ჰენრიხ მხითარიანმა იმედი გამოთქვა, რომ "ლივერპულთან" სეზონის პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებით, ამჯერად მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
დეკემბრის საუკეთესო გოლის ავტორს მიაჩნია, რომ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ბევრი კომპონენტი თამაშობს როლს და ჟოზე მოურინიოს გუნდისთვის დახმარების გაწევა სურს მეორე ადგილზე მყოფი "მერსეისაიდელების" წინააღმდეგ გამარჯვებაში.
"ყველა კვირის მატჩს ელის. "ენფილდზე" მატჩი გამოვტოვე, მაგრამ ამ შეხვედრის მნიშვნელობა კარგად მესმის. ისტორიაც კარგად ვიცი.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთ დერბიში თამაში შემიძლია და ამისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო. მნიშვნელობა არ აქვს, გუნდისთვის და გულშემატკივრებისთვის უნდა ითამაშო და მაქსიმუმი გაიღო, რადგან ეს თამაში ისტორიაში ჩაიწერება. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, სამი ქულაც გვჭირდება, რაც მომდევნო თვეებში მნიშვნელოვანი იქნება.
ვერ იტყვი, რომ მაინცდამაინც რომელიმე კომპონენტის გაუმჯობესება გვჭირდება გამარჯვებისთვის. არა, ყველაფერი უნდა გააუმჯობესო. უნდა მოიგო ორთაბრძოლები, უმცირესი მეტრიც კი ითვლება, შენი დუელები უნდა მოიგო. მერე კი შეძლებ მატჩის მოგებას", - განაცხადა მხითარიანმა.
იურგენ კლოპი მხითარიანს დორტმუნდის "ბორუსიაში" წვრთნიდა, ასე რომ, ნახევარმცველი შესანიშნავად აცნობიერებს გერმანელის შესაძლებლობებს.
"გასულ წელთან შედარებით ძალიან გაუმჯობესდნენ. იურგენ კლოპს კარგად ვიცნობ. ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია და გუნდის ახალ დონეზე აყვანა შეუძლია. მისი გუნდი ძალიან საინტერესო ფეხბურთს თამაშობს და ვფიქრობ, კარგი მატჩი უნდა იყოს.
თავის საქმეს ძალიან კარგად ართმევს თავს, ფეხბურთელებში თავდაჯერებულობას ბადებს და მათგან მაქსიმუმს იღებს. ამაში ის ძალიან კარგია".