თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2132,
კომენტარები: 12
ჟოზე: "ვალენსიაზე უკეთესი მარჯვენა მცველი არ არსებობს"
ჟოზე მოურინიო ანტონიო ვალენსიას აქებს.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ანტონიო ვალენსიაზე უკეთესი მარჯვენა მცველი ფეხბურთში არ არსებობს.

ეკვადორელმა ფეხბურთელმა, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, "იუნაიტედთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. საერთო ჯამში მას 271 მატჩი აქვს ჩატარებული "იუნაიტედის" რიგებში და 21-ჯერ მოახერხა გოლის გატანა.

"უიგანის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ 6 ტიტული მოიგო, გასული წლის აგვისტოში კი თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

"იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ მის შესახებ განაცხადა: "არა მგონია, ახალი კონტრაქტი ჯილდო იყოს, ასე ვერ ვუწოდებდი. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ მასზე უკეთესი მარჯვენა მცველი ვერც კი გვეყოლებოდა. ფეხბურთში უკეთესი მარჯვენა მცველი არ არსებობს. საუკეთესოთა შენარჩუნება კი ჩვენი საქმეა. ასეთი კარგი ფეხბურთელისა და ადამიანის ყოლა ჩვენს გუნდში ჩვენთვის პრივილეგიაა".

მიმდინარე სეზონში მოურინიომ განაცხადა, რომ ვალენსიას შეძენას ცდილობდა, როცა მადრიდის "რეალს" წვრთნიდა.

"მარჯვენა მცველად არ ათამაშებდნენ. დიახ, მისი შეძენა მინდოდა. მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჭკვიანი და ძლიერი იყო და დაუყოვნებლივ აღმოფხვრა ნებისმიერი შესაძლებლობა. ანტონიო იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე ოდესმე, ჩემი აზრით. ამ სეზონში საოცრად გამოიყურება".

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
21 იანვარი 2017 12:04
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ასე უნამუსოდ ტყუილიც არ შეიძლება, მოუ
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: temo-scholes
21 იანვარი 2017 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: RojoDiablo
ასე უნამუსოდ ტყუილიც არ შეიძლება, მოუ

რას ვიზამთ დუმბო...:))) გვაჯერებს კაცი....:D
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
21 იანვარი 2017 12:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
აჭარბებ მოუ wink
0
№4
ავტორი: Gamkrelidze
21 იანვარი 2017 13:28
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
შეილება ძაან გაზვიადებულია მარა საუკეთესო მცველების ხუთეულში მაინც შეციყვანდი ამ ცხენს wink
0
№5
ავტორი: ფილ ჯონსი(4)
21 იანვარი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
თუ დავივიწყებთ დანი ალვეს,კარვახალს,ლამს. მერე კიდე შეიძლება.
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
21 იანვარი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ოოოო ცუდიი არაა მაგრამ საუკეთესოც არაა მაგრამ ეს ჟოზეს აზრია
0
№7
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2017 15:22
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ეხლა რაარმესმის იასნაი რო ეს მარსელოს როგორც განაპირა მცველი ვერასდროს აჯობებს ბევრი მიზეზის გამო მარა ჩვენი გუნდისთვის იდეალურად მორგებული კაცია არანაირი წუნი არააქ როგორც მარჯვენა მცველს ჯანზეა(შესაბამისად პოზიციურად ჯობია და ჯობნის ყველას)სწრაფია ( ეს კიდევუფრო მრისხანეს ხდის როცა ესეთი ჯანი გაქ) ტექნიკას რაცშეეხება არაა დრიბლინგისტი მარა ყველა გააჩუმა მგონი ამკაცმა როცა ფირმინოს ჩAუპატკატა ბევრი შემდგარი პროფესიონალი მცველი ვერაკეთებს ეგეთ სუფთა პატკატს და მაშინ როცა თქვენ ყველანი მაგ მომენტში გულებს ხელით იჭერდით ამ კაცმა სასწაული პატკატით გუნდი გადაარჩინა და გასიამოვნათ დააფასეთ დამიჯერეთ მერე რა რო ნახევარმცველი იყო და შეიცვალა ადგილი მერე რააა?? ძაან ერთგულია რაც დასაფასებელა და არ მოვიყვან ზოგ ფეხბურთელს მაგალითად თქვენთვითონაც კარგად იცით ერთჰულების გარდა უზომოდ შრომისმოყვარეა და რაცმთავარია 100% ით კარგად აკეთებს საქმეს ობიექტური ვიქნები და ვიტყვი წელს ვალემ 1 თამაში ჩააგდო ისიც ოლდზე ლივერპულთან ყველა სხვა შემთხვევაში ან სასწაულად კარგია ან როგორც მინიმუმ სტაბილური და ნორმალური,,, ხო და კიდე იმ ხალხის გასაგონად ვამბობ ვინწ ამას ჩაწოდებებს უწუნებს სწტატისტიკას გადახედეთ ამრტო ამსეზონში აი ამრტო ამსეზონში რამდენი გოლი მოყვა ამის ჩაწოდებას და პასს უბრალოდ გადახედეთ ერთი 6 გოლი მარტო ეხლა ამხსენდება და ჩამოგითვლით არმეზარება და უცხოურ საიტზე იდო ბბს ზე მგონი ამის მონაცემები და ერთ ერთი დედის მსერავი სტატისტიკა აქ და მცველებიდან ვერავინ ჯობნის ესეთი იგროკი დაახლოებით ბოლოს პარკ ჯი სუნი გვყავდა დაახლოებით ესეთი ტიპის და ყოველთვის დასაფასებელი და საჭირონი არაიან მსგავსი ფეხბურთელები მითუმეტეს ჩვენ გუნდში ხასიათს ერგება ძაან მანიუსას
0
№8
ავტორი: Gamkrelidze
21 იანვარი 2017 15:46
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ციტატა: ფილ ჯონსი(4)
თუ დავივიწყებთ დანი ალვეს,კარვახალს,ლამს. მერე კიდე შეიძლება.

კარვახალს ჯობია ვალენსია wink
0
№9
ავტორი: tyeshela1
21 იანვარი 2017 15:52
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: shotkin
ეხლა რაარმესმის იასნაი რო ეს მარსელოს როგორც განაპირა მცველი ვერასდროს აჯობებს ბევრი მიზეზის გამო
o.O მემეგონა მარსელო მარცხენა იყო.
1
№10
ავტორი: JuanMata
21 იანვარი 2017 16:29
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
როგორი ფანტაზიაც არ უნდა ჰქონდეს, ამ სიტუაციაში მანჩესტერისთვის იდეალურია,

შეიძლება ყველაფერს მაღალ დონეზე ვერ აკეთებს, მაგრამ რეალურად ამ კაცმა არა მარტო მარჯვენა მცვრლის, არამედ მარჯვენა ვინგერის პრობლემაც მოგვიხსნა.

მე კარგად მახსოვს ვან გაალის დროს, ვალენსია სანამ ტრავმას მოიშუშებდა, ცალმხარეს დაზნექილი გუნდი გვყავდა. ვალენსიამ შემოიტანა მაშინ ბალანსი. იმიტომ კი არა რომ საუკეთესო ვინგერია, იმიტომ რომ ბოლომდე იხარჯება და ყოველთვის მიდის შეტევაში. მარჯვენა მხარეს რუნის შორეულ პასებს კუთხურის ალამთან იჭერდა და კონტრაზე საჯარიმოში ჩასვლას ასწრებდა.

თუ გავითვალისწინებთ რომ პოზიციურად მარჯვენა თავდამსხმელი არ გვყავს და მატა-მხითო მაინც ცენტრში იწევენ, ეს კიდევ ფლანგზე რჩება და დაცვას წელავს, თანაც საკუთარ საჯარიმოში ჩასვლასაც ახერხებს დროულად.

კიდრვ ერთხელ, არ ვამბობ რომ საუკეთესოა და უკეთესი ვერ გვეყოლება, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლები პრეტენზია ვალენსიასთან (და ერერასთან) უნდა გვქონდეს.

ეს ორი ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯება და მაქსიმუმს აკეთებს.

ჩემთვის უკლასო და უფანტაზიო ფეხბურთელი, რომელიც თავს არ ზოგავს თამაშში უფრო მაგარი ტიპია, ვიდრე ნიჭიერი ტექნიკური, რომელსაც თამაში ეზარება და თავის მოვალეობას არ ასრულებს.
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top