თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 19:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2620,
კომენტარები: 16
მოურინიომ და კლოპმა თავიანთი წაკამათების მიზეზზე ისაუბრეს
"იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მწვრთნელებმა მატჩში მომხდარ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთეს.
მოურინიომ და კლოპმა თავიანთი წაკამათების მიზეზზე ისაუბრეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ და "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კვირას გამართულ შეხვედრაში თავიანთი კამათის მიზეზზე ისაუბრეს.

"წითელ ეშმაკებსა" და მერსისაიდელებს შორის მატჩის მიწურულს ანდერ ერერამ და რობერტო ფირმინო მაისურზე მოქაჩვით შეაჩერა. მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა მეტოქის მოშორება სახეში ხელის ჩარტყმით სცადა, ესპანელი დაეცა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა სიტუაციაში გარკვევა მოახერხა და ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ურთიერთობის გარკვევა მოედნის კიდესთან გაგრძელდა - მატჩის სათადარიგო არბიტრსა და გუნდების მთავარ მწვრთნელებს შორის.



"არ ვიცი, მოურინიოს მინიმუმ ყვითელი ბარათი სურდა. ვფიქრობ, მსაჯმა ჯერ კიდევ მანამდე ჩასტვინა, სანამ რამე მოხდებოდა. რობერტო თავიდან კოჭამდე ფეხბურთელია და თამაშის გაგრძელება სურდა. პასის მიცემა შეეძლო. ერერასთვის ყვითელი ბარათი უნდა მიეცათ და მეტი არაფერი.

ბოლოს კი ყვითელი ბარათი იმან მიიღო, ვისაც ფეხბურთის თამაში უნდოდა. უარესიც შეიძლებოდა, ვინმეს ამ ეპიზოდში ჩახედვა რომ მოენდომებინა. მე და მოურინიო ერთ აზრზე ვერ შევჯერდით",
- განაცხადა კლოპმა.

მოურინიომ კი ამ ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ ფირმინოს გაძევება სულაც არ უთხოვია.

"კლოპს ეგონა, რომ მისი ფეხბურთელის გაძევებას ვითხოვდი, მაგრამ ასე არ არის. არავითარი პრობლემა არ იყო. ვფიქრობ, კორექტულ თამაშს ჰქონდა ადგილი. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ ემოციური და პროფესიული თვალსაზრისით და მსაჯი ძალიან კარგად აკონტროლებდა მატჩს. აგრესია შეიმჩნეოდა, მაგრამ ეს კარგია და პრემიერ ლიგის შესანიშნავი რეკლამა იყო მთელი მსოფლიოსთვის".
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
16 იანვარი 2017 19:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ნეტა ესენი ფინალში გამოვიდნენ, დედა უნდა მოვუხნათ. :)
0
№2
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2017 19:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რაც კლოპმა გუშინ ილაპარაკა, მთელი ამ კომენტარიდან გამომდინარე შთაბეჭდილება მრჩება, რომ არაადეკვატურია.

თამაშზე თქვა, 98 წუთი ვდომინირებდითო, ახლა კიდე ამბობს, ფირმინოს ფეხბურთის თამაში უნდოდაო. რომელი საფეხბურთო წესია სახელის ხელის მირტყმა ვიცოდე ერთი. ერერამ წესები დააღვია, მაგაზე არავინ დავობს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ფირმინოს სახეში ხელის ჩარტყმის უფლება მიენიჭა ამით. საკუთარი ფეხბურთელების დაცვის სურვილი კარგია, მაგრამ ობიექტურობა უკეთესი.
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: LASHQARA
16 იანვარი 2017 19:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რაც უნდა ექნა მსაჯს ის გააკეთა ერერამ დაიწყო და მერე ფირმინიომ იუხეშა და აქედან გამომდინარე ორივეს ყვითელი სრულიად სამართლიანი იყო, მაგრამ განზრახ ჩარტყმა შეიძლებოდა წითლითაც დასრულებულიყო ერთია ქაჩვა მაისურზე რაც თითქმის ყველა მეორე მატჩში ხდება და მეორეა განზრახ სახეში ჩარტყმა am
1
№4
ავტორი: giorgiginturi
16 იანვარი 2017 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: LASHQARA
რაც უნდა ექნა მსაჯს ის გააკეთა ერერამ დაიწყო და მერე ფირმინიომ იუხეშა და აქედან გამომდინარე ორივეს ყვითელი სრულიად სამართლიანი იყო, მაგრამ განზრახ ჩარტყმა შეიძლებოდა წითლითაც დასრულებულიყო ერთია ქაჩვა მაისურზე რაც თითქმის ყველა მეორე მატჩში ხდება და მეორეა განზრახ სახეში ჩარტყმა am

მართალი ხარ ძმაო..
1
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2017 19:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მსაჯმა სწორად იმოქმედა ამ ეპოზოდში ასე რომ დავა არ ღირს
0
№6
ავტორი: giorgisamnidze99
16 იანვარი 2017 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეხა თავიდან უნდა დავიწყოთ მოგებები გადავაბათ ერთი 5 თამაში კიდე
0
№7
ავტორი: shotkin
16 იანვარი 2017 20:20
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: RojoDiablo
რაც კლოპმა გუშინ ილაპარაკა, მთელი ამ კომენტარიდან გამომდინარე შთაბეჭდილება მრჩება, რომ არაადეკვატურია.

თამაშზე თქვა, 98 წუთი ვდომინირებდითო, ახლა კიდე ამბობს, ფირმინოს ფეხბურთის თამაში უნდოდაო. რომელი საფეხბურთო წესია სახელის ხელის მირტყმა ვიცოდე ერთი. ერერამ წესები დააღვია, მაგაზე არავინ დავობს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ფირმინოს სახეში ხელის ჩარტყმის უფლება მიენიჭა ამით. საკუთარი ფეხბურთელების დაცვის სურვილი კარგია, მაგრამ ობიექტურობა უკეთესი.

100%
0
№8
ავტორი: klop
16 იანვარი 2017 20:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
თუ განზრახ ჩარტყმაზე მიდგება საქმე პოგბას სულ მინიმუმ წითელი ეკუთვნოდა ისეთი მახრჩობელა ჩაატარა. რაც შეეხება ამ ეპიზოდს საბოლოო ჯამში ორივე ყვითელს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯის სასტვენი შემდეგაც იჭერდა ერერა ამიტომ ფირმინოს ეგ მოქმედება ლოგიკური იყო.
0
№9
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2017 20:45
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: klop
თუ განზრახ ჩარტყმაზე მიდგება საქმე პოგბას სულ მინიმუმ წითელი ეკუთვნოდა ისეთი მახრჩობელა ჩაატარა. რაც შეეხება ამ ეპიზოდს საბოლოო ჯამში ორივე ყვითელს იმსახურებდა, მაგრამ მსაჯის სასტვენი შემდეგაც იჭერდა ერერა ამიტომ ფირმინოს ეგ მოქმედება ლოგიკური იყო.

aranairad ar iyo logikuri(safexburto wesebis mixedvit,tore kacurad,quchurad da sxvanairad swori iyo:))) ) da ratom..is ro erera argvevda da eg pirdapir yviteli baratia magaze aravin davobs,magram ereras folis mizani iyo shetevis gachereba,iqamde agrdzelebda wesis dargvevas sanam mis qmedebas shedegi ar moyveboda...mokled gansakutrebuli araferi..veratis foli naxet analogiur stilshi rogorc ciga ise misrialebs:)) uaresebic xdeba

msajma mshvenivrad sheafasa yvelaperi.cota meti obieqturoba da yvela yvelafers dainaxavs:)))

xoo da plius KLOP ketili iyos sheni mobrdzaneba inglisis sauketeso gundis:))) kerdzod 20 gzis chempion gundis saitze :)))))))))))
0
№10
ავტორი: klop
16 იანვარი 2017 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
inglisis sauketeso gundis ara mara 20 gzis chempionis saiti kia:)))
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top