თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 22:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3218,
კომენტარები: 15
დეპაის პირველი კომენტარი "იუნაიტედის" დატოვების შემდეგ
მემფის დეპაი "იუნაიტედის" მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას არ განიცდის.
დეპაის პირველი კომენტარი
მემფის დეპაი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმართ არავითარი ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვს.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი კარიერას "ლიონში" გააგრძელებს, სადაც "იუნაიტედში" გატარებული 18 თვის შემდეგ გადავიდა.

2015 წელს პსვ-დან შეძენილ ფეხბურთელში "წითლები" ბონუსების თანხის დამატების შემდეგ 25 მლნ. ფუნტამდე აიღებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედზე" შურისძიებას ან რამე მსგავსსს არ ვაპირებ. მხოლოდ იმის ჩვენება მინდა, რაც შემიძლია, ზუსტად ისე, როგორც აქამდე.

"იუნაიტედში" ისეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე, როგორებიც უეინ რუნი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პოლ პოგბა არიან. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და ყველაფერი ჩავიბეჭდე. ვისწავლე, რომ ახალ კლუბთან, ახალ სათამაშო სტილთან და ახალ ჩემპიონატთან შეგუება აუცილებელია. ახლა კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცო საკუთარი უნარები.

"ლიონს" გაცილებით სრულყოფილი პროექტი ჰქონდა, ვიდრე სხვა კლუბები მთავაზობდნენ. ვიგრძენი, რომ აქ მოსვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი. ყველა ჩემპიონატს ვუყურებ და ვიცი, რომ "ლიონი" დიდი კლუბია, რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო.

ვიცი, რომ კვირას "მარსელთან" მნიშვნელოვანი მატჩია. იმედი მაქვს, გარკვეულ მონაწილეობას მივიღებ, თუნდაც მატჩის რიტმი მჭირდებოდეს. გოლების გატანა, საკუთარი თავით სიამოვნება და ამ საოცარ სტადიონზე თამაში მინდა",
- განაცხადა დეპაიმ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2017 22:47
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყოველთვის გახსოვდეს, რომ აქ გელოდებიან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: R10NEY
20 იანვარი 2017 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
არ უნდა გაეშვა რა ჟოსეს recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ UNITED TILL I DIE
№3
ავტორი: H1sT0R1
20 იანვარი 2017 22:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
არ უნდა გაეშვათ მოუწევთ 80 მილიონი გადაიხადონ მერე

ან მეტი კარგად ათამაშდება
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2017 22:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: RojoDiablo
ყოველთვის გახსოვდეს, რომ აქ გელოდებიან.


იმედია მარტო მოლოდინი არ იქნება შემდეგ winked
0
№5
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2017 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
რაც არ უნდა გული დაგვწყდეს ფაქტია ვერ ითამაშა ინგლისში :((მიტიულანდი და ბრიუგე არაა პრემიერლიგა
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
21 იანვარი 2017 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აი პირველი შეცდომა მოუსი ეს რო გაუშვა
0
№7
ავტორი: Amazing Redman
21 იანვარი 2017 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
ეს თავის დროზეც უნდა გაეშვა ვან გაალს რო შეხედა ვერაფერს შვებოდა ნიჭიერია, მაგრამ ძაან მარიაჟი სირკაცაცად იქცა თავი რონალდოდ წარმოდიგინა, თავში აუვარდა იუნაიტედში ვთამაშოფო და ყველაფერი დაიკიდა. არ იყო პროდუქტიული მოთამაშე გუნდისთვის მხოლოდ თავისთავი ანაღვლებდა და ნასოკების რტმით გუნდს ვერ დაეხმარებოდა. ამიტომ იდეალური გადაწყვეტილება მიიღო ჟოზემ ამის გაშვებით თანაც გამოსყიდვის მეშვეობით ამიტომ არაფერი დაგვიკარგავს.
0
№8
ავტორი: Lady in red
21 იანვარი 2017 00:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამის გაშვება სწორი გადაწყვეტილებაა და როცა ისე ითამაშებს, როგორც ვიცით და გვჯერა, რომ შეუძლია, დავიბრუნებთ კიდევაც, თუ ჟოზემ მოინდომა და მემფისი უარს არ იტყვის. ასე მისთვის იყო საჭიროც და უკეთესიც. წარმატებები მას, მისი გოლი ლიგაზე არ დამავიწყდება.
0
№9
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Am etapze gasashvebi iyoo saswrafod da mere ra ikneba eg aravin icis da tu rame iyo ki davibrunebt :)
0
№10
ავტორი: RED_manchester
21 იანვარი 2017 00:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
მემფის ოლდ ტრაფორდი ყოველთვის დაგელოდება love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top