თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 18:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1951,
კომენტარები: 11
ვალენსია კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ
ანტონიო ვალენსია მოხარულია, რომ კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩება.
ვალენსია კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ
ანტონიო ვალენსია აცხადებს, რომ ორჯერ არც კი დაფიქრებულა, მოეწერა თუ არა ხელი "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და იმედს გამოთქვამს, რომ კლუბთან ერთად ბევრი მიზნის მიღწევა სურს.

მიმდინარე კვირაში კლუბმა დაადასტურა, რომ ვალენსიას მოქმედი კონტრაქტის ვადა გახანგრძლივებულია და ეკვადორელი კლუბში მინიმუმ 2018 წლის ივნისამდე დარჩება.

"ნამდვილად ბედნიერი ვარ. ვგონებ, მესამე შემთხვევაა, რომ "იუნაიტედთან" კონტრაქტს ვახანგრძლივებ. თითოეულ შემთხვევაში ყველაფერი უცებ გადაწყდა და არავითარი პრობლემა არ შექმნილა.

ყოველთვის სასიამოვნოა განახლება, რადგან ეს კლუბი მიყვარს და ჩემი ოჯახიც ბედნიერია აქ ყოფნით. ასე რომ, როცა მთხოვეს კონტრაქტის გახანგრძლივება, ორჯერ არც კი დავფიქრებულვარ.

ჯერ კიდევ ბევრ რამეს უნდა მივაღწიო. ჩემპიონთა ლიგა მენატრება, პრემიერ ლიგის კიდევ რამდენიმე ტიტულის მოგება მინდა და სხვა ტიტულებიც, ასევე. "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად მოგებების გაგრძელებას ვეცდები და ამის მისაღწევად მაქსიმალურად ვიშრომებ, რადგან ბედნიერი ვარ",
- განაცხადა "იუნაიტედის" მარჯვენა მცველმა.

ვალენსია მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა "იუნაიტედში" და 31 წლის ფეხბურელს მიაჩნია, რომ "წითლები" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით პროგრესირებენ.

"ამჟამად კარგი სერია გვაქვს. ჯგუფში მაღალი თავდაჯერებულობაა და ვიზრდებით, როგორც გუნდი. ვფიქრობ, "ლივერპულის" წინააღმდეგ ცოტა არ გაგვიმართლა, რამეთუ მოგება შეგვეძლო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ვფიქრობ, ამჟამად სწორი გზით მივდივართ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
21 იანვარი 2017 00:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Manqana martlac rom manqana :-))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top