თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 17:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2424,
კომენტარები: 13
მოურინიო: "დეპაი შრომისმოყვარე პროფესიონალია"
ჟოზე მოურინიო ჰოლანდიელ ვინგერზე საუბრობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მემფის დეპაის იმიჯი პრესის წარმომადგენლებს სრულიად სხვაგვარად აქვთ აღქმული და სინამდვილეში მემფისი ნამდვილი პროფესიონალია.

ჰოლანდიელი ვინგერი მალე ოფიციალურად გახდება "ლიონის" ფეხბურთელი და ბუნებრივია, რომ "სტოკ სიტისთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

"ფანტასტიკური პროფესიონალი იყო. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ვერ გაამართლა, რადგან პროფესიონალურად არ იქცეოდა, ნამდვილად ცდება. ერთია სურათის გადაღება საოცარ მანქანაში ან ტანსაცმელში ვინმესთან ერთად, მაგრამ ეს იმიჯი შეცდომაში შეგიყვანთ. ეს ბავშვი ყველას პატივს სცემდა და უფრო მეტი შანსის მისაღებად შრომობდა, მაგრამ დამწუხრებული იყო, რომ ვერ იღებდა.

როცა მისტერ ვან გაალმა შეიძინა, კარგად ართმევდა თავს. ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ ეროვნული ნაკრებიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ახალგაზრდამ იასპარეზა, მთელი რიგი უნარები ჰქონდა.

ჰოლანდიაშიც კარგად თამაშობდა; გასაგებია, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატი ასეთივე არ არის, მაგრამ იქ კარგ რამეებს აჩვენებდა. ამ 18 თვეში წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. კლუბისთვის მნიშვნელოვანია ამ ნიჭის კონტროლქვეშ აყვანა და გვსურს, რომ "ლიონში" კარგად იასპარეზოს. რატომაც არ უნდა დაბრუნდეს, ის ხომ ყველას მოსწონს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2017 17:07
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
გააჩნია ლიონში როგორ ითამაშებს, გამოსყიდვის უფლება რო დაამატეს ეს უკვე კარგია winked
0
№2
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2017 17:35
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კაცო, თუ ასეა, შრომობს, ნიჭი აქვს, ტექნიკა აქვს და თავს არ ზოგავს, შანსი მაგიტომ არ მიეცი? უბრალოდ აქებ და ეგაა, მოუ, თორემ, არა მგონია, ეს თავს იკლავდეს რამისთვის.
3
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: reddevil12
20 იანვარი 2017 17:37
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
მოურინიოს სატრანსფერო პოლიტიკა მანჩესტერში არის იდეალური. ძალიან კარგია, რომ გამოსყიდვის უფლება გვექნება და ძალიან მიხარია, რომ დეპაის სათამაშო დრო ექნება, ეს ბიჭი აუცილებლად დაამტკიცებს, რომ შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს <3 არ ვუყურებ ხოლმე ლიონის თამაშებს, მაგრამ დეპაის პონტში ჩავუჯდები ხოლმე. არ ვიცი რატომ მომწონს საერთოდ ეს ბიჭი მანჩესტერში არ აეწყო კარგად საქმე, მაგრამ ერთი წუთითაც არ მქონია ეჭვი, რომ ამას ძალიან მაგარი მონაცემები აქვს, რასაც ლიონში დაამტკიცებს აუცილებლად. მიუხედავად წარუმატებელი მანჩესტერული კარიერისა და 7 ნომრის დაუმსახურებლად ტარებისა რთულია დაგავიწყდეს ამ ბიჭის ის საოცარი მომენტები, რომლებიც ჰქონდა არსენალთან ბრიუგესთან და იმ გუნდებთან ვის ფეხბურთელებსაც კანტუზია აკიდა თავისი ფინტებით. ძალიან მაგარი ბიჭია და არ იმსახურებს უპატივცემულობას!
3
№4
ავტორი: PLANeta
20 იანვარი 2017 18:01
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
Iნსტაგრამზე ვნახე ლიონის მაისური ეჭირა 9 ნომერი აიღო
0
№5
ავტორი: GeorgeBest
20 იანვარი 2017 18:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: reddevil12
მოურინიოს სატრანსფერო პოლიტიკა მანჩესტერში არის იდეალური

good2
0
№6
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2017 18:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
სანტერესო განცხადებაა და დასაფიქრებელიც...
0
№7
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2017 18:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
mgonia ro joze ubralod aqebs tore ragac ar mgonia eseti shromis moyvare iyos
0
№8
ავტორი: gache1991
20 იანვარი 2017 19:10
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
d zalian kargi..dusted vici gamoadgeba lions.imito ro holandia safrangeti Belgium doneze mshvenieri pexburtelia.epl d zaan adre iyo amistvis r ogorc pexburtelistvis da pirvelrigshi am is gonebistvis da xasiatistvis
0
№9
ავტორი: gaga1987
20 იანვარი 2017 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
იცის ჯოზემ რალაპარაკიც და სატრანსფერო სიტუაციებიც
0
№10
ავტორი: Phil Jones
20 იანვარი 2017 19:39
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
აი მოურინიოში ყველაზე დასაფასებელი და კარგი ისაა რომ რაც არ უნდა იყოს სულ იცავს თავის ფეხბურთელებს. ამაში დაჟე ფერგიუსონსაც ჯობია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top