თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 18:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1944,
კომენტარები: 11
ვალენსია კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ
ანტონიო ვალენსია მოხარულია, რომ კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება.
ვალენსია კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ
ანტონიო ვალენსია აცხადებს, რომ ორჯერ არც კი დაფიქრებულა, მოეწერა თუ არა ხელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და იმედს გამოთქვამს, რომ კლუბთან ერთად ბევრი მიზნის მიღწევა სურს.

მიმდინარე კვირაში კლუბმა დაადასტურა, რომ ვალენსიას მოქმედი კონტრაქტის ვადა გახანგრძლივებულია და ეკვადორელი კლუბში მინიმუმ 2018 წლის ივნისამდე დარჩება.

"ნამდვილად ბედნიერი ვარ. ვგონებ, მესამე შემთხვევაა, რომ "იუნაიტედთან" კონტრაქტს ვახანგრძლივებ. თითოეულ შემთხვევაში ყველაფერი უცებ გადაწყდა და არავითარი პრობლემა არ შექმნილა.

ყოველთვის სასიამოვნოა განახლება, რადგან ეს კლუბი მიყვარს და ჩემი ოჯახიც ბედნიერია აქ ყოფნით. ასე რომ, როცა მთხოვეს კონტრაქტის გახანგრძლივება, ორჯერ არც კი დავფიქრებულვარ.

ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა მივაღწიო. ჩემპიონთა ლიგა მენატრება, პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე ტიტულის მოგება მინდა და სხვა ტიტულებიც, ასევე. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოგებების გაგრძელებას ვეცდები და ამის მისაღწევად მაქსიმალურად ვიშრომებ, რადგან ბედნიერი ვარ",
- განაცხადა "იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა.

ვალენსია მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა "იუნაიტედში" და 31 წლის ფეხბურელს მიაჩნია, რომ "წითლები" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პროგრესირებენ.

"ამჟამად კარგი სერია გვაქვს. ჯგუფში მაღალი თავდაჯერებულობაა და ვიზრდებით, როგორც გუნდი. ვფიქრობ, "ლივერპულის" წინააღმდეგ ცოტა არ გაგვიმართლა, რამეთუ მოგება შეგვეძლო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ვფიქრობ, ამჟამად სწორი გზით მივდივართ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: rene harrison_
20 იანვარი 2017 19:13
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 273
ვალე იუნაიტედში სამუდამოდ (ისედაც მაინც ჩაწერილია აქ ამდენ ხანია და ახლა ვინ იტყვის უარს. რამაგარ ფორმაშია).
0
№2
ავტორი: gaga1987
20 იანვარი 2017 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ცოტა ფანტაზია და უკლასნესი იქნება :)))))))))
0
№3
ავტორი: gache1991
20 იანვარი 2017 19:18
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
keriki runis mere y velaze didi xanies ari chventan..d zalian musha da mshromeli tipia,dazhe 7iani ro mivecit mashinac vtvlidi ro daimsaxura Mag nomris micema..dzalian kargi Sezoni qonda da e xlac mnishvnelovani fexburtelia
0
№4
ავტორი: Phil Jones
20 იანვარი 2017 19:28
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ხელფასი რამდენი ექნება? ამათ ხელფაებზე ვღადაობ მაგრად ))
0
№5
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2017 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11423
Magari gvyavs magariii vale ❤️
0
№6
ავტორი: Temo-Mu
20 იანვარი 2017 20:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ძალიან მაგარი კაცია და მშრომელი ამავდროულად
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2017 20:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
უსიტყვოდ იმსახურებდა ახალ კონტრაქტს
0
№8
ავტორი: Luka luka
20 იანვარი 2017 21:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
vale gijia magra miyvars love
0
№9
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2017 22:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
მაგარი ჯილა გვყავს ეს და რომ არა დიშოვი მწვრთვნელი ევრაც აქ იქნებოდა და პრობლემაც ნაკლები იქნებოდა
0
№10
ავტორი: ROONEY-RUNI
21 იანვარი 2017 00:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ისე ფერგის მოვანილი რომელი დარჩა ცუდი მე მაინც არ მახსენდება და ჯონსისაც არ იყოს ნამდვილი მანქანააა მაგრამ მევასება და კიდე დიდხანს დარჩება ასე მგონია და აქ დააამტავრებს კარიერას
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top