თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2359,
კომენტარები: 13
რომერო "ბოკა ხუნიორსის" სატრანსფერო სამიზნეა
"იუნაიტედის" სათადარიგო მეკარეს მშობლიური ქვეყნის კლუბი იწვევს.
რომერო
"ბოკა ხუნიორსი" ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის, სერხიო რომეროს შეძენას ეცდება.

29 წლის არგენტინელი "ოლდ ტრაფორდზე" დავიდ დე ხეას ჩრდილში ექცევა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

გამომდინარე იქიდან, რომ სემ ჯონსტონი სეზონის ბოლომდე "ასტონ ვილაში" იასპარეზებს იჯარის წესით, რომეროს ტრანსფერი ზამთარში არ განხორციელდება, რადგან ჟოზე მოურინიოს გუნდში ის ერთადერთი გამოცდილი სათადარიგო მეკარეა.

რომერომ თავისი კარიერა არგენტინულ კლუბ "რასინგში" დაიწყო, რის შემდეგაც 2007 წელს "აზ ალკმაარში" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა.

ამის შემდეგ მის კარიერაში იყო წარმატებული თამაში "სამპდორიასა" და "მონაკოში", "ოლდ ტრაფორდზე" მიცემულმა არასაკმარისმა სათამაშო პრაქტიკამ კი არგენტინის ნაკრებში მისი პოზიციები შეიძლება შეარყიოს.

ამიტომ, "ბოკას" იმედი აქვს, რომ რომეროს არგენტინაში დააბრუნებს და მას გუნდში ნომერ პირველი მეკარის პერსპექტივით მოხიბლავს.

წყარო: skysports
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
20 იანვარი 2017 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არსად არუნდა გაუშვან ძალიან კარგი მეკარეა და იდეალურიც კი ზამენისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2017 13:09
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მშვენიერი სათადარიგო მეკარეა, მაგრამ თვითონ რამდენად სურს სულ ამ ამპლუაში ყოფნა ესაა საქმე
0
№3
ავტორი: ROONEY-RUNI
20 იანვარი 2017 13:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
არამგონია მოუმ გაუშვას მშვენიერი სათადარიგო მეკარეა და უნდა დავიტოვოთ
0
№4
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2017 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Aravin ar gaushvebs
0
№5
ავტორი: Phil Jones
20 იანვარი 2017 13:58
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მაგრად გატეხავს! ამაზე უკეთესი მეკარე ზამენაზე არ მეგულება.
0
№6
ავტორი: tyeshela1
20 იანვარი 2017 14:05
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ასე თ ისე მაღალი დონის მეკარედ ითვლება და სკამზე ჯდომით იფუჭებს კარიერას. თუ რასაკვირველიანარ აწუხებს სკამზე ჯდომა. ხალგაზრდებსაც მიეცემათ პატარ პატარა შანსები თან.

ისე ფბ კომენტარი რა საჭიროა საიტზე.
0
№7
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2017 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ზამენისთვის იდეალური, იყავი აქ არგენტინის ნაკრებში მაინც თამაშბ ასე რომ სანერვიულო არაფერია wink
0
№8
ავტორი: gache1991
20 იანვარი 2017 14:48
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
Assad wamsvleli ar ari as..karierashi sauketeso gundshua sauketeso x elfasit da ase shemdeg..amaze uketesi mekarea begovichi Mar a wynarad igebs tavistvis gankutvnil 100 atass kvirashi:)))chvenc ratqmaunda mahvidad vart roca amas uwevs tamashi cudi shecdoma as daushvia
0
№9
ავტორი: GeorgeBest
20 იანვარი 2017 16:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქაც მშვენივრად არის, არამგონია რამეზე პრეტენზია ჰქონდეს
0
№10
ავტორი: Old Red Devil
20 იანვარი 2017 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
სანამ დე ხეა გადმოვიდოდა იუნაიტედში რომერო მაგრად მომზონდა ჯერ კიდევ ალკმარის დროს.წლების მერე კი მოვიდა მარა ჰა აზრი?! დე ხეა რამის დამთბობია? ნუ თუ ეხლა მამენტ დევიდი რეალმა წაიყვანა რომერო უნდა იყოს რადგან სხვა არც არავინ მეგულება წესიერი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top