თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2017, 17:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2436,
კომენტარები: 12
პოგბა: "ლივერპულთან" შეხვედრა დერბიზე დიდი მატჩია"
პოლ პოგბა მომდევო დაპირისპირებას დერბიზე მნიშვნელოვან მატჩად მიიჩნევს.
პოგბა:
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი შესანიშნავად აცნობიერებს მომდევნო უქმეებზე გასამართი მატჩის მნიშვნელობას და მას "სიტისთან" დერბიზე მნიშვნელოვან შეხვედრადაც აღიქვამს.

კვირას "იუნაიტედი" "ლივერპულს" უმასპინძლებს და პოგბა და მისი თანაგუნდელები ყველა ტურნირზე ზედიზედ მეათე გამარჯვების მოპოვებას ეცდებიან.

ჟოზე მოურინიოს გუნდის 15-მატჩიანმა წაუგებელმა სერიამ, რომელთაგან 11 მატჩი პრემიერ ლიგაზე მოდის, "იუნაიტედს" "ლივერპულთან" 5 ქულამდე შეუმცირა ჩამორჩენა.

პოგბა კი "ლივერპულთან" დაპირისპირებას არათუ სატურნირო ცხრილში არსებული მდგომარეობის, არამედ ისტორიის გამო მიიჩნევს დიდ მატჩად.

"მატჩის ისტორია კარგად არის ცნობილი. ეს დიდი დერბია, მეტი, ვიდრე "მანჩესტერ სიტისთან" მატჩი. ყოველთვის განსაკუთრებული ატმოსფეროა.

ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ გვინდა სამი ქულის აღება, მაგრამ "ლივერპულთან" მატჩი როცა მოდის, უფრო განსაკუთრებული ხდება",
- განაცხადა ფრანგმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi_mg
13 იანვარი 2017 22:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
პოგშტანგა wink
0
№12
ავტორი: stepno
14 იანვარი 2017 00:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Auu ras saswaulad gvinda mogeba
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top