თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2017, 17:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2716,
კომენტარები: 17
ბაიი: "მინდა, მთელი ცხოვრება მანჩესტერში გავატარო"
ერიკ ბაიი თავისი კარიერის "იუნაიტედში" დასრულებას გეგმავს.
ბაიი:
მართალია, ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედში" მხოლოდ ნახევარი სეზონია იმყოფება, მაგრამ "ვილიარეალიდან" შეძენილმა ფეხბურთელმა სურვილი უკვე გამოთქვა, რომ მთელი თავისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გაატაროს.

ბაიი ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი გახდა "იუნაიტედში" და "წითლების" რიგებში გატარებულ სადებიუტო სეზონში წარმატებით ასპარეზობასაც ახერხებს, რისი დასტურიც აგვისტოში მის მიერ მოგებული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოა.

22 წლის მცველი ამჟამად გაბონში აფრიკის ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც თავის ქვეყნის ნაკრებს, კოტ დ'ივუარს ეხმარება. თავისი პირველი მატჩი მან უკვე ჩაატარა ტოგოს ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 0-0 დასრულდა და ახლა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ პარასკევს გასამართი მატჩისთვის ემზადება.

"იმედი მაქვს, მანჩესტერში მთელ ჩემს სიცოცხლეს გავატარებ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დიდი კლუბია. "იუნაიტედში" თამაში ჩემთვის პატივია და იმედი მაქვს, ჩემი ღვაწლით კლუბის უდიდესი მოთამაშე გავხდები.

პირველი გუნდის ფეხბურთელის სტატუსის შენარჩუნება რთულია, მაგრამ ყოველი მიღებული წამით ვკტბები, რადგან არაჩვეულებრივ კლუბში ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვერც კი ვიოცნებებდი უკეთეს რამეზე, ვიდრე "იუნაიტედში" თამაშია. იმედი მაქვს, აქ გატარებული ყოველი დღით დავტკბები".


ბაიიმ ასევე ისაუბრა მოურინიოს ხელმძღვანელობით "იუნაიტედის" მზარდი პოტენციალის შესახებ. გუნდს ამჟამად 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და შაბათს "სტოკ სიტისთან" მატჩისთვის ემზადება.

"ბევრი ახალი ფეხბურთელი გგვყავს და მწვრთნელიც ახალია. ჯერ კიდევ ხდება გუნდის შერწყმა და კარგი ატმოსფეროს შექმნა, შედეგებიც გვაქვს. ვიცით, რომ მოურინიოს მსგავსი მწვრთნელით ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ, ამიტომაც მჯერა, რომ ეს გუნდი შორს წავა. მოთამაშეები ერთმანეთს მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც კარგად უგებენ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
19 იანვარი 2017 17:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Es dzaan magari viyidet ❤️
0
№2
ავტორი: The Special One
19 იანვარი 2017 17:35
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
დაცვის ხაზში ძალიან დიდი კონკურენცია,ჯონსი როხოს დაშორება საცოდაობა იქნება,კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს.აი სმოლინგი მე არც ადრე არ მომწონდა და არც ეხლა არ მინდა რომ ძირითადში იყოს,სუფთა საქონელია აი ძროხა ძლივს რო დადის,მოუქნელი + ბაიი შეტევაშიც კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№3
ავტორი: Manstark_United
19 იანვარი 2017 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
როხო ბაილი და ჯონსი. სმოლინგი წელს დიდად არ მომწონს. მაგრამ ოთხივეს როტაცია შეიძლება. ჩემი აზრით საუკეთესო დუეტს შექმნის ბაილი ჯონსი. და როგორც ვიცით როხოს მარცხენა მცველადაც შეუძლია თამაში და იქ ამ წუთას უკეთესი არც არავინ გვყავს.
0
№4
ავტორი: mogeba
19 იანვარი 2017 17:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
baili magari xar chemo feradkaniano zmao
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
19 იანვარი 2017 18:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: mogeba
baili magari xar chemo feradkaniano zmao

:d ფერადკანიანი ძმა ძალიან მაგარი ბიჭია და მგონია ჯონსი ბაიი მაგარი იქნება
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
19 იანვარი 2017 18:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
გამორჩეული ტრანსფერია მართლა
0
№7
ავტორი: gaga1987
19 იანვარი 2017 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
male dabrundeba da imedia tramvebi arsheacuxebs.
0
№8
ავტორი: PaLoMo
19 იანვარი 2017 18:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4133
კაი კაი აბა თუ მოუმატებ მართლაც დარჩები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№9
ავტორი: ROONEY-RUNI
19 იანვარი 2017 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
ბაიე ჯონსი დუეტი უკეთესი იქნება ფალგებზე ეხლა შოუც მალე დაგვიბრუნდება და ვალენსია როგორც ყოველთვის კარგია მის პოზიციაზე
0
№10
ავტორი: H1sT0R1
19 იანვარი 2017 18:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
ვერც კი ვიოცნებებდი უკეთეს რამეზე, ვიდრე "იუნაიტედში" თამაშია. იმედი მაქვს, აქ გატარებული ყოველი დღით დავტკბები".
^_^
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top