თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 13:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2300,
კომენტარები: 14
გიგზი "ნოტინგემის" პრიორიტეტული კანდიდატია
რაიან გიგზს "ნოტინგემში" მუშაობას სთავაზობენ.
გიგზი
"ნოტინგემ ფორესტმა" ოთხკაციანი სია შეადგინა იმ ადამიანებისგან, ვისაც მომავალ მწვრთნელად განიხილავს, მათ შორის კი რაიან გიგზი ლიდერობს.

მაიკ ფელანი, კენი ჯეკეტი და ოსკარ გარსია ფილ მონტეინერის დათხოვნის შემდეგ ვაკანტური ადგილის შევსების კანდიდატებად ითვლებიან.

"ნოტინგემის" მფლობელი ფავაზ ალ-ჰასავი 2012 წელს კლუბის ჩაბარებიდან დღემდე მერვე მწვრთნელის დანიშვნას აპირებს, ამჟამად კი მის გუნდს აკადემიის მწვრთნელი გერი ბრაზილი ხელმძღვანელობს.

მაგრამ ქუვეითელს არ სურს ისეთი მწვრთნელის მიყვანა, ვინც გუნდის ლიგა ერთი გადავარდნას ხელს შეუწყობს. "ნოტინგემი" ამჟამად მე-20 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონამდე 3 ქულა აშორებს.

ალ-ჰასავი კლუბის 50 მლნ. ფუნტად გაყიდვას აპირებდა და მყიდველად ამერიკელი ბიზნესმენი ჯონ ჯეი მურსი ესახებოდა, მაგრამ სან დიეგო პადრესელმა ფასის ოთხმაგად შემცირება მოითხოვა.

ამის შემდეგ მონტეინერის "ფორესტმა" "ბირმინგემთან" 0-0 ითამაშა, რითაც ხუთმატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა, მაგრამ განაგრძო ყველა ტურნირზე ნაჩვენები რვამატჩიანი მოუგებელი სერია.

გიგზი ახლა ალ-ჰასავის უმთავრეს კანდიდატად ისახება და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ ვინგერს გუნდის წარმატებაში დიდ როლს აკისრებს. თუმცა, ასევე განიხილავს ფელანის კანდიდატურას, რომელიც "ჰალიდან" დაითხოვეს, ჯეკეტს, რომელიც "როტერჰემში" გატარებული 39 დღის შემდეგ გათავისუფლებულია და გარსიას, რომელიც ამჟამად "რედ ბულ ზალცბურგს" წვრთნის.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
16 იანვარი 2017 13:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
უნდა ჩაუდგეს სათავეში და გაწრთვნას ნოტინგემი, პრაქტიკას მიიღებს და თუ წარმატებას მიაღწევს ნოტინგემში სხვა დიდ გუნდებშიც ექნება შანსი, როგორც იაპ სტამმა გააკეთა რენდინგს რო ჩაუდგა სათავეში და შანსი აქ რეალური პრემიერლიგაში გადმოიყვანოს გუნდიlove am
0
№2
ავტორი: tyeshela1
16 იანვარი 2017 14:08
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
უსე უნდა გადაურბინოს ევროპას როგორც ფერგიმ ქნა აბერდინით.
0
№3
ავტორი: JuanMata
16 იანვარი 2017 14:23
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
საიდანმე უნდა დაიწყოს ამ კაცმა, თუ მწვრთნელობა უნდა, გასაგებია რომ მანჩესტერი უნდოდა, მაგრამ მისთვისაც უეთესი იქნება თუ ცოტა გამოცდილებას დააგროვებს.

ერთია თეორია და მწვრთნელის ასისტენტობა, მეორეა როცა მთელი პასუხისმგებლობა შენ გაკისრია და ყველაფერი შენი გადასაწყვეტია, არაა ადვილი მწვრთნელობა, უნდა შეეჩვიოს ჯერ.
0
№4
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2017 14:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Ar iqneba cudi istoriuli gundis chabareba
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2017 15:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მიკვირს არსად რო არ მიდის ჯერ-ჯერობით

ავტორ პატარა ხარვეზია მაიკ ფელანი ქვია და არა ფელაინი, დიდი არაფერი ცუდად არ გამიგო უბრალოდ ორივეგან ასე წერია fellow
0
№6
ავტორი: ROONEY-RUNI
16 იანვარი 2017 15:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
აუ ამან რო მოუს ამოუდგეს მხარში უკეტესი იქნება მემგონი როგორც გააალის დროს იყო
0
№7
ავტორი: Mixito
16 იანვარი 2017 16:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Midi gigs mou ro mogvagebiebs ligebs mere geqneba shansi unaitedshi mosvlis mara jer mou ise midis ro shansi ar gaq
0
№8
ავტორი: gerrard scholes
16 იანვარი 2017 16:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ავტორ როგორ მოგეწონა მატჩი??!!
იმედია სადმე გადამეყრები smile
0
№9
ავტორი: giorgi_mg
16 იანვარი 2017 16:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ნუ ეხლა ამას თუ პირდაპირ გრანდი უნდა (მანუ დაკავებულია) არ ვიცი, ჯობია მაქედან დაიწყოს და გამოაჩინოს რეალურად რა შეუძლია... თუ დიდი მწვთნელობა უნდა სუსტი გუნდიდან დაწყება ჯობია როგორც ეს ფერგიმ და მოუმ გააკეთეს
0
№10
ავტორი: stepno
16 იანვარი 2017 17:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: JuanMata
საიდანმე უნდა დაიწყოს ამ კაცმა, თუ მწვრთნელობა უნდა, გასაგებია რომ მანჩესტერი უნდოდა, მაგრამ მისთვისაც უეთესი იქნება თუ ცოტა გამოცდილებას დააგროვებს.

ერთია თეორია და მწვრთნელის ასისტენტობა, მეორეა როცა მთელი პასუხისმგებლობა შენ გაკისრია და ყველაფერი შენი გადასაწყვეტია, არაა ადვილი მწვრთნელობა, უნდა შეეჩვიოს ჯერ.

მეც მაგას ვამბობ რაა ვერა და ვერ დაიწყოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top