თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2017, 17:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2717,
კომენტარები: 17
ბაიი: "მინდა, მთელი ცხოვრება მანჩესტერში გავატარო"
ერიკ ბაიი თავისი კარიერის "იუნაიტედში" დასრულებას გეგმავს.
ბაიი:
მართალია, ერიკ ბაიი "მანჩესტერ იუნაიტედში" მხოლოდ ნახევარი სეზონია იმყოფება, მაგრამ "ვილიარეალიდან" შეძენილმა ფეხბურთელმა სურვილი უკვე გამოთქვა, რომ მთელი თავისი კარიერა "ოლდ ტრაფორდზე" გაატაროს.

ბაიი ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი გახდა "იუნაიტედში" და "წითლების" რიგებში გატარებულ სადებიუტო სეზონში წარმატებით ასპარეზობასაც ახერხებს, რისი დასტურიც აგვისტოში მის მიერ მოგებული თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოა.

22 წლის მცველი ამჟამად გაბონში აფრიკის ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც თავის ქვეყნის ნაკრებს, კოტ დ'ივუარს ეხმარება. თავისი პირველი მატჩი მან უკვე ჩაატარა ტოგოს ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 0-0 დასრულდა და ახლა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ პარასკევს გასამართი მატჩისთვის ემზადება.

"იმედი მაქვს, მანჩესტერში მთელ ჩემს სიცოცხლეს გავატარებ. აქ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან დიდი კლუბია. "იუნაიტედში" თამაში ჩემთვის პატივია და იმედი მაქვს, ჩემი ღვაწლით კლუბის უდიდესი მოთამაშე გავხდები.

პირველი გუნდის ფეხბურთელის სტატუსის შენარჩუნება რთულია, მაგრამ ყოველი მიღებული წამით ვკტბები, რადგან არაჩვეულებრივ კლუბში ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ვერც კი ვიოცნებებდი უკეთეს რამეზე, ვიდრე "იუნაიტედში" თამაშია. იმედი მაქვს, აქ გატარებული ყოველი დღით დავტკბები".


ბაიიმ ასევე ისაუბრა მოურინიოს ხელმძღვანელობით "იუნაიტედის" მზარდი პოტენციალის შესახებ. გუნდს ამჟამად 16-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და შაბათს "სტოკ სიტისთან" მატჩისთვის ემზადება.

"ბევრი ახალი ფეხბურთელი გგვყავს და მწვრთნელიც ახალია. ჯერ კიდევ ხდება გუნდის შერწყმა და კარგი ატმოსფეროს შექმნა, შედეგებიც გვაქვს. ვიცით, რომ მოურინიოს მსგავსი მწვრთნელით ფეხბურთელები მაქსიმუმს გაიღებენ, ამიტომაც მჯერა, რომ ეს გუნდი შორს წავა. მოთამაშეები ერთმანეთს მოედანზეც და მის ფარგლებს გარეთაც კარგად უგებენ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
17 კომენტარი
№11
ავტორი: krekera
19 იანვარი 2017 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 334
ბაიი მაგარი ბიჭია, კიდევ მაგრად მოუმატებს ეს..
0
№12
ავტორი: mogeba
19 იანვარი 2017 20:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: mogeba
baili magari xar chemo feradkaniano zmao

:d ფერადკანიანი ძმა ძალიან მაგარი ბიჭია და მგონია ჯონსი ბაიი მაგარი იქნება
ki da magari saimedo kacia dacvashi ki zma egrea baili sasargeblo shenazenia
0
№13
ავტორი: gache1991
19 იანვარი 2017 20:51
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან კარგი..იმედი მაქ როგორც დაიწყო ისე გააგრძელებს და დიდ ხანს დარჩება..ბევრი მინახავს აქ მოსული ასეთი განწყობით და მერე რეალში და ზოგი სად წასულა..წარმატებები ერიკ:)))
0
№14
ავტორი: VAXUSHTI
19 იანვარი 2017 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 57
baili namdvlili tankia. Imedia kide moumatebs da varanze naklebi arafrit araa.
0
№15
ავტორი: giorgisamnidze99
20 იანვარი 2017 00:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
აი ამ კაციდან ნამდვილად შეილება რო დასკვნა გამოიტანო რო იცის დიდ გუნდში რო თამაშობს და ამ გუნდს ყველა გუნდის მოგება რო შეულია მიდი ბაი შენ იცი მალე გიხილავ დაბრუნებულს ემიუს ფორმით აქ დაამთავრე კარიერა და ლეგენდაც კი გახდები ამ გუნდის მინიმუმ შენ რო ჩვენთან იყო 10 წელი 3 მაინც მოგაგებინებთ ლიგას
0
№16
ავტორი: gio-skipera
20 იანვარი 2017 11:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
დარჩი მერე მთავარია მოუმატო თამაშს
0
№17
ავტორი: stepno
20 იანვარი 2017 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ჯონსი ბაი იქნება იდეალურიი მაგრად შეეწყობიან მარცხინვ ლუკი და მარჯვნივ ვალე აი ეს დაცვა გვინდა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top