თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2017, 22:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2327,
კომენტარები: 12
მხითარიანი თავის ყოფილ მწვრთნელთან დაპირისპირებისთვის ემზადება
იურგენ კლოპის ყოფილი შეგირდი "ლივერპულთან" მატჩის მოლოდინშია.
მხითარიანი თავის ყოფილ მწვრთნელთან დაპირისპირებისთვის ემზადება
ჰენრიხ მხითარიანმა იმედი გამოთქვა, რომ "ლივერპულთან" სეზონის პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებით, ამჯერად მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

დეკემბრის საუკეთესო გოლის ავტორს მიაჩნია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ბევრი კომპონენტი თამაშობს როლს და ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის დახმარების გაწევა სურს მეორე ადგილზე მყოფი "მერსეისაიდელების" წინააღმდეგ გამარჯვებაში.

"ყველა კვირის მატჩს ელის. "ენფილდზე" მატჩი გამოვტოვე, მაგრამ ამ შეხვედრის მნიშვნელობა კარგად მესმის. ისტორიაც კარგად ვიცი.

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთ დერბიში თამაში შემიძლია და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. მნიშვნელობა არ აქვს, გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის უნდა ითამაშო და მაქსიმუმი გაიღო, რადგან ეს თამაში ისტორიაში ჩაიწერება. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, სამი ქულაც გვჭირდება, რაც მომდევნო თვეებში მნიშვნელოვანი იქნება.

ვერ იტყვი, რომ მაინცდამაინც რომელიმე კომპონენტის გაუმჯობესება გვჭირდება გამარჯვებისთვის. არა, ყველაფერი უნდა გააუმჯობესო. უნდა მოიგო ორთაბრძოლები, უმცირესი მეტრიც კი ითვლება, შენი დუელები უნდა მოიგო. მერე კი შეძლებ მატჩის მოგებას",
- განაცხადა მხითარიანმა.

იურგენ კლოპი მხითარიანს დორტმუნდის "ბორუსიაში" წვრთნიდა, ასე რომ, ნახევარმცველი შესანიშნავად აცნობიერებს გერმანელის შესაძლებლობებს.

"გასულ წელთან შედარებით ძალიან გაუმჯობესდნენ. იურგენ კლოპს კარგად ვიცნობ. ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია და გუნდის ახალ დონეზე აყვანა შეუძლია. მისი გუნდი ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და ვფიქრობ, კარგი მატჩი უნდა იყოს.

თავის საქმეს ძალიან კარგად ართმევს თავს, ფეხბურთელებში თავდაჯერებულობას ბადებს და მათგან მაქსიმუმს იღებს. ამაში ის ძალიან კარგია".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
14 იანვარი 2017 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Chasvrili klopic kargad maxsovs mikii ase ro unda gavamwarot
0
№2
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2017 23:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენი თამაში ვითამაშოთ, ნაკლები ვმაზოთ და სამი ქულის აღება არ გაჭირდება
0
№3
ავტორი: Temo-Mu
14 იანვარი 2017 23:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
მიდი მიკიიიიი feel
0
№4
ავტორი: MEMPHIS 7
14 იანვარი 2017 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მაკრატელა გვინდა მიკიიი
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
14 იანვარი 2017 23:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კონკურენტებიც არ კარგავენ ქულებს ამიტო მოგებაა საჭირო
0
№6
ავტორი: ROONEY-RUNI
15 იანვარი 2017 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
მხითო რუნი იბრა და მარსილი უეჭველი უნდა იყოს და პოგბაც
1
№7
ავტორი: Goga777
15 იანვარი 2017 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
არ მინდა მარა გული მიგრზნობს წავაგებთ
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
15 იანვარი 2017 00:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Goga777
არ მინდა მარა გული მიგრზნობს წავაგებთ

სამი ქულა დადებულია ბრატ უკვე 42 გვაქ
0
№9
ავტორი: JuanMata
15 იანვარი 2017 03:17
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
პოგბა გაიტანს შორიდან კარგ გოლს, თუ ისევ შტანგას არ გაარტყა.
0
№10
ავტორი: stepno
15 იანვარი 2017 05:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Vigebt aii milioni procentit darwmunebuli var da dzalianac ar vinerviulebt ise movigebt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top