თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2017, 00:38
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2744,
კომენტარები: 21
"იუნაიტედმა" დეპაის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა
"იუნაიტედი" მემფის დეპაის შეძენას სურვილის შემთხვევაში კვლავ შეძლებს.
"ლიონი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" მემფის დეპაის სატრანსფერო ფასზე, 21.7 მლნ. ფუნტზე შეთანხმდნენ, "წითელი ეშმაკები" კი ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებითაც ისარგებლებენ, თუკი ამის სურვილი სამომავლოდ ექნებათ.

"იუნაიტედი" ფინანსურ ბონუსსაც მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ "ლიონი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს და მემფისი ფრანგულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

დეპაი "იუნაიტედს" 2015 წელს "პსვ ეინდჰოვენიდან" 25 მლნ. ფუნტად შეუერთდა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" ლუი ვან გაალი მუშაობდა, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდში მან თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა.

22 წლის ფეხბურთელი პორტუგალიელის გუნდში მხოლოდ რვაჯერ გამოჩნდა მოედანზე, მისი უკანასკნელი მატჩი კი 24 ნოემბრით თარიღდება, როცა "ფეიენოორდის" წინააღმდეგ ევროპა ლიგის მატჩში იასპარეზა.

საერთო ჯამში დეპაის 53 მატჩი აქვს ჩატარებული "იუნაიტედის" რიგებში და 7 გოლი აქვს გატანილი.

წყარო: skysports
ახალი ამბები
21 კომენტარი
№21
ავტორი: stepno
20 იანვარი 2017 18:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გაუშვეს ხო მაინც :)))
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top