თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2159,
კომენტარები: 17
კურტუა: "ყოველთვის ვან დერ სარს ვბაძავდი"
"ჩელსის" მეკარე "იუნაიტედის" ყოფილი მეკარის გულშემატკივარია.
კურტუა:
ლონდონის "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუა აცხადებს, რომ ბავშვობაში ედვინ ვან დერ სარის სტილის შესწავლას ცდილობდა და ამისთვის იგი სხვადასხვა საშუალებებს იყენებდა.

ჰოლანდიელსა და ბელგიელს არასდროს ჩაუტარებიათ მატჩი ერთმანეთის წინააღმდეგ, თუმცა "მფრინავი ჰოლანდიელის" ასპარეზობის შესახებ ყველასთვის კარგად არის ცნობილი.

ვან დერ სარმა თავისი პროფესიონალური კარიერა "აიაქსში" დაიწყო, სადაც 9 წელი გაატარა და ჩატარებულ 226 მატჩში ერთი გოლის გატანაც მოახერხა. მისი მომდევნო კლუბი ტურინის "იუვენტუსი" იყო, რომლის დატოვების შემდეგაც ინგლისს მიაშურა, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედამდე", სადაც 2005 წლიდან 2011 წლამდე 6 სეზონი გაატარა, "ფულჰემის" რიგებში ირიცხებოდა.

ვან დერ სარს თავის კარიერაში 25 ტიტული აქვს მოგებული და ვიტორ ბაიას შემდეგ ყველაზე ტიტულოვანი მეკარეა. მის სახელს ეკუთვნის მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი "მშრალი" სერია, რომელიც 2008/09 წლების სეზონში აჩვენა - 1311 წუთის განმავლობაში მას გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ჰოლანდიის ნაკრებში ედვინს 130 მატჩი აქვს ჩატარებული, რაც რეკორდული შედეგია. ასევე, ვან დერ სარი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერ ლიგა მოიგო - 40 წელი და 205 დღე. ბუნებრივია, გუნდური ჯილდოების გარდა ჰოლანდიელს ინდივიდუალური მიღწევებიც აქვს - საუკეთესო ევროპელი მეკარე 1995 და 2009 წლებში, UEFA-ს წლის საუკეთესო საკლუბო მეკარე 2009 წელს.

"ყველაზე მეტად ვისაც ვბაძავ, ედვინ ვან დერ სარია. როცა მეკარეობა გადავწყვიტე, მისი სტილის შესწავლა დავიწყე, რაც ნამდვილად გჭირდება, როგორც მეკარეს, ამისათვის კი სატელევიზიო კადრებს და youtube-ზე მოპოვებულ ვიდეოებსაც ვიყენებდი," - განაცხადა კურტუამ.

წყარო: premierleague.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Phil Jones
20 იანვარი 2017 16:29
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Phil Jones
ერთი შესწორება: ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი და მეკარე რომელმაც პრეიერლიგა მოიგო არის შვარცერი, შარშან ლესტერის ზამენაზე იჯდა და 44 წლის იყო 1972 წელს არის დაბადებული. თუ არ ვცდები ითამაშა კიდევაც 1-2 თამაში.

იმ დროს გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, მაგრამ არისო არ წერია. ანუ ოდესღაც იყო რა

ხო მივხვდი ეგ რომ იგულისხმება, პრინციპში ცოტა უსამართლობაცაა შვარცერი რომაა ეხლა, მასე მეც შემეძლო ალბათ სკამიდან ჩემპიონობა. პრინციპში ერთ-ერთ სპორტის სახეობაში ვარ კიდეც საქართველოს ჩემპიონი შვარცერისნაირად ))
0
№12
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2017 16:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones
ხო მივხვდი ეგ რომ იგულისხმება, პრინციპში ცოტა უსამართლობაცაა შვარცერი რომაა ეხლა, მასე მეც შემეძლო ალბათ სკამიდან ჩემპიონობა. პრინციპში ერთ-ერთ სპორტის სახეობაში ვარ კიდეც საქართველოს ჩემპიონი შვარცერისნაირად ))

შესაბამისად, გუნდური სპორტია, ალბათ, არა? კალათბრუთელი ხარ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: gaga1987
20 იანვარი 2017 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
derpthumb
0
№14
ავტორი: Phil Jones
20 იანვარი 2017 18:13
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Phil Jones
ხო მივხვდი ეგ რომ იგულისხმება, პრინციპში ცოტა უსამართლობაცაა შვარცერი რომაა ეხლა, მასე მეც შემეძლო ალბათ სკამიდან ჩემპიონობა. პრინციპში ერთ-ერთ სპორტის სახეობაში ვარ კიდეც საქართველოს ჩემპიონი შვარცერისნაირად ))

შესაბამისად, გუნდური სპორტია, ალბათ, არა? კალათბრუთელი ხარ?

არა, ინდივიდუალური :)) ჭადრაკი, ოღონდ საკლუბო იყო (გუნდური 5 კაციანი) და ჩემმა კლუბმა 5 უკრაინელი ჩამოყვანა და მე სათადარიგოდ ჩამწერეს )))) მაგ უკრაინელებმა კი ყველა მოიგეს და ჩემი გუნდი გახდა ჩემპიონი ))
0
№15
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2017 18:59
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Phil Jones
რა, ინდივიდუალური :)) ჭადრაკი, ოღონდ საკლუბო იყო (გუნდური 5 კაციანი) და ჩემმა კლუბმა 5 უკრაინელი ჩამოყვანა და მე სათადარიგოდ ჩამწერეს )))) მაგ უკრაინელებმა კი ყველა მოიგეს და ჩემი გუნდი გახდა ჩემპიონი ))

მაინც გილოცავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: stepno
20 იანვარი 2017 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
love love love
0
№17
ავტორი: Phil Jones
20 იანვარი 2017 19:26
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: Phil Jones
რა, ინდივიდუალური :)) ჭადრაკი, ოღონდ საკლუბო იყო (გუნდური 5 კაციანი) და ჩემმა კლუბმა 5 უკრაინელი ჩამოყვანა და მე სათადარიგოდ ჩამწერეს )))) მაგ უკრაინელებმა კი ყველა მოიგეს და ჩემი გუნდი გახდა ჩემპიონი ))

მაინც გილოცავ

მადლობა, მაგრამ შვარცერის თემაა ეგ უფრო ))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top