მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი შესანიშნავად აცნობიერებს მომდევნო უქმეებზე გასამართი მატჩის მნიშვნელობას და მას "სიტისთან" დერბიზე მნიშვნელოვან შეხვედრადაც აღიქვამს.
კვირას "იუნაიტედი" "ლივერპულს" უმასპინძლებს და პოგბა და მისი თანაგუნდელები ყველა ტურნირზე ზედიზედ მეათე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.
ჟოზე მოურინიოს გუნდის 15-მატჩიანმა წაუგებელმა სერიამ, რომელთაგან 11 მატჩი პრემიერ ლიგაზე მოდის, "იუნაიტედს" "ლივერპულთან" 5 ქულამდე შეუმცირა ჩამორჩენა.
პოგბა კი "ლივერპულთან" დაპირისპირებას არათუ სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობის, არამედ ისტორიის გამო მიიჩნევს დიდ მატჩად.
"მატჩის ისტორია კარგად არის ცნობილი. ეს დიდი დერბია, მეტი, ვიდრე "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი. ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა.
ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ გვინდა სამი ქულის აღება, მაგრამ "ლივერპულთან" მატჩი როცა მოდის, უფრო განსაკუთრებული ხდება", - განაცხადა ფრანგმა.