თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2502,
კომენტარები: 19
მხითარიანი: "ახალ სერიას დავიწყებთ"
ჰენრიხ მხითარიანი რეკორდების დამყარებისთვის ბრძოლას არ აპირებს.
მხითარიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი "ლივერპულთან" დასრულებულ გამარჯვებათა სერიას მხოლოდ მორიგ დაკარგულ ორ ქულად მიიჩნევს და არა რეკორდის დამყარების შანსის ხელიდან გაშვებას.

"წითლები" ზედიზედ 9 მატჩის განმავლობაში ახერხებდნენ მოგებას ყველა ტურნირის მასშტაბით, პრემიერ ლიგაში კი 6-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ, რაც "ოლდ ტრაფორდზე" კვირას ჩატარებულ მატჩში დასრულდა.

სომეხი ნახევარმცველი არ ფიქრობს, რომ რეკორდების დამყარებას ფეხბურთში მნიშვნელობა ენიჭება და პირობას დებს, რომ გუნდი მომდევნო ტურში "სტოკ სიტისთან" ეცდება ახალი წარმტებული სერიის დაწყებას.

"რა თქმა უნდა, ვეცდებით, რატომაც არა? უნდა მოვიგოთ, მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ. რეკორდებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რათა ოთხეულში შევიდეთ და ამისთვის მოგებებია საჭირო. რეკორდებზე არ უნდა იფიქრო, რადგან ისინი ერთ დღეს დაემხობიან. ჩვენ მხოლოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ყველა მატჩის მოგებას ვცდილობთ".

იურგენ კლოპის გუნდის წინააღმდეგ "წითლები" პირველ ტაიმში 11-მეტრიანი დარტყმიდან გაშვებული გოლით მარცხდებოდნენ, მაგრამ შეხვედრის 84-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მხითარიანი მოხარულია გულშემატკივართა მხარდაჭერით, რომელმაც გუნდი გამარჯვების მოსაპოვებლად წააქეზა, თუმცა "იუნაიტედმა" ეს ვერ შეძლო.

"საოცარი ატმოსფერო იყო. მინდა, ასეთი ატმოსფერო ხშირად ვიხილო სტადიონზე. მადლობა გულშემატკივრებს. ჩვენი სჯეროდათ და ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ."

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მხითარიანმა განაგრძო: "შესაბამისი შედეგი არ იყო, მაგრამ 1-0 ვმარცხდებოდით, ასე რომ, ცუდი შედეგიც არ იყო. მოგება შეგვეძლო, წაგებაც შეგვეძლო, მაგრამ გამარჯვება უფრო დავიმსაუხრეთ, რადგან გუნდურად კარგად ვითამაშეთ და მატჩის მოსაგებად ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ.

ბოლოს ანგარიში 1-1 გახდა, ამიტომ უფრო მეტად შევუტიეთ და ბადის შერხევა მეორეჯერ მოვინდომეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით. 1-1 ცუდი შედეგი არ არის, რადგან ოთხეულთან ჯერ კიდევ ახლოს ვართ და მომდევნო მატჩში ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ".

მარუან ფელაინიმ მატჩში საგრძნობი გავლენა მოახდინა, რამეთუ მისმა თავურმა დარტყმამ გამოიწვია გოლი, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.

"არა მარტო მარუანმა, არამედ უეინ რუნიმაც და ხუან მატამაც შესძინეს გუნდს ახალი ძალა. წინ ძალიან გვეხმარებოდნენ და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი თამაშის შეცვლა შეუძლიათ. გვიხარია, რომ სკამზე ასეთი ფეხბურთელები გვყავს".
ინტერვიუები
19 კომენტარი
№1
ავტორი: ბეჟანი
16 იანვარი 2017 10:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
გუშინ ბევრი მაზა მარა მაინც მაგარია მხითრიანი
1
№2
ავტორი: gache1991
16 იანვარი 2017 10:58
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძალიან მაგარია,გუშინ ხო ვერ ითამაშა მარა პოგბას უმაგრესი პასი მიცა..ერთი პასით შეილება თამაში გააკეტოს ამან..და ყველაზე მაგარად მიხარია ერერამ რო წინაც გაიხედა.ძალიან ჟIლკიანირო არი და გუნდი უყვარს და ასე შემდეგ ეგ ვიცოდით,მაგრამ ტოტენჰემთან ამას რო პასი გაუკეთა და გუშინ კიდე მიცა ამას უმაგრესი პასი ეგ რო შეეძლო ერერას ბილბაოსან მოუოლებული ვიცოდი და მიხარია რო ისევ დაიწყო..ნელნელა გამოდიან ვანგაალის უაზრო ტაქტიკიდან ლიჟBი ბურთი არ დავკარგო უკან დაუგორე ტაქტიკიდან..
0
№3
ავტორი: Manstark_United
16 იანვარი 2017 11:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
მოდი ასე ვთქვათ.სულ მცირედი იღბალი,რომ გვქონოდა მოვიგებდით.არც მე მომეწონა პოგბას თამაში, მაგრამ გაიზრდება და თავის გაკონტროლებას ისწავლის.ჯერ მართლა ბავშვია.რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას.ოთხეულთან საკმაოდ ახლოს ვართ და შევალთ კიდევაც.მძიმე კალენდარი ელით ჩვენს მოწინააღმდეგეებს და ჩვენ სიტიმდე საკმაოდ ადვილი გუნდები გვხვდება.ასე რომ ოთხეულში შესვლა თანდათან უფრო რეალური ხდება. ყველა თამაშს რომ ვერ მოვიგებთ ამას უნდა ვხვდებოდეთ,ჩვენც ბავშვები არ ვართ fellow
1
№4
ავტორი: ikeoni
16 იანვარი 2017 11:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Araferi araa jer dakarguli erti eseti seria kide da mere chavixedot cxrilshi ❤️
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2017 12:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ტრაგედია არ იქნება ამით მარა გულსაწყვეტია ის რო მოუმ ტაქტიკურად წააგო ეს თამაში ამას დაემატა ის რო ფეხბურთელებმაც ინდივიდუალურად ვერ ივარგეს, თუ დააკვირდით თავიდანვე ბურთი ლივერპულს ეჭირა ესენი დიდათ პრესინგს არ თამაშობდნენ, ამას მოყვა მერე არაფრისგან გამოგონილი კუთხური (ჯონსს აებლანდა ფეხები, იმის გამო რო ლივერპული ჩვენგან განსხავებით პრესინგს თამაშობდა) იმ კუთხურს პენალტი და პენალტს გოლი. ფეხბურთი წვრილმანებისგან შედგება, ვიცოდი რო იმდენ კუთხურს რაღაცა მოყვებოდა ჩვენ საჯარიმოში. ძაან ბევრი კუთხური მოაწოდა ლივერპულმა საწყის წუთებში. ეს იყო იმის ბრალი რო ბურთი დაუთმეს ვივერპულს რატო გადაწყვიტა ეს მოუმ არ ვიცი და ამას დაემატა ჩვენების უნიათო თამაშიც, უწყინარ სიტუაციაში ბურთის დაკარგვა, ელემენტარული პასების დროს შეცდომები და ა.შ. ცოტათი რაღაცაში შეცდა მოუ, მეტი აგრესია იყო საჭირო. რაც არუნდა კმაყოფილები ვიყოთ მოუსი. რა ტქმა უნდა, მეც კმაყოფილი ვარ ზოგადათ მარა გუშინ აშკარად ბოლომდე ვერ გათვალა რაღაცები და იმედია აწი ასე აღარ მოხდება. გრანდებთან ისე არ გამოგივა როგორც ეს ჰალთან და რედინგთან გამოგივიდა ამიტო ცოტა სხვანაირი ტამაში იყო საჭირო
0
№6
ავტორი: JuanMata
16 იანვარი 2017 12:40
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: SANDROGRIGA

არ ვთვლი რომ ტაქიკურად დაჯაბნა კლოპმა მოუ, შემთხვევითი პენალი ავიკიდეთ და ამის მერე ადვილი გახდა ლივერპულისთვის თამაში.

საბოლოო ჯამში ორი ჩაკეტილი გუნდის თამაში ვნახეთ და ფრე დამთავრდა.

პენალი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რა მოხდებოდა, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი სუსტი გუნდის თამაში, რომელმაც შემთხვევით გაიტანა გოლი და მერე თამაშის ჩაშლაზე გადავიდა.

და მხოლოდ ჩვენი მხრიდან ვუყურებთ ამ თამაშს და ლივერპუკისთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არასწორად მოიქცა კლოპი, რომ ბოლომდე მოგებაზე და ანგარიშის გაზრდაზე არ ითამაშა.

ტაქტიკური დაჯაბნა იყო გუშინ ევერტონი-სიტის თამაშში. ვერ ვხვდები რატომ არის ამ თამაშში გამარჯვებული კლოპი, რომელმაც 1 ადგილთან ქულების შემცირების შანსი დაკარგა და მესამეზე გადავიდა?
0
№7
ავტორი: tupaca
16 იანვარი 2017 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 596
მაურინიო კლოპმა ვერაფრით დაჩაგრა უბრალოდ არ გაგვიმართლა ჯონსმა რო რაღაც მოიგონა რა მოუს ბრალია, ტაქტიკურად როგორც ჩაიფიქრა მოუმ ამართლებდა კიდეც პოგბას და ჰენრიკას რო არ გაემაზათ სხვანაირად იჭიქჭიკებდით მაგრამ ფეხბურთია და ესეც ხდება ხოლმე... რაც შეეხება კიდე იმ ხალხს მარსიალი რატო დააყენა რეშფორდი უნდა დაეყენებინაო პროფესორობას მოეშვით, მარკუსი რო დაეყენებინა მაინც იმავეს იტყოდით ასე რომ ერთი თამაშით ნუ ჩადებთ კაცს მიწაში 9 თამაშიანი სერია ხო კარგი იყო? ხო და კიდე იქნება ;) glory glory man united!
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2017 13:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ციტატა: JuanMata
ციტატა: SANDROGRIGA
ტრაგედია არ იქნება ამით მარა გულსაწყვეტია ის რო მოუმ ტაქტიკურად წააგო ეს თამაში ამას დაემატა ის რო ფეხბურთელებმაც ინდივიდუალურად ვერ ივარგეს, თუ დააკვირდით თავიდანვე ბურთი ლივერპულს ეჭირა ესენი დიდათ პრესინგს არ თამაშობდნენ, ამას მოყვა მერე არაფრისგან გამოგონილი კუთხური (ჯონსს აებლანდა ფეხები, იმის გამო რო ლივერპული ჩვენგან განსხავებით პრესინგს თამაშობდა) იმ კუთხურს პენალტი და პენალტს გოლი. ფეხბურთი წვრილმანებისგან შედგება, ვიცოდი რო იმდენ კუთხურს რაღაცა მოყვებოდა ჩვენ საჯარიმოში. ძაან ბევრი კუთხური მოაწოდა ლივერპულმა საწყის წუთებში. ეს იყო იმის ბრალი რო ბურთი დაუთმეს ვივერპულს რატო გადაწყვიტა ეს მოუმ არ ვიცი და ამას დაემატა ჩვენების უნიათო თამაშიც, უწყინარ სიტუაციაში ბურთის დაკარგვა, ელემენტარული პასების დროს შეცდომები და ა.შ. ცოტათი რაღაცაში შეცდა მოუ, მეტი აგრესია იყო საჭირო. რაც არუნდა კმაყოფილები ვიყოთ მოუსი. რა ტქმა უნდა, მეც კმაყოფილი ვარ ზოგადათ მარა გუშინ აშკარად ბოლომდე ვერ გათვალა რაღაცები და იმედია აწი ასე აღარ მოხდება. გრანდებთან ისე არ გამოგივა როგორც ეს ჰალთან და რედინგთან გამოგივიდა ამიტო ცოტა სხვანაირი ტამაში იყო საჭირო

არ ვთვლი რომ ტაქიკურად დაჯაბნა კლოპმა მოუ, შემთხვევითი პენალი ავიკიდეთ და ამის მერე ადვილი გახდა ლივერპულისთვის თამაში.

საბოლოო ჯამში ორი ჩაკეტილი გუნდის თამაში ვნახეთ და ფრე დამთავრდა.

პენალი რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი რა მოხდებოდა, მაგრამ ეს იყო ჩვეულებრივი სუსტი გუნდის თამაში, რომელმაც შემთხვევით გაიტანა გოლი და მერე თამაშის ჩაშლაზე გადავიდა.

და მხოლოდ ჩვენი მხრიდან ვუყურებთ ამ თამაშს და ლივერპუკისთვის ამ თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არასწორად მოიქცა კლოპი, რომ ბოლომდე მოგებაზე და ანგარიშის გაზრდაზე არ ითამაშა.

ტაქტიკური დაჯაბნა იყო გუშინ ევერტონი-სიტის თამაშში. ვერ ვხვდები რატომ არის ამ თამაშში გამარჯვებული კლოპი, რომელმაც 1 ადგილთან ქულების შემცირების შანსი დაკარგა და მესამეზე გადავიდა?

ცოტა სხვა რაღაც ვიგულისხმე ტაქტკურ დაჯაბნაში, ის რო მოუმ თავიდანვე არ შეუტია და მოედანი დაუთმო ლივერპულს, არც პრესინგს არ თამაშობდნენ და ამას მოჰყვა კუთხურები არაფრისგან. ლივერპული ისეთ პრესინგს თამაშობდა რო ესენი იბნეოდნენ, იმ კუთხურს მოყყვა მერე გოლიც, მართალია პენალტი დაინიშნა მარა ფაქტია თამაშიდან გოლის გატანა გაუჭირდებოდათ და ამიტო ამდენი სტანდარტული ცოტა სახიფათო იყო. ამას ვგულისხმობ თორე სხვა არაფერს, არ ვამბობ რო კლოპმა რაღაც სასწაული გააკეთა, უბრალოდ მოუს მეტი შეეძლო
0
№9
ავტორი: bziki
16 იანვარი 2017 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რუნიმ რა შეძინა საერთოდ ვერ დავინახე, ჯობია ბაის დაბრუნებამდე სმოლინგი დადგეს ჯონსის მაგიერ,
და მერე ბაი როხოს მაგიერ
0
№10
ავტორი: stepno
16 იანვარი 2017 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
სტოკთან გაგრძელდება კარგი თამაში და მოგებების სერიაა მე კიდევ ვიძახი რო ლივერპულს ბედმა გაუღიმა ეს 11 მეტრიანი შემთხვევით ხელზე მოხვედრილი ბურთი მოკლედ ეს რო პირიქით მომხდარიყო ალბათ 3:0 მაინც მოვიგებდით მაგრამ სამწუხაროთ ბედმა გაუღიმა ლივერპულს და 1 ქულა აიღეს რითაც ბედნიერები უნდა იყვნენ და არც გამოხატავდნენ დამწუხრებას :)))) მოკლედ გრძელდება ბრძოლა ყველაფერი წინაა 1 ადგილისთვისაც კი ვიბრძოლებთ ჯერრ იმიტომ რო ძალიან ბევრი ტურია დარჩენილი და ჩელსი ამის მერე ჰალის ხვდება სახლში და მერე ზედიზედ აქ თამაშები ლივერპულთან და არსენალთან მოკლედ ესეთი თამაშებეი ექნება კიდე ბევრი და არამგონია ქულათა მაქსიმუმი აიღოს პირიქით საკმაოდ ბევრ ქულას დაკარგავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top