თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 00:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2487,
კომენტარები: 12
სერ ბობიმ და სერ ალექსმა რუნის მიღწევაზე ისაუბრეს
ჩარლტონი: "რუნი ამ შედეგს არ დასჯერდება"
სერ ბობიმ და სერ ალექსმა რუნის მიღწევაზე ისაუბრეს
უეინ რუნის კარიერაში და "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ახალი ციფრები ჩაიწერა - 250 გოლით ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ინგლისის ნაკრებში სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის დამხობის შემდეგ, უეინმა "იუნაიტედის" ბომბარდირთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

"სტოკთან" მატჩის შემდეგ, Manutd.com-თან სერ ბობი ჩარლტონმა და სერ ალექს ფერგიუსონმა უეინის მიღწევაზე ისაუბრეს.

სერ ბობი: "40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჩემი 249 გოლიდან ბოლო გავიტანე და უნდა ვაღიარო, რომ შევეჩვიე კიდეც კლუბის საუკეთესო ბომბარდირად ყოფნის სახელს.
"ოლდ ტრაფორდზე" ბევრი წარმოუდგენელი თავდამსხმელი გვყავდა და ისინი ბევრ გოლს იტანდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გახდა ნათელი, რომ რუნის ყველაზე მეტად შეეძლო ამ რეკორდის დამხობა. რომ გითხრათ იმედგაცრუებული არ ვარ მეთქი - მოვიტყუები. მაგრამ ამავდროულად, მოხარული ვარ რუნის მიღწევით. ის იმსახურებს საკუთარი სახელის ისტორიის წიგნებში ჩაწერას.

35 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში შევწყვიტე, უეინი კი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა. ასე რომ, არამგონია ის ამ შედეგს დასჯერდეს. უეინი აგრძელებს გოლებში, ასისტებში მონაწილეობას და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას. ის თავის ნიშნულს კიდევ უფრო გაზრდის და არამგონია, ვინმემ მისი მაჩვენებელი დიდი ხნის მანძილზე გაიმეოროს."

სერ ალექსი: "მინდა უეინს ამ ეტაპის მიღწევა მივულოცო. გმირობაა ამდენი გოლის გატანა და იმ რეკორდის დამხობა, რომელიც 40 წლის მანძილზე ხელშეუხებელი იყო. უეინი აუცილებლად იმსახურებს თავისი სახელის ამ დიდი კლუბის ისტორიაში შესვლას და დარწმუნებული ვარ, რომ გოლების გატანას ის გააგრძელებს. ყოჩაღ უეინ, შენით მოხარული ვარ. შენ უკვე დიდი ხანია რაც ამ კლუბის ერთგული მოსამსახურე ხარ და ეს კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელდეს"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
22 იანვარი 2017 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Jer albat kide ver iazrebs ras miagwia))) chveni runi chveni legenda ❤️
0
№2
ავტორი: giorgisamnidze99
22 იანვარი 2017 00:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რუნი ყველაზე მაგარი კლასნი ხარ მიდი ძმაო 300 გახადე შენი მიღწევა მანიუში და ვერავინ ვერ მოხსნის მაგ რეკორდს ერთი 60 წელი ეხა ჰალსაც ტენე ესსეთი კლასნი გოლი და სამი ქულა დაგვიდე მალადეც ვაზ შენით ვამაყობ
1
№3
ავტორი: kobinio
22 იანვარი 2017 00:26
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Udidesi madloba runis
0
№4
ავტორი: tyeshela1
22 იანვარი 2017 00:27
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ნაწილობრივ ფრე გადაფარა რუნის რეკორდმა
0
№5
ავტორი: ROONEY-RUNI
22 იანვარი 2017 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
არ დაგავიწყდეთ ესეც ვისი მოყვანილია გუნდში ფერგის ვენაცვალე რო ასეთი კლასნი მოგვიყვანა გუნდში რუნიმ უამრავი წარმატება მოუტანა გუნდს და ეს არ უნდა დავივიწყო რუნი მანიუს ლეგენდაა უკვე და მას ჯერ კიდევ შეუძლია გოლების გატანა 31 წლისააა და ბობისაც არ იყოს ამ რეკორდის დიდი ხნის მანძილზე ვერავინ მოხსნის
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
22 იანვარი 2017 00:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რუნი რო ძველებურ ფორმაში იყოს ბევრად აცდებოდა ამ ნიშნულს
1
№7
ავტორი: giorgi_mg
22 იანვარი 2017 01:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
დიდი იმედი მაქ რომ აქ დაამთავრებს კარიერას, უბრალოდ სირცხვილი იქნება მანჩესტერის ამის სადმე გაშვება. სულ რო 2 თამაში ჩაატაროს სეზონშ მაინც აქ უნდა მორჩეს მისი კარიერა
0
№8
ავტორი: dachi_mu
22 იანვარი 2017 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
vin icis shampanuric micxes :D
0
№9
ავტორი: ROONEY-RUNI
22 იანვარი 2017 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: SANDROGRIGA
რუნი რო ძველებურ ფორმაში იყოს ბევრად აცდებოდა ამ ნიშნულს



ეგ ნაღდათ გააასწორებდა მაგრამ რას ვიზამ ასაკმა მაინც თავისი გაააკეთა 2 3 წლის წინ რო იყო ისეტი მაინც რო იყოს კარგი იქნება მაგრამ ცდილობას მაინც რაგაცას და მგონია რო კიდე გამოადგება გუნდს wink
0
№10
ავტორი: Temo-Mu
22 იანვარი 2017 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
რუნი უკვე ლეგენდაა. იმედია უფრო მეტს გაიტანს.ახლა თასზე დააყენოს უნდა მოუმ წესით ჰალში და მერე თუნდაც პრემიერლიგის მატჩში. თუ ორივეში მიიღო მონაწილეობა ალბათ გაიტანს :) fellow am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top