თბილისი:
მანჩესტერი:
22-01-2017, 00:07
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2494,
კომენტარები: 12
სერ ბობიმ და სერ ალექსმა რუნის მიღწევაზე ისაუბრეს
ჩარლტონი: "რუნი ამ შედეგს არ დასჯერდება"
სერ ბობიმ და სერ ალექსმა რუნის მიღწევაზე ისაუბრეს
უეინ რუნის კარიერაში და "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში ახალი ციფრები ჩაიწერა - 250 გოლით ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ინგლისის ნაკრებში სერ ბობი ჩარლტონის რეკორდის დამხობის შემდეგ, უეინმა "იუნაიტედის" ბომბარდირთა სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

"სტოკთან" მატჩის შემდეგ, Manutd.com-თან სერ ბობი ჩარლტონმა და სერ ალექს ფერგიუსონმა უეინის მიღწევაზე ისაუბრეს.

სერ ბობი: "40 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" ჩემი 249 გოლიდან ბოლო გავიტანე და უნდა ვაღიარო, რომ შევეჩვიე კიდეც კლუბის საუკეთესო ბომბარდირად ყოფნის სახელს.
"ოლდ ტრაფორდზე" ბევრი წარმოუდგენელი თავდამსხმელი გვყავდა და ისინი ბევრ გოლს იტანდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ გახდა ნათელი, რომ რუნის ყველაზე მეტად შეეძლო ამ რეკორდის დამხობა. რომ გითხრათ იმედგაცრუებული არ ვარ მეთქი - მოვიტყუები. მაგრამ ამავდროულად, მოხარული ვარ რუნის მიღწევით. ის იმსახურებს საკუთარი სახელის ისტორიის წიგნებში ჩაწერას.

35 წლის ვიყავი, როცა ფეხბურთის თამაში შევწყვიტე, უეინი კი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა. ასე რომ, არამგონია ის ამ შედეგს დასჯერდეს. უეინი აგრძელებს გოლებში, ასისტებში მონაწილეობას და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას. ის თავის ნიშნულს კიდევ უფრო გაზრდის და არამგონია, ვინმემ მისი მაჩვენებელი დიდი ხნის მანძილზე გაიმეოროს."

სერ ალექსი: "მინდა უეინს ამ ეტაპის მიღწევა მივულოცო. გმირობაა ამდენი გოლის გატანა და იმ რეკორდის დამხობა, რომელიც 40 წლის მანძილზე ხელშეუხებელი იყო. უეინი აუცილებლად იმსახურებს თავისი სახელის ამ დიდი კლუბის ისტორიაში შესვლას და დარწმუნებული ვარ, რომ გოლების გატანას ის გააგრძელებს. ყოჩაღ უეინ, შენით მოხარული ვარ. შენ უკვე დიდი ხანია რაც ამ კლუბის ერთგული მოსამსახურე ხარ და ეს კიდევ დიდხანს უნდა გაგრძელდეს"

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RED_manchester
22 იანვარი 2017 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
სამივენი ჩვენი კაცები არიან love
0
№12
ავტორი: Sh-rati
22 იანვარი 2017 06:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
მაგარი ბებე
რები გვყავს რა ესენი მგონი ასე 10 წელიც და რუნის მოისვამენ ლოჯასი გვერდი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top