"ლიონი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მემფის დეპაის სატრანსფერო ფასზე, 21.7 მლნ. ფუნტზე შეთანხმდნენ, "წითელი ეშმაკები" კი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებითაც ისარგებლებენ, თუკი ამის სურვილი სამომავლოდ ექნებათ.
"იუნაიტედი" ფინანსურ ბონუსსაც მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ "ლიონი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს და მემფისი ფრანგულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
დეპაი "იუნაიტედს" 2015 წელს "პსვ ეინდჰოვენიდან" 25 მლნ. ფუნტად შეუერთდა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალი მუშაობდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდში მან თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.
22 წლის ფეხბურთელი პორტუგალიელის გუნდში მხოლოდ რვაჯერ გამოჩნდა მოედანზე, მისი უკანასკნელი მატჩი კი 24 ნოემბრით თარიღდება, როცა "ფეიენოორდის" წინააღმდეგ ევროპა ლიგის მატჩში იასპარეზა.
საერთო ჯამში დეპაის 53 მატჩი აქვს ჩატარებული "იუნაიტედის" რიგებში და 7 გოლი აქვს გატანილი.