თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 19:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2627,
კომენტარები: 16
მოურინიომ და კლოპმა თავიანთი წაკამათების მიზეზზე ისაუბრეს
"იუნაიტედისა" და "ლივერპულის" მწვრთნელებმა მატჩში მომხდარ ეპიზოდზე კომენტარი გააკეთეს.
მოურინიომ და კლოპმა თავიანთი წაკამათების მიზეზზე ისაუბრეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ და "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა კვირას გამართულ შეხვედრაში თავიანთი კამათის მიზეზზე ისაუბრეს.

"წითელ ეშმაკებსა" და მერსისაიდელებს შორის მატჩის მიწურულს ანდერ ერერამ და რობერტო ფირმინო მაისურზე მოქაჩვით შეაჩერა. მას შემდეგ, რაც ბრაზილიელმა მეტოქის მოშორება სახეში ხელის ჩარტყმით სცადა, ესპანელი დაეცა. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა სიტუაციაში გარკვევა მოახერხა და ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ურთიერთობის გარკვევა მოედნის კიდესთან გაგრძელდა - მატჩის სათადარიგო არბიტრსა და გუნდების მთავარ მწვრთნელებს შორის.



"არ ვიცი, მოურინიოს მინიმუმ ყვითელი ბარათი სურდა. ვფიქრობ, მსაჯმა ჯერ კიდევ მანამდე ჩასტვინა, სანამ რამე მოხდებოდა. რობერტო თავიდან კოჭამდე ფეხბურთელია და თამაშის გაგრძელება სურდა. პასის მიცემა შეეძლო. ერერასთვის ყვითელი ბარათი უნდა მიეცათ და მეტი არაფერი.

ბოლოს კი ყვითელი ბარათი იმან მიიღო, ვისაც ფეხბურთის თამაში უნდოდა. უარესიც შეიძლებოდა, ვინმეს ამ ეპიზოდში ჩახედვა რომ მოენდომებინა. მე და მოურინიო ერთ აზრზე ვერ შევჯერდით",
- განაცხადა კლოპმა.

მოურინიომ კი ამ ინციდენტის შესახებ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ ფირმინოს გაძევება სულაც არ უთხოვია.

"კლოპს ეგონა, რომ მისი ფეხბურთელის გაძევებას ვითხოვდი, მაგრამ ასე არ არის. არავითარი პრობლემა არ იყო. ვფიქრობ, კორექტულ თამაშს ჰქონდა ადგილი. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ ემოციური და პროფესიული თვალსაზრისით და მსაჯი ძალიან კარგად აკონტროლებდა მატჩს. აგრესია შეიმჩნეოდა, მაგრამ ეს კარგია და პრემიერ ლიგის შესანიშნავი რეკლამა იყო მთელი მსოფლიოსთვის".
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2017 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Espanetshi ylirminos saqcieli sufta witeli iyo))))
0
№12
ავტორი: ander hererra
16 იანვარი 2017 22:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11
ლივერპულის ფანებს თუ ფეხბურთის ესმოდეს რამე....რა საყვითლე მითხარით ეგეთი ფელაინს რო გაეკეთებია ეგრევე 5წლიანს მიუსჯიდნენ და რადგან დედა****მა ფირმინომ გააკეთა მარტო ყვითელი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ გძულდეს ლივერპულიიი
№13
ავტორი: klop
16 იანვარი 2017 22:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: ander hererra
ლივერპულის ფანებს თუ ფეხბურთის ესმოდეს რამე....რა საყვითლე მითხარით ეგეთი ფელაინს რო გაეკეთებია ეგრევე 5წლიანს მიუსჯიდნენ და რადგან დედა****მა ფირმინომ გააკეთა მარტო ყვითელი?

და პოგბამ რაც გააკეთა მაგაზა კომენტარს რატო არ აკეთებ, რატო არ მისცეს წიტელი და დისკვალიფიკაცია
0
№14
ავტორი: Temo-Mu
17 იანვარი 2017 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ჩვეულებრივ ერერას მომენტზე იყო ყვითელი. ეგრე ფეხბურთი ხდება რომ შეტევა შეაჩერონ, მაგრამ ზოგან ფეხს უტოვებენ ზოგან რავი ალბათ მიაკლავენ და ერერამ სხვა ხერხი აირჩია მაისურზე. ეგ ყვითელი იყო მაგრამ ეტყობა ფირმინოს აეწვა რატო გამაჩერე ვითომო და ხია ხოდა სადავი არაფერია მსაჯმა ყველაფერი ზუსტად გააკეთა და კლოპი რაღაც რაღაცეებს ნუ იგონებს. wink ისე მოურინიო რა მშვიდად შეხვდა
0
№15
ავტორი: MEMPHIS 7
17 იანვარი 2017 08:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
ციტატა: klop
ციტატა: ander hererra
ლივერპულის ფანებს თუ ფეხბურთის ესმოდეს რამე....რა საყვითლე მითხარით ეგეთი ფელაინს რო გაეკეთებია ეგრევე 5წლიანს მიუსჯიდნენ და რადგან დედა****მა ფირმინომ გააკეთა მარტო ყვითელი?

და პოგბამ რაც გააკეთა მაგაზა კომენტარს რატო არ აკეთებ, რატო არ მისცეს წიტელი და დისკვალიფიკაცია

KLOPO რაც თქვენს გუნდში მოსაწონია ეს მწრთვნელია და კოუტინიო მეტი არაფერიი ჩვენსმდე ვერასოდესმოხვალთ და აქ რატოხარ ვაფშეე ზოგი თბილად გექცევა და მე ასე არვფიქრობ ძობია წახვიდე თან დროზეეე
0
№16
ავტორი: klop
17 იანვარი 2017 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: MEMPHIS 7
ციტატა: klop
ციტატა: ander hererra
ლივერპულის ფანებს თუ ფეხბურთის ესმოდეს რამე....რა საყვითლე მითხარით ეგეთი ფელაინს რო გაეკეთებია ეგრევე 5წლიანს მიუსჯიდნენ და რადგან დედა****მა ფირმინომ გააკეთა მარტო ყვითელი?

და პოგბამ რაც გააკეთა მაგაზა კომენტარს რატო არ აკეთებ, რატო არ მისცეს წიტელი და დისკვალიფიკაცია

KLOPO რაც თქვენს გუნდში მოსაწონია ეს მწრთვნელია და კოუტინიო მეტი არაფერიი ჩვენსმდე ვერასოდესმოხვალთ და აქ რატოხარ ვაფშეე ზოგი თბილად გექცევა და მე ასე არვფიქრობ ძობია წახვიდე თან დროზეეე

ჩვენ საიტზეც ძაან ბევრი მანჩესტერელია მარა არავინ უკრძალავს იქ შემოსვლას, ასე რომ არამგონია რამეს ვაშავებდე. არც არავისტვის მიმიყენებია შეურაცყოფა და არც არაფერი უბრალოდ ჩემ აზრს გამოვხატავ ისევე როგორც მანჩესტერის ფანები ჩვენ საიტზე.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top