თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2657,
კომენტარები: 15
"ლიონის" პრეზიდენტი: "კონტრაქტი ჯერ არ შეგვითანხმებია"
დეპაის კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია.
"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი აცხადებს, რომ მემფის დეპაი მისი კლუბის ფეხბურთელი უახლოეს 48 საათში გახდება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ლიონმა" ჰოლანდიელი ვინგერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და 21.7 მლნ. ფუნტის გადახდის შემდეგ მემფისი ფრანგების ფეხბურთელი გახდება, თუმცა "წითლებს" გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

დეპაიმ "ოლდ ტრაფორდზე" მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში.

"ჩვენ ფსონი დავდეთ იმ ფეხბურთელზე, რომელსაც თავისი უზადო ნიჭის ჩვენება სურს. მის მიმართ ბევრი გუნდი იჩენდა ინტერესს, როცა ეინდჰოვენში იმყოფებოდა, სადაც ორი ფანტასტიკური სეზონი გაატარა.

როცა მის განვითარებას უყურებ, შთაბეჭილება გიჩნდება, რომ თავისი ნიჭის გამოვლენა ნამდვილად სურს. ამიტომ, იმედი გვაქვს, როგორც იმედი გვქონდა ალექს მორგანისა, როცა ის ქალთა გუნდში მოგვყავდა და არც იმედგაცრუებულები არ დავრჩენილვართ",
- აცხადებს "ლიონის" პრეზიდენტი.

დეპაი ლიონში უკვე ჩავიდა და მალე გააფორმებს კონტრაქტს თავის ახალ კლუბთან, თუმცა ოლასი ირწმუნება, რომ ჯერ ყველაფერი არ არის მოგვარებული.

"ოცნება იყო, რადგან ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, როგორსაც ვეძებდით. გარდა ამისა, მას გარკვეული უნარები აქვს.

მოურინიო ბევრ სათამაშო დროს ვერ აძლევდა, ასე რომ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების დაწყების საშუალება მოგვეცა.

ამჟამად სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, რისი მიზეზიც ბონუსებია.

დიდი ოპერაციაა, რადგან დაახლოებით 16.5 მლნ. ევროს შეადგენს, დამატებით რვა მილიონი ბონუსის სახით. ეს თანხა დიდი ინვესტიციაა.

ჯერ კიდევ პროცესში ვართ, მაგრამ, ვფიქრობ, მომდევნო 48 საათში ყველაფერი გადაწყდება."


საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ლიონი" "მარსელს" მასპინძლობს, რომელიც სატურნირო ცხრილში ორი ადგილით დაბალ პოზიციას იკავებს, ვიდრე "ლიონი"

როცა ოლასს ჰკითხეს, დეპაი ითამაშებდა თუ არა, უპასუხა: "ვფიქრობ, ჯერ ადრეა, რადგან დოკუმენტების შედგენა ჯერ არ დასრულებულა.

24 საათში რომ მოვასწროთ, შეიძლება ითამაშოს. მეტი თუ დაგვიჭირდება, კვირას ვერ ვათამაშებთ."


წყარო: skysports
ახალი ამბები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 იანვარი 2017 11:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Gadasulia raa
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 იანვარი 2017 11:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ახლა იკვე შეთანხმებული იქნება, ოფიციალურად დადასტურდა
0
№3
ავტორი: RojoDiablo
20 იანვარი 2017 11:34
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: SANDROGRIGA
ახლა იკვე შეთანხმებული იქნება, ოფიციალურად დადასტურდა

არ დადასტურებულა ჯერ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gio-skipera
20 იანვარი 2017 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
გამარჯობათ ბიჟებო ახალი ვარ იმედია მიმიგებთ
0
№5
ავტორი: DRJBECKHAM
20 იანვარი 2017 11:46
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ციტატა: gio-skipera
გამარჯობათ ბიჟებო ახალი ვარ იმედია მიმიგებთ

გამარჯობა, სუ მაინტერესებდა რას ნიშნავს იმედია მიმიღებთ, ბევრისგან გამიგია და დღემდე ვერ ვამუღამებ , რ გითხრათ არა ძმაო ვერ მიგიღებთო აღარ შემოხვალ? ;)))
1
№6
ავტორი: gio-skipera
20 იანვარი 2017 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: DRJBECKHAM
ციტატა: gio-skipera
გამარჯობათ ბიჟებო ახალი ვარ იმედია მიმიგებთ

გამარჯობა, სუ მაინტერესებდა რას ნიშნავს იმედია მიმიღებთ, ბევრისგან გამიგია და დღემდე ვერ ვამუღამებ , რ გითხრათ არა ძმაო ვერ მიგიღებთო აღარ შემოხვალ? ;)))

რავი ძმა მე მაინც გკითხეთ :D
0
№7
ავტორი: GeorgeBest
20 იანვარი 2017 11:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: DRJBECKHAM
ციტატა: gio-skipera
გამარჯობათ ბიჟებო ახალი ვარ იმედია მიმიგებთ

გამარჯობა, სუ მაინტერესებდა რას ნიშნავს იმედია მიმიღებთ, ბევრისგან გამიგია და დღემდე ვერ ვამუღამებ , რ გითხრათ არა ძმაო ვერ მიგიღებთო აღარ შემოხვალ? ;)))

ერთხელ დავუწეროთ winked ალბათ დიდი სექტის შთაბეჭდილებას ვტოვებთ (მამენტ ვართ კიდეც ზოგჯერ) და მაგას გულისხმობენ

მოდით მოდით ხალხო
1
№8
ავტორი: JuanMata
20 იანვარი 2017 12:12
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მარტო ნიჭი და შესაძლებლობა, რომ წყვეტდეს ყველაფერს აშენებული ვიქნებოდით. ვერ ვატყობ მე ამ ფეხბურთელს, რომ შრომის და განვითარების სურვილი აქვს, არც რამის შეცვლა უნდა, ბოლოს უკვე ძაან პროგნოზირებადი იყო, მარტობმოტყუებაზე თამაშობდა და ადვილად აუღეს ალღო, ხანდახან თუნდაც მესი იყო მარტივად თამაში უფრო მომგებიანია გუნდისთვის.

ტექნიკა კარგია და მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ ეს გუნდისთვის უნდა კეთდებოდეს და არა საკუთარი თავისთვის.

იქნებ ახალ კლუბში მაინც მოინდომოს, გული მწყდება, როცა ასეთი შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთ ადგილას ჩერდებიან და განვითარების პერსპექტივა აღარ ჩანს.
0
№9
ავტორი: MEMPHIS 7
20 იანვარი 2017 12:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მემფის ისეთი კლუბი ჭირდება რომელსაც მოერევა და ლიდერი გახდება და თან სრული თავისუფლება ჭირდება მოედანზე მე ასე მგონია
0
№10
ავტორი: kantona-7
20 იანვარი 2017 13:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ლიონში მაგრად ათამაშდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top