თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2139,
კომენტარები: 12
ჟოზე: "ვალენსიაზე უკეთესი მარჯვენა მცველი არ არსებობს"
ჟოზე მოურინიო ანტონიო ვალენსიას აქებს.
ჟოზე:
ჟოზე მოურინიოს მიაჩნია, რომ ანტონიო ვალენსიაზე უკეთესი მარჯვენა მცველი ფეხბურთში არ არსებობს.

ეკვადორელმა ფეხბურთელმა, რომელიც ჟოზე მოურინიოს გუნდში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა სასტარტო შემადგენლობაში, "იუნაიტედთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. საერთო ჯამში მას 271 მატჩი აქვს ჩატარებული "იუნაიტედის" რიგებში და 21-ჯერ მოახერხა გოლის გატანა.

"უიგანის" ყოფილმა ფეხბურთელმა "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლის შემდეგ 6 ტიტული მოიგო, გასული წლის აგვისტოში კი თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

"იუნაიტედის" ოფიციალური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მოურინიომ მის შესახებ განაცხადა: "არა მგონია, ახალი კონტრაქტი ჯილდო იყოს, ასე ვერ ვუწოდებდი. მხოლოდ იმას ვფიქრობ, რომ მასზე უკეთესი მარჯვენა მცველი ვერც კი გვეყოლებოდა. ფეხბურთში უკეთესი მარჯვენა მცველი არ არსებობს. საუკეთესოთა შენარჩუნება კი ჩვენი საქმეა. ასეთი კარგი ფეხბურთელისა და ადამიანის ყოლა ჩვენს გუნდში ჩვენთვის პრივილეგიაა".

მიმდინარე სეზონში მოურინიომ განაცხადა, რომ ვალენსიას შეძენას ცდილობდა, როცა მადრიდის "რეალს" წვრთნიდა.

"მარჯვენა მცველად არ ათამაშებდნენ. დიახ, მისი შეძენა მინდოდა. მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჭკვიანი და ძლიერი იყო და დაუყოვნებლივ აღმოფხვრა ნებისმიერი შესაძლებლობა. ანტონიო იმაზე უკეთ თამაშობს, ვიდრე ოდესმე, ჩემი აზრით. ამ სეზონში საოცრად გამოიყურება".

წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: shotkin
21 იანვარი 2017 17:24
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: tyeshela1
ციტატა: shotkin
ეხლა რაარმესმის იასნაი რო ეს მარსელოს როგორც განაპირა მცველი ვერასდროს აჯობებს ბევრი მიზეზის გამო
o.O მემეგონა მარსელო მარცხენა იყო.

ხო ვიცი მაგიტო ვთქვი განაპირა მცველებითქო ))0
0
№12
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Umagresi mcvelia yvelaferi aqvs tips da cota fantaziis naklebobas ganicdis :-D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top