თბილისი:
მანჩესტერი:
20-01-2017, 11:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2661,
კომენტარები: 15
"ლიონის" პრეზიდენტი: "კონტრაქტი ჯერ არ შეგვითანხმებია"
დეპაის კონტრაქტი ჯერ კიდევ არ გაუფორმებია.
"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლასი აცხადებს, რომ მემფის დეპაი მისი კლუბის ფეხბურთელი უახლოეს 48 საათში გახდება.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ლიონმა" ჰოლანდიელი ვინგერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს და 21.7 მლნ. ფუნტის გადახდის შემდეგ მემფისი ფრანგების ფეხბურთელი გახდება, თუმცა "წითლებს" გამოსყიდვის უფლება ექნებათ.

დეპაიმ "ოლდ ტრაფორდზე" მოლოდინის გამართლება ვერ შეძლო და მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა სასტარტო შემადგენლობაში.

"ჩვენ ფსონი დავდეთ იმ ფეხბურთელზე, რომელსაც თავისი უზადო ნიჭის ჩვენება სურს. მის მიმართ ბევრი გუნდი იჩენდა ინტერესს, როცა ეინდჰოვენში იმყოფებოდა, სადაც ორი ფანტასტიკური სეზონი გაატარა.

როცა მის განვითარებას უყურებ, შთაბეჭილება გიჩნდება, რომ თავისი ნიჭის გამოვლენა ნამდვილად სურს. ამიტომ, იმედი გვაქვს, როგორც იმედი გვქონდა ალექს მორგანისა, როცა ის ქალთა გუნდში მოგვყავდა და არც იმედგაცრუებულები არ დავრჩენილვართ",
- აცხადებს "ლიონის" პრეზიდენტი.

დეპაი ლიონში უკვე ჩავიდა და მალე გააფორმებს კონტრაქტს თავის ახალ კლუბთან, თუმცა ოლასი ირწმუნება, რომ ჯერ ყველაფერი არ არის მოგვარებული.

"ოცნება იყო, რადგან ზუსტად ისეთი ფეხბურთელია, როგორსაც ვეძებდით. გარდა ამისა, მას გარკვეული უნარები აქვს.

მოურინიო ბევრ სათამაშო დროს ვერ აძლევდა, ასე რომ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების დაწყების საშუალება მოგვეცა.

ამჟამად სიტყვიერი შეთანხმება გვაქვს, მაგრამ კონტრაქტი ჯერ არ გაგვიფორმებია, რისი მიზეზიც ბონუსებია.

დიდი ოპერაციაა, რადგან დაახლოებით 16.5 მლნ. ევროს შეადგენს, დამატებით რვა მილიონი ბონუსის სახით. ეს თანხა დიდი ინვესტიციაა.

ჯერ კიდევ პროცესში ვართ, მაგრამ, ვფიქრობ, მომდევნო 48 საათში ყველაფერი გადაწყდება."


საფრანგეთის ჩემპიონატის მომდევნო ტურში "ლიონი" "მარსელს" მასპინძლობს, რომელიც სატურნირო ცხრილში ორი ადგილით დაბალ პოზიციას იკავებს, ვიდრე "ლიონი"

როცა ოლასს ჰკითხეს, დეპაი ითამაშებდა თუ არა, უპასუხა: "ვფიქრობ, ჯერ ადრეა, რადგან დოკუმენტების შედგენა ჯერ არ დასრულებულა.

24 საათში რომ მოვასწროთ, შეიძლება ითამაშოს. მეტი თუ დაგვიჭირდება, კვირას ვერ ვათამაშებთ."


წყარო: skysports
ახალი ამბები, ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: ROONEY-RUNI
20 იანვარი 2017 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ციტატა: George Best
ციტატა: DRJBECKHAM
ციტატა: gio-skipera
გამარჯობათ ბიჟებო ახალი ვარ იმედია მიმიგებთ

გამარჯობა, სუ მაინტერესებდა რას ნიშნავს იმედია მიმიღებთ, ბევრისგან გამიგია და დღემდე ვერ ვამუღამებ , რ გითხრათ არა ძმაო ვერ მიგიღებთო აღარ შემოხვალ? ;)))

ერთხელ დავუწეროთ winked ალბათ დიდი სექტის შთაბეჭდილებას ვტოვებთ (მამენტ ვართ კიდეც ზოგჯერ) და მაგას გულისხმობენ

მოდით მოდით ხალხო



მოდით ოღონდ ნაღდი მანიუს ფანები იყო ბევრი იყო შემოპარული ესე :D
0
№12
ავტორი: tyeshela1
20 იანვარი 2017 14:02
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
ციტატა: gio-skipera
გამარჯობათ ბიჟებო ახალი ვარ იმედია მიმიგებთ

მიღებული ხარ
0
№13
ავტორი: R2D2
20 იანვარი 2017 14:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
სალამი ყველას
0
№14
ავტორი: gaga1987
20 იანვარი 2017 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
აღარ მაქვს მეამის იმედი ჩვენთან დაბრუნების და იმედი წარატებებს მიაღწევს.
0
№15
ავტორი: stepno
20 იანვარი 2017 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
რავიი აქ სიარულის მეტს არაფერს არ აკეთებდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top