თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 17:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2429,
კომენტარები: 13
მოურინიო: "დეპაი შრომისმოყვარე პროფესიონალია"
ჟოზე მოურინიო ჰოლანდიელ ვინგერზე საუბრობს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მემფის დეპაის იმიჯი პრესის წარმომადგენლებს სრულიად სხვაგვარად აქვთ აღქმული და სინამდვილეში მემფისი ნამდვილი პროფესიონალია.

ჰოლანდიელი ვინგერი მალე ოფიციალურად გახდება "ლიონის" ფეხბურთელი და ბუნებრივია, რომ "სტოკ სიტისთან" მატჩის წინა პრესკონფერენციაზე "იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს მის შესახებ შეკითხვა დაუსვეს.

"ფანტასტიკური პროფესიონალი იყო. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ვერ გაამართლა, რადგან პროფესიონალურად არ იქცეოდა, ნამდვილად ცდება. ერთია სურათის გადაღება საოცარ მანქანაში ან ტანსაცმელში ვინმესთან ერთად, მაგრამ ეს იმიჯი შეცდომაში შეგიყვანთ. ეს ბავშვი ყველას პატივს სცემდა და უფრო მეტი შანსის მისაღებად შრომობდა, მაგრამ დამწუხრებული იყო, რომ ვერ იღებდა.

როცა მისტერ ვან გაალმა შეიძინა, კარგად ართმევდა თავს. ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობდნენ ეროვნული ნაკრებიდან, მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ახალგაზრდამ იასპარეზა, მთელი რიგი უნარები ჰქონდა.

ჰოლანდიაშიც კარგად თამაშობდა; გასაგებია, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატი ასეთივე არ არის, მაგრამ იქ კარგ რამეებს აჩვენებდა. ამ 18 თვეში წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. კლუბისთვის მნიშვნელოვანია ამ ნიჭის კონტროლქვეშ აყვანა და გვსურს, რომ "ლიონში" კარგად იასპარეზოს. რატომაც არ უნდა დაბრუნდეს, ის ხომ ყველას მოსწონს".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: makaveli
20 იანვარი 2017 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: reddevil12
მოურინიოს სატრანსფერო პოლიტიკა მანჩესტერში არის იდეალური. ძალიან კარგია, რომ გამოსყიდვის უფლება გვექნება და ძალიან მიხარია, რომ დეპაის სათამაშო დრო ექნება, ეს ბიჭი აუცილებლად დაამტკიცებს, რომ შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს <3 არ ვუყურებ ხოლმე ლიონის თამაშებს, მაგრამ დეპაის პონტში ჩავუჯდები ხოლმე. არ ვიცი რატომ მომწონს საერთოდ ეს ბიჭი მანჩესტერში არ აეწყო კარგად საქმე, მაგრამ ერთი წუთითაც არ მქონია ეჭვი, რომ ამას ძალიან მაგარი მონაცემები აქვს, რასაც ლიონში დაამტკიცებს აუცილებლად. მიუხედავად წარუმატებელი მანჩესტერული კარიერისა და 7 ნომრის დაუმსახურებლად ტარებისა რთულია დაგავიწყდეს ამ ბიჭის ის საოცარი მომენტები, რომლებიც ჰქონდა არსენალთან ბრიუგესთან და იმ გუნდებთან ვის ფეხბურთელებსაც კანტუზია აკიდა თავისი ფინტებით. ძალიან მაგარი ბიჭია და არ იმსახურებს უპატივცემულობას!

დეპაი და ყოფილი წითელი რაფაელიც იქაა კაი იქნება ამის მერე ლიონის თამაშების ყურება
0
№12
ავტორი: MEMPHIS 7
20 იანვარი 2017 20:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
გული მწყდება ძალიან მიყვარს მაგრამ მიხარია რო დრო ექნება და იმედია 2 3 წელში დავიბრუნებთ
0
№13
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dabrunebis ufleba ro gvaq eg asworebs
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top