თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 00:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2817,
კომენტარები: 22
ზლატანი მატჩის შემდგომ
ზლატანი თამაშის ხარისხით იმედგაცრუებულია.
ზლატანი მატჩის შემდგომ
ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღნიშნავს, რომ "ლივერპულთან" მატჩში მის გუნდს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში სულისკვეთება გამოავლინეს.

"წითლები" ჯეიმის მილნერის მიერ გატანილი 11-მეტრიანის შემდეგ მარცხდებოდნენ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა შვედის მიერ გატანილი სეზონის მე-19 გოლით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ მის გუნდს სამივე ქულის აღება შეეძლო, მატჩი ისეთივე მიდგომით რომ დაეწყო, როგორითაც დაასრულა.

"ერთი ქულა ავიღეთ და არ ვფიქრობ, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. მძიმე ბრძოლა, მძიმე თამაში იყო და 1-0 ვმარცხდებოდით. ზეწოლას ვახდენდით და ვახდენდით, რამაც მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. მერე კი გავათანაბრეთ".

როცა ჰკითხეს, რა იყო პირველ ტაიმში ცუდად თამაში ბრალი, იბრამ უპასუხა: "რამდენიმე შეცდომა დავუშვით. მოწინააღმდეგის ზეწოლის ფონზე კომფორტულად ვერ ვგრძნობდით თავს და არასწორად ვითამაშეთ. პირველ ტაიმშიც ისე რომ გვეთამაშა, როგორც მეორეში, სულ სხვა მატჩი იქნებოდა.

მეორე ნახევარში უფრო პირდაპირები ვიყავით. უკნიდან არ ვთამაშობდით, წინ ვიწევდით და თამაში სიღრმეში გადავიტანეთ, რადგან მაღალ პრესინგს მიმართავდნენ. ჩვენს განლაგებაში ძალიან ბევრი შეცდომა იყო, ამიტომ მეორე ტაიმში წინ წასვლა გადავწყვიტეთ".


იბრაჰიმოვიჩმა ანტონიო ვალენსიას ჩაწოდებულით ისარგებლა და 84-ე წუთზე სიმონ მინოლეს კარი აიღო, რითაც "ოლდ ტრაფორდზე" ხმაური გამოიწვია.

"კარგი ჩაწოდება იყო. მეგონა, რომ ფელაინის დარტყმული ძელის შემდეგ კარში შევიდოდა, მაგრამ მეორე შანსიც მივიღეთ, ვალენსიამ კარგად ჩამიწოდა, მე იქვე დავრჩი და კარში გადავგზავნე."


"ლივერპულთან" ნაჩვენები შედეგი ნიშნავს, რომ "იუნაიტედის" ცხრამატჩიანი გამარჯვებათა სერია დასრულდა, მაგრამ გუნდი კვლავ დაუმარცხებელია და ეს სერია უკვე 16 მატჩს ითვლის ყველა ტურნირზე.

"მოგება გვინდოდა, რა თქმა უნდა - ყველა თამაშის მოგება და ჩამორჩენის შემცირება გვინდა, უფრო მეტიც - მაგრამ, არა უშავს, 1-1 დასრულდა და ასევე გავაგრძელებთ. 16 მატჩია არ წაგვიგია - ჯერ კიდევ აქ ვართ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№1
ავტორი: giorgisamnidze99
16 იანვარი 2017 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ეჰ პოგბუ ეჰ რო არა შენი ხელები იბრა ამთავრებდა სამი ქულით
0
№2
ავტორი: shotkin
16 იანვარი 2017 00:19
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
რაცარუნდა ილაპარაკოთ მოუმ ან ფეხბურთელებმა ესთამაშია რიყო საჩემპიონო თამასია რამედ რაღაც რაღაც კითხვებზე პასუხის გაცემას გავდა და აშკარად ჩაფლავდით მიკვირს მარა გუნდი ბევრად გასაძლიერებელი ყოფილა კიდე ბევრ პოზიციაზე da cota mourinioc tu manchesteris stilss moergeba urigo ariqneba meti sitamame presingi da agresiuloba da shetevebi, sxvanairad araferi gamova gavichedebiT sadgac shua levelze da arc top gundi viqnebit da arc dabali donis dges es fexburti manchesteris tili ariyo arada eset tamashebshi roachveneb namdvil stils racgaxasiatebs ai mashin shegilia tkva ro yvelaferi sworad midis da rigzea
0
№3
ავტორი: Mixito
16 იანვარი 2017 00:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 553
Au ra rogor shegidzliat ro ert tamashsze adamiani gagmertot meoreze ki chamdzgnerot

Au ra rogor shegidzliat ro ert tamashsze adamiani gagmertot meoreze ki chamdzgnerot
2
№4
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2017 00:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Mixito
Au ra rogor shegidzliat ro ert tamashsze adamiani gagmertot meoreze ki chamdzgnerot

Au ra rogor shegidzliat ro ert tamashsze adamiani gagmertot meoreze ki chamdzgnerot

3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: SANDROGRIGA
16 იანვარი 2017 00:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ფაქტია არიყო დღეს გუნდის საუეთესო თამაში, მე დაახლოებით ერთ-ერთ საუკეთესოს ველიდი მარა ლივერპული უფრო მომზადებული აღმოჩნდა, ჯერ კიდევ სამუშაოა გუნდში, ძლიერ გუნდებთან გვიჭირს
0
№6
ავტორი: tedore
16 იანვარი 2017 00:39
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ამით არაფერი დამთავრებულა ყურების ჩამოყრის დრო არ არის წინ ბევრი თამაშია და ესევე უნდა გავაგრძელოთ ყველას გვინდოდა მოგება და რომელი თამაშია ისეთი სადაც მოგება არ გვინდა მაგრამ სადღაც უნდა გაგვეტეხა სამწუხაროდ მაინცდამაინც ლივერპულთან მოგვივიდა
0
№7
ავტორი: vincent
16 იანვარი 2017 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ერთი რაღაც მინდა ვთხოვო ადმინისტრაციას.
საიტზე კომენტარები იქნებ აკონტროლოთ და ბანები დაადოთ,თორე დედის გინების და გათხრა გამოთხრის მეტს ვერაფერს ვკითხულობ. თავიდან redarmy რომ იყო,იქ მსიამოვნება შესვლა და კომენტარების კითხვა,წევრები ფეხბურთზე საუბრობდნენ და კომენტარებში არჩევდნენ ფეხბურთს. ეხლა წაიკითხავ და გინების მეტი არაფერია. ეს უბრალოდ თხოვნაა ჩემი,როგორც საიტის მომხმარებლის და მგონი მარტო მე არ ვფიქრობ ასე. ცოტა გაამკაცრეთ რა...
5
№8
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2017 00:46
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: vincent
ერთი რაღაც მინდა ვთხოვო ადმინისტრაციას.
საიტზე კომენტარები იქნებ აკონტროლოთ და ბანები დაადოთ,თორე დედის გინების და გათხრა გამოთხრის მეტს ვერაფერს ვკითხულობ. თავიდან redarmy რომ იყო,იქ მსიამოვნება შესვლა და კომენტარების კითხვა,წევრები ფეხბურთზე საუბრობდნენ და კომენტარებში არჩევდნენ ფეხბურთს. ეხლა წაიკითხავ და გინების მეტი არაფერია. ეს უბრალოდ თხოვნაა ჩემი,როგორც საიტის მომხმარებლის და მგონი მარტო მე არ ვფიქრობ ასე. ცოტა გაამკაცრეთ რა...

ვიღებთ შენიშვნას და გეთანხმებით. ზომებს მივიღებთ. ჯერჯერობით მხოლოდ ის ხერხდება, რომ ასეთ კომენტარებს ვშლით, შეძლებისდაგვარად სწრაფად. სამომავლოდ სხვა ზომებიც გატარდება. ოღონდ ერთი კია, ზოგიერთი მომხმარებელი რომ გავაფრთხილოთ, მაინც არ წერენ ცენზურის დაცვით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№9
ავტორი: giorgi_mg
16 იანვარი 2017 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ვერ ვხედავ ტრაგედიას ამ ფრით, რთული თამაში იყო კარგ გუნდთან, ჯერ ბევრი თამაშია წინ და შეიძლება ბევრად მნიშვნელოვნებიც ასე რომ წარმატებები ბიჭებს! მთავარია ამ ფრით არ დაითრგუნონ და გააგრძელონ წინ სვლა
0
№10
ავტორი: irakli87
16 იანვარი 2017 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ჩვენი ცენტრი თამაშის დაწყების თანავე მკვდარი იყო ეგრევე დაეტყო. ლივერპულმა ცენტრიდან გვაჯობა და ჩვენები დაიბნენ და მაგიტომ ვერ ააწყვეს პირველივე წუთებიდან თავიანთი თამაში, ტაკტიკა რაც ევალებოდათ ასე ვთქვათ. ეს იყო პირველი დიდი მიზეზი რა თამაშიც დგეს ჩვენ ვნახეთ და მივიღეთ. იმედ გაცრუებული ვარ. ჯილკაც აკლდათ ბიჩებს. შიში ეტყობათ აშკარად!!!!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top