახევარმცველის ცუდი თამაში მის ახალ ვარცხილობას და "თვითერზე" სპეციალურად მისთვის შექმნილ emoji-ს დაემთხვა.

"პოლ პოგბა იმავე გზას გადის, რაც მემფის დეპაიმ "იუნაიტედში" განვლო. შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყოს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ ვარცხნილობის ფერს, ტანსაცმელს და სოციალურ ქსელს უფრო მეტ დროს დაუთმობს.

პოლმა მემფისს უნდა ჰკითხოს და გააცნობიერებს, რომ ინგლისში წარმატების მიღწევა და უმაღლეს დონეზე ასვლა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ყოველკვირეულად კარგად თამაშობ და კარიერაში ყველაფერს აღწევ.

მემფისს იმის გამო აკრტიკებდნენ, რომ თავის იმიჯზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე ფეხბურთის თამაშზე. მას უნდა სცოდნობა, რომ მოედანზე გაწეული სამსახური ყველაფერზე წინ დგას",
- განაცხადა გულიტმა.

რუდს ასევე მიაჩნია, რომ "ოლდ ტრაფორდი" მალევე შეიცვლის პოგბასადმი დამოკიდებულებას, თუკი მოედანზე ნაჩვენები თამაშით კლუბის მოთხოვნილებებს არ დააკმაყოფილებს.

"პოგბაც დაიმსახურებს გულშემატკივართა წყრომას. ხალხი მას დაუსტვენს და მის საწინააღმდეგოდ წავა.

დიდი საფეხბურთო ვარსკვლავებისთვისაც კი არსებობს ერთი წესი: შენი კლუბისთვის კარგად თამაში უპირველესია, სხვა რამეს არ უნდა მისცე გონების განკარგვის საშუალება. ეს ჩემი რჩევაა."


წყარო: goal.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: kobinio
22 იანვარი 2017 18:00
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
გამოდის მე და გულიტს ერთნაირი ფიქრები გვქონია))))
0
№12
ავტორი: Gamkrelidze
22 იანვარი 2017 18:52
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
100 % მართალია. თავის ნიჭი ბოლომდე უნდა გამოავლინოს
0
№13
ავტორი: RED_manchester
22 იანვარი 2017 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
რა გაუტრაკეს პოლს ამ ვარცხნილობის გამო საქმე
0
№14
ავტორი: stepno
22 იანვარი 2017 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ტიპს სასწაულების კეთება შეუძლიაა არადა რა ჭირს რაა
0
№15
ავტორი: giorgi_mg
22 იანვარი 2017 19:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გულიტისგან რჩევა ცუდი არაა რადგან გული შეტკივა როგორც ჩანს, ნუ იმედს ვიტოვებ რო დეპაის არ დაემსგავსება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ბექჰემი რომელიც ორჯერ მეტ დროს უთმობდა პოპულარობას ვიდე პოლი
0
№16
ავტორი: GeorgeBest
22 იანვარი 2017 19:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: JuanMata
P.S. საჯარიმოებს რუნი, პოგბა და მატა (დანარჩენებზე თავს ვერ დავდებ) ბევრად უკეთ ურტყამს ვიდრე იბრა და მგონი დროა, დაანებოს იბრამ ამ საქმეს თავი.

good2
0
№17
ავტორი: Old Red Devil
22 იანვარი 2017 20:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მე ვთვლი რომ პოგბა იმედგაცრუებაა, ნუ ჯერ-ჯერობით ასეა. სერია ა ყველამ კარგად იცის რომ პრემიერ ლიგასთან მოსატანიც არ არის. ასე რომ მგონია პოგბას უჭირს მოედანზე ბრძოლა, რადგან მოწინააღმდეგეს კიდია შენ მანჩესტერი ხარ ლივერპული ჩელსი თუ პოგბა ან დიეგო კოსტა. სხვა ქვეყნებში ასე არაა, იქ გრანდებთან საშუალო და სუსტი გუნდი და ფეხბურთელი გასახდელიდანვე მარცხდება. მამენტ 1 პესიმიზმი მღრღნის, ფერგის ხშირად აკრიტიკებდნენ ტალანტებს უშვებსო გუნდიდანო და რაღაც რა. სწორიც იყო. ვინც წავიდა გინდ სასტავიდან გინდ აკადემიიდან გინდ რეზერვიდან 95% ჩაფანოღდა. გიბსონი, პოსებონი, მაკედა, როსი, კლევერლი, ანდერსონი, ჩარნი ეკანგამენე რომელიც ბევრს ახალი პოგბა ეგონა, ტანიკლიფი, პეტრუჩი დრინკვოთერი აგერ იანუზაიც კი. ვერ ივარგეს და გაუშვა და ბევრიც გასაშვებია. პოგბა ბეწვის ხიდზე გადის. თუ გაამართლა ხო კაი, რადგან ეხლა ცენტრში დიდი არჩევანი არც გვაქ. მაგრამ ვაღიაროთ ვერ ამართლებს რა. იგივე იმედგაცრუებაა როგორც ფელაინი.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top