თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2151,
კომენტარები: 17
კურტუა: "ყოველთვის ვან დერ სარს ვბაძავდი"
"ჩელსის" მეკარე "იუნაიტედის" ყოფილი მეკარის გულშემატკივარია.
კურტუა:
ლონდონის "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუა აცხადებს, რომ ბავშვობაში ედვინ ვან დერ სარის სტილის შესწავლას ცდილობდა და ამისთვის იგი სხვადასხვა საშუალებებს იყენებდა.

ჰოლანდიელსა და ბელგიელს არასდროს ჩაუტარებიათ მატჩი ერთმანეთის წინააღმდეგ, თუმცა "მფრინავი ჰოლანდიელის" ასპარეზობის შესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

ვან დერ სარმა თავისი პროფესიონალური კარიერა "აიაქსში" დაიწყო, სადაც 9 წელი გაატარა და ჩატარებულ 226 მატჩში ერთი გოლის გატანაც მოახერხა. მისი მომდევნო კლუბი ტურინის "იუვენტუსი" იყო, რომლის დატოვების შემდეგაც ინგლისს მიაშურა, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედამდე", სადაც 2005 წლიდან 2011 წლამდე 6 სეზონი გაატარა, "ფულჰემის" რიგებში ირიცხებოდა.

ვან დერ სარს თავის კარიერაში 25 ტიტული აქვს მოგებული და ვიტორ ბაიას შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი მეკარეა. მის სახელს ეკუთვნის მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი "მშრალი" სერია, რომელიც 2008/09 წლების სეზონში აჩვენა - 1311 წუთის განმავლობაში მას გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ჰოლანდიის ნაკრებში ედვინს 130 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც რეკორდული შედეგია. ასევე, ვან დერ სარი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგა მოიგო - 40 წელი და 205 დღე. ბუნებრივია, გუნდური ჯილდოების გარდა ჰოლანდიელს ინდივიდუალური მიღწევებიც აქვს - საუკეთესო ევროპელი მეკარე 1995 და 2009 წლებში, UEFA-ს წლის საუკეთესო საკლუბო მეკარე 2009 წელს.

"ყველაზე მეტად ვისაც ვბაძავ, ედვინ ვან დერ სარია. როცა მეკარეობა გადავწყვიტე, მისი სტილის შესწავლა დავიწყე, რაც ნამდვილად გჭირდება, როგორც მეკარეს, ამისათვის კი სატელევიზიო კადრებს და youtube-ზე მოპოვებულ ვიდეოებსაც ვიყენებდი," - განაცხადა კურტუამ.

წყარო: premierleague.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
20 იანვარი 2017 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ჩემთვის N1 მეკარეა და ასე იქნება ყოველთვის love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2017 13:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მფრინავი ჰოლანდიელი wink
0
№3
ავტორი: GeorgeBest
20 იანვარი 2017 13:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გემოვნება აქვს ბიჭს winked
0
№4
ავტორი: ROONEY-RUNI
20 იანვარი 2017 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მიბაზვააა სულს სხვააა მაგრამ იმის დონემდე მისი ცხოვრება ვერ მივა ჩემთვის ნომერ პირველი მეკარე იყო და არის ეხლაც ედვინ ვან დერ სარია
0
№5
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2017 13:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Vandera magari gvyavda ❤️
0
№6
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2017 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვან დერ უდიდესი love
0
№7
ავტორი: Phil Jones
20 იანვარი 2017 14:06
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ერთი შესწორება: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი და მეკარე რომელმაც პრეიერლიგა მოიგო არის შვარცერი, შარშან ლესტერის ზამენაზე იჯდა და 44 წლის იყო 1972 წელს არის დაბადებული. თუ არ ვცდები ითამაშა კიდევაც 1-2 თამაში.
1
№8
ავტორი: giorgi_mg
20 იანვარი 2017 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ისე ფიზიკურად კი გავს პროსტა ქერა არაა :))) პოტენციალი აქვს ამ ბიჭს რო მივიდეს მაგ დონეზე მარა მაგდენ წარმატებას ვერ მიაღწევს რადგან მანჩესტერშ არ თამაშობს wink
0
№9
ავტორი: gache1991
20 იანვარი 2017 14:52
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
DZAAn m agari iyo edvina Mar a cota adre ro mosuliyo chventan uketesi iqneboda..m AINC shmeixeli pirveli mgonia..kurtua kide atletikoshi upro kai iyo mgoni
0
№10
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2017 15:55
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones
ერთი შესწორება: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი და მეკარე რომელმაც პრეიერლიგა მოიგო არის შვარცერი, შარშან ლესტერის ზამენაზე იჯდა და 44 წლის იყო 1972 წელს არის დაბადებული. თუ არ ვცდები ითამაშა კიდევაც 1-2 თამაში.

იმ დროს გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, მაგრამ არისო არ წერია. ანუ ოდესღაც იყო რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top