თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 22:45
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3402,
კომენტარები: 15
დეპაის პირველი კომენტარი "იუნაიტედის" დატოვების შემდეგ
მემფის დეპაი "იუნაიტედის" მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას არ განიცდის.
დეპაის პირველი კომენტარი
მემფის დეპაი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მიმართ არავითარი ნეგატიური დამოკიდებულება არ აქვს.

ჰოლანდიელი ფეხბურთელი კარიერას "ლიონში" გააგრძელებს, სადაც "იუნაიტედში" გატარებული 18 თვის შემდეგ გადავიდა.

2015 წელს პსვ-დან შეძენილ ფეხბურთელში "წითლები" ბონუსების თანხის დამატების შემდეგ 25 მლნ. ფუნტამდე აიღებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედზე" შურისძიებას ან რამე მსგავსსს არ ვაპირებ. მხოლოდ იმის ჩვენება მინდა, რაც შემიძლია, ზუსტად ისე, როგორც აქამდე.

"იუნაიტედში" ისეთ დიდ ფეხბურთელებთან ერთად ვითამაშე, როგორებიც უეინ რუნი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პოლ პოგბა არიან. მათგან ბევრი რამ ვისწავლე და ყველაფერი ჩავიბეჭდე. ვისწავლე, რომ ახალ კლუბთან, ახალ სათამაშო სტილთან და ახალ ჩემპიონატთან შეგუება აუცილებელია. ახლა კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცო საკუთარი უნარები.

"ლიონს" გაცილებით სრულყოფილი პროექტი ჰქონდა, ვიდრე სხვა კლუბები მთავაზობდნენ. ვიგრძენი, რომ აქ მოსვლით სწორი ნაბიჯი გადავდგი. ყველა ჩემპიონატს ვუყურებ და ვიცი, რომ "ლიონი" დიდი კლუბია, რომელმაც ბევრი ტიტული მოიგო.

ვიცი, რომ კვირას "მარსელთან" მნიშვნელოვანი მატჩია. იმედი მაქვს, გარკვეულ მონაწილეობას მივიღებ, თუნდაც მატჩის რიტმი მჭირდებოდეს. გოლების გატანა, საკუთარი თავით სიამოვნება და ამ საოცარ სტადიონზე თამაში მინდა",
- განაცხადა დეპაიმ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
21 იანვარი 2017 01:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
გახსოვდეს ვისი გორისა ხარ wink biggrin2 gun2
0
№12
ავტორი: Mixito
21 იანვარი 2017 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Chemi tavis siamovnebao swored egaaa minusi sheni mempis
0
№13
ავტორი: MEMPHIS 7
21 იანვარი 2017 07:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ვნახოთ რა გამოგივა მემფის თუ მოუმატებ ჩვენთან დაბრუნდიიი
0
№14
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2017 10:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
მაგრად ზმა აბა შენიცი ეს რამეროიყოს და როატამაშდეს კონტრაქტ/ში კიუწერია გამოსყიდვის უფლება მარა მოკვდება და აქ არ გადმოვა ესე მგონია :D წავა სადმე სხვაგან სხვა გრანდი როეპატიჯებოდეს თუნდაც ინტერი წავა იქ :D მაგარი ბორმა ტიპი მგონია და რავქნა
0
№15
ავტორი: Gamkrelidze
21 იანვარი 2017 13:25
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ვისაც ეს ტრანსფერი გაუტყდა არ ინერვიულოს. თუ მოუმატებს, ათამაშდება და პროგრესს განიცდის მაშინ გამოვისყიდით.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top