თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2513,
კომენტარები: 19
მხითარიანი: "ახალ სერიას დავიწყებთ"
ჰენრიხ მხითარიანი რეკორდების დამყარებისთვის ბრძოლას არ აპირებს.
მხითარიანი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი "ლივერპულთან" დასრულებულ გამარჯვებათა სერიას მხოლოდ მორიგ დაკარგულ ორ ქულად მიიჩნევს და არა რეკორდის დამყარების შანსის ხელიდან გაშვებას.

"წითლები" ზედიზედ 9 მატჩის განმავლობაში ახერხებდნენ მოგებას ყველა ტურნირის მასშტაბით, პრემიერ ლიგაში კი 6-მატჩიანი მოგებათა სერია ჰქონდათ, რაც "ოლდ ტრაფორდზე" კვირას ჩატარებულ მატჩში დასრულდა.

სომეხი ნახევარმცველი არ ფიქრობს, რომ რეკორდების დამყარებას ფეხბურთში მნიშვნელობა ენიჭება და პირობას დებს, რომ გუნდი მომდევნო ტურში "სტოკ სიტისთან" ეცდება ახალი წარმტებული სერიის დაწყებას.

"რა თქმა უნდა, ვეცდებით, რატომაც არა? უნდა მოვიგოთ, მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ. რეკორდებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, რათა ოთხეულში შევიდეთ და ამისთვის მოგებებია საჭირო. რეკორდებზე არ უნდა იფიქრო, რადგან ისინი ერთ დღეს დაემხობიან. ჩვენ მხოლოდ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ყველა მატჩის მოგებას ვცდილობთ".

იურგენ კლოპის გუნდის წინააღმდეგ "წითლები" პირველ ტაიმში 11-მეტრიანი დარტყმიდან გაშვებული გოლით მარცხდებოდნენ, მაგრამ შეხვედრის 84-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მხითარიანი მოხარულია გულშემატკივართა მხარდაჭერით, რომელმაც გუნდი გამარჯვების მოსაპოვებლად წააქეზა, თუმცა "იუნაიტედმა" ეს ვერ შეძლო.

"საოცარი ატმოსფერო იყო. მინდა, ასეთი ატმოსფერო ხშირად ვიხილო სტადიონზე. მადლობა გულშემატკივრებს. ჩვენი სჯეროდათ და ბოლომდე მხარს გვიჭერდნენ."

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, მხითარიანმა განაგრძო: "შესაბამისი შედეგი არ იყო, მაგრამ 1-0 ვმარცხდებოდით, ასე რომ, ცუდი შედეგიც არ იყო. მოგება შეგვეძლო, წაგებაც შეგვეძლო, მაგრამ გამარჯვება უფრო დავიმსაუხრეთ, რადგან გუნდურად კარგად ვითამაშეთ და მატჩის მოსაგებად ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ.

ბოლოს ანგარიში 1-1 გახდა, ამიტომ უფრო მეტად შევუტიეთ და ბადის შერხევა მეორეჯერ მოვინდომეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით. 1-1 ცუდი შედეგი არ არის, რადგან ოთხეულთან ჯერ კიდევ ახლოს ვართ და მომდევნო მატჩში ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ".


მარუან ფელაინიმ მატჩში საგრძნობი გავლენა მოახდინა, რამეთუ მისმა თავურმა დარტყმამ გამოიწვია გოლი, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა.

"არა მარტო მარუანმა, არამედ უეინ რუნიმაც და ხუან მატამაც შესძინეს გუნდს ახალი ძალა. წინ ძალიან გვეხმარებოდნენ და ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი თამაშის შეცვლა შეუძლიათ. გვიხარია, რომ სკამზე ასეთი ფეხბურთელები გვყავს".
ინტერვიუები
19 კომენტარი
№11
ავტორი: MEMPHIS 7
16 იანვარი 2017 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
არაფერია სანერვიულო ჩემი აზრით შარშან ასე რო გვეთამაშა ჩვენ გავხდებოდით ჩემპიონები. წელს სულ სხვა სიტუაციაა და ზაფხულში უფრო გავძლიერდებით მოუც და ბიჭებიც უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს ამიტო საგანგაშო არაპერია პროგრესი სახეზეა
0
№12
ავტორი: JuanMata
16 იანვარი 2017 14:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მოდი კარგი მხარეებიც დავინახოთ ამ თამაშში.

1. გუნდები უკვე სერიოზულად გვეკიდებიან, ვერ რისკავენ ჩვენთან ხელაღებით შემტევ თამაშს.

2. ლივერპულს ხელი შევუშალეთ 1 ადგილისკენ სვლაში და მესამეზე ჩამოვიდნენ.

3. იბრა ბომბარდირებში დაწინაურდა და სანჩესთან და კოსტასთან იყოფს პირველ ადგილს.

გარდა ამისა ტოპ 6-ს ერთმანეთში რამდენიმე თამაში უწევთ და ჩვენ შედარებით კარგი კალენდარი გვაქვს სიტის თუ არ ჩავთვლით.

4-ეულის რეალური შანსი გვაქვს, 2 ადგილთან 5 ქულაა სხვაობა.

მთავარია ის თამაში გავაგრძელოთ, რასაც აქამდე ვთამაშობდით და მომავალ წელს ლიგაზე ვიქნებით, უკვე ზაფულში გაძლიერებული შემადგენლობით.
0
№13
ავტორი: giorgi_mg
16 იანვარი 2017 15:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
უფრო გაბედულად უნდა შეეტია მოუს, ეტყობა რომ ბოლომდე არ სჯერა ამ კონტიგენტის, არაუშავს ზაფხულში გრიზმანი დაიდოს და მერე მართლა იწამებს მოუც რომ ნებისმიერ გუნდს უნდა შეუტიო.
მოუ არ ელოდებოდა რო გოლს გავუშვებდით ეს არის და ეს, სხვა გათვლები იყო და არ იყო მზათ თავქუდმოგლეჯიი შეტევისთვის.
კლოპს აშკარად გაუვარდა ეს ნიჩია, რო არა ეგ პენალტი სივრცეები უფრო გახსნილი იქნებოდა შეგვიტევდნენ მარა ჩვენ უფრო მწვავედ შევუტევდით, პირველი რო შეგვეგდო დარწმუნებული ვარ მეორესაც მივართმევდით
0
№14
ავტორი: Temo-Mu
16 იანვარი 2017 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: JuanMata
მოდი კარგი მხარეებიც დავინახოთ ამ თამაშში.

1. გუნდები უკვე სერიოზულად გვეკიდებიან, ვერ რისკავენ ჩვენთან ხელაღებით შემტევ თამაშს.

2. ლივერპულს ხელი შევუშალეთ 1 ადგილისკენ სვლაში და მესამეზე ჩამოვიდნენ.

3. იბრა ბომბარდირებში დაწინაურდა და სანჩესთან და კოსტასთან იყოფს პირველ ადგილს.

გარდა ამისა ტოპ 6-ს ერთმანეთში რამდენიმე თამაში უწევთ და ჩვენ შედარებით კარგი კალენდარი გვაქვს სიტის თუ არ ჩავთვლით.

4-ეულის რეალური შანსი გვაქვს, 2 ადგილთან 5 ქულაა სხვაობა.

მთავარია ის თამაში გავაგრძელოთ, რასაც აქამდე ვთამაშობდით და მომავალ წელს ლიგაზე ვიქნებით, უკვე ზაფულში გაძლიერებული შემადგენლობით.

გეთანხმები. არც არის გასაკვირი თუ წელს მეორეზე გავალთ.
0
№15
ავტორი: PaLoMo
16 იანვარი 2017 18:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
გუშინ პოგბა იმენ ტყუილა იყო რააა:@ რუნიმაც ვერ ითამაშა ნუ მთლიან ჯამში არიყო ცუდი შედეგი ფრე.მგება უკეტესი იქნებოდა მაგრამ წაგებას სჯობდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№16
ავტორი: kaxeti
16 იანვარი 2017 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
სტოუკთან მძიმე გასვლა გვექნება მაგრამ სამი ქულა უნდა წამოვიღოთ ჯერ ყველაფერი წინაა ბიჭები მოვლენ სტანოკზე
0
№17
ავტორი: manuchari
16 იანვარი 2017 19:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: Manstark_United
მოდი ასე ვთქვათ.სულ მცირედი იღბალი,რომ გვქონოდა მოვიგებდით.არც მე მომეწონა პოგბას თამაში, მაგრამ გაიზრდება და თავის გაკონტროლებას ისწავლის.ჯერ მართლა ბავშვია.რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას.ოთხეულთან საკმაოდ ახლოს ვართ და შევალთ კიდევაც.მძიმე კალენდარი ელით ჩვენს მოწინააღმდეგეებს და ჩვენ სიტიმდე საკმაოდ ადვილი გუნდები გვხვდება.ასე რომ ოთხეულში შესვლა თანდათან უფრო რეალური ხდება. ყველა თამაშს რომ ვერ მოვიგებთ ამას უნდა ვხვდებოდეთ,ჩვენც ბავშვები არ ვართ fellow

გეთანხმები ძმაო ყველა თამაშ ვერ მოიგებ ახლა შენდება ახალი მანიუ და ახალი ერა იწყება ბოლო ბოლო ლიველპულს ვერ მოვუგეთ კი მოგება ყველას გვინდოდა მაგრამ ასეც ხდება თან ოხეულს არც არაფერი გვაშორებს მომავალზე ვიფიქროთ და მომავალ წარმატებებზე ვისაუბროდ
0
№18
ავტორი: DIORDI
16 იანვარი 2017 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
ხალხო ლვერპულტან 1 1 ცუდი არააა ნორმალრია
0
№19
ავტორი: L.shaw
16 იანვარი 2017 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
Vici es arafer shuashia manchestertan magram maintersebs paiem ra gaaketa iseti ro mis maisurs fexqvewsh telaven fanebi
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top