თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2365,
კომენტარები: 13
რომერო "ბოკა ხუნიორსის" სატრანსფერო სამიზნეა
"იუნაიტედის" სათადარიგო მეკარეს მშობლიური ქვეყნის კლუბი იწვევს.
რომერო
"ბოკა ხუნიორსი" ზაფხულში "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარის, სერხიო რომეროს შეძენას ეცდება.

29 წლის არგენტინელი "ოლდ ტრაფორდზე" დავიდ დე ხეას ჩრდილში ექცევა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

გამომდინარე იქიდან, რომ სემ ჯონსტონი სეზონის ბოლომდე "ასტონ ვილაში" იასპარეზებს იჯარის წესით, რომეროს ტრანსფერი ზამთარში არ განხორციელდება, რადგან ჟოზე მოურინიოს გუნდში ის ერთადერთი გამოცდილი სათადარიგო მეკარეა.

რომერომ თავისი კარიერა არგენტინულ კლუბ "რასინგში" დაიწყო, რის შემდეგაც 2007 წელს "აზ ალკმაარში" ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა.

ამის შემდეგ მის კარიერაში იყო წარმატებული თამაში "სამპდორიასა" და "მონაკოში", "ოლდ ტრაფორდზე" მიცემულმა არასაკმარისმა სათამაშო პრაქტიკამ კი არგენტინის ნაკრებში მისი პოზიციები შეიძლება შეარყიოს.

ამიტომ, "ბოკას" იმედი აქვს, რომ რომეროს არგენტინაში დააბრუნებს და მას გუნდში ნომერ პირველი მეკარის პერსპექტივით მოხიბლავს.

წყარო: skysports
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: dzia_David
20 იანვარი 2017 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
bigboss2 ბოკა ხუნიორსში პირველობას აქ რო დარჩეს აქ ტკბილ ხელფასზე და სკამზეე კიდე რამდენიმე წელი ცუდი არ იქნება ჩვენთვის ...
0
№12
ავტორი: gaga1987
20 იანვარი 2017 17:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მაინც ძირითადის მეკარეა და იყოს ჩვენთან :)))))))) იმედია თვითონაც ამაზრზეააა wink wink
0
№13
ავტორი: stepno
20 იანვარი 2017 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
კაიი მეკარეაა ეს არსად არ არის გასაშვებიი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top