თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2017, 00:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2823,
კომენტარები: 22
ზლატანი მატჩის შემდგომ
ზლატანი თამაშის ხარისხით იმედგაცრუებულია.
ზლატანი მატჩის შემდგომ
ზლატან იბრაჰიმოვიჩი აღნიშნავს, რომ "ლივერპულთან" მატჩში მის გუნდს საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ ფეხბურთელებმა მეორე ტაიმში სულისკვეთება გამოავლინეს.

"წითლები" ჯეიმის მილნერის მიერ გატანილი 11-მეტრიანის შემდეგ მარცხდებოდნენ, მაგრამ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა შვედის მიერ გატანილი სეზონის მე-19 გოლით ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს.

იბრაჰიმოვიჩს მიაჩნია, რომ მის გუნდს სამივე ქულის აღება შეეძლო, მატჩი ისეთივე მიდგომით რომ დაეწყო, როგორითაც დაასრულა.

"ერთი ქულა ავიღეთ და არ ვფიქრობ, რომ ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ. მძიმე ბრძოლა, მძიმე თამაში იყო და 1-0 ვმარცხდებოდით. ზეწოლას ვახდენდით და ვახდენდით, რამაც მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. მერე კი გავათანაბრეთ".

როცა ჰკითხეს, რა იყო პირველ ტაიმში ცუდად თამაში ბრალი, იბრამ უპასუხა: "რამდენიმე შეცდომა დავუშვით. მოწინააღმდეგის ზეწოლის ფონზე კომფორტულად ვერ ვგრძნობდით თავს და არასწორად ვითამაშეთ. პირველ ტაიმშიც ისე რომ გვეთამაშა, როგორც მეორეში, სულ სხვა მატჩი იქნებოდა.

მეორე ნახევარში უფრო პირდაპირები ვიყავით. უკნიდან არ ვთამაშობდით, წინ ვიწევდით და თამაში სიღრმეში გადავიტანეთ, რადგან მაღალ პრესინგს მიმართავდნენ. ჩვენს განლაგებაში ძალიან ბევრი შეცდომა იყო, ამიტომ მეორე ტაიმში წინ წასვლა გადავწყვიტეთ".


იბრაჰიმოვიჩმა ანტონიო ვალენსიას ჩაწოდებულით ისარგებლა და 84-ე წუთზე სიმონ მინოლეს კარი აიღო, რითაც "ოლდ ტრაფორდზე" ხმაური გამოიწვია.

"კარგი ჩაწოდება იყო. მეგონა, რომ ფელაინის დარტყმული ძელის შემდეგ კარში შევიდოდა, მაგრამ მეორე შანსიც მივიღეთ, ვალენსიამ კარგად ჩამიწოდა, მე იქვე დავრჩი და კარში გადავგზავნე."


"ლივერპულთან" ნაჩვენები შედეგი ნიშნავს, რომ "იუნაიტედის" ცხრამატჩიანი გამარჯვებათა სერია დასრულდა, მაგრამ გუნდი კვლავ დაუმარცხებელია და ეს სერია უკვე 16 მატჩს ითვლის ყველა ტურნირზე.

"მოგება გვინდოდა, რა თქმა უნდა - ყველა თამაშის მოგება და ჩამორჩენის შემცირება გვინდა, უფრო მეტიც - მაგრამ, არა უშავს, 1-1 დასრულდა და ასევე გავაგრძელებთ. 16 მატჩია არ წაგვიგია - ჯერ კიდევ აქ ვართ".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
22 კომენტარი
№21
ავტორი: JuanMata
16 იანვარი 2017 12:08
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Mixito
Au ra rogor shegidzliat ro ert tamashsze adamiani gagmertot meoreze ki chamdzgnerot

Au ra rogor shegidzliat ro ert tamashsze adamiani gagmertot meoreze ki chamdzgnerot


100%
ჯერ კიდევ გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ვიყავით, დღეს ყველა შეააცვლელია.
0
№22
ავტორი: Phil Jones
16 იანვარი 2017 20:47
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იცით რატომ ვართ ლივერპულზე უკეთესი? სწორედ იმიტომ რომ 1-1 ცუდი შედეგია და იმათმა უკეთ ითამაშეს, უკეთ ანუ ის გააკეთეს რაც უნდოდათ 1 ქულა, მანიუს კი 3 უნდოდა და 1 დასჯერდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top