თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 20:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2798,
კომენტარები: 17
ხმა მიეცით: "ლივერპულის" კარში გატანილი საუკეთესო საშინაო გოლი
"ოლდ ტრაფორდზე" ისტორიული მეტოქის წინააღმდეგ გატანილი 4 საუკეთესო გოლი.
ხმა მიეცით:
"მანჩესტერ იუნაიტედს" წლების განმავლობაში "ოლდ ტრაფორდზე" უამრავი გოლი აქვს გატანილი "ლივერპულის" კარში, ახლა კი თქვენი დახმარება გვჭირდება საუკეთესოს გამოვლენაში.

კვირას გასამართი მატჩის წინ "იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა 4 გოლი გამოარჩია, რომელთაგან საუკეთესოს ასარჩევად შემდეგ ბმულზე უნდა გადახვიდეთ: twitter.com/ManUtd

დევიდ ბექჰემი - "იუნაიტედი" 1-0 "ლივერპული", 12 ოქტომბერი, 1996

სტუმრები "ოლდ ტრაფორდს" 5-მატჩიანი გამარჯვებათა სერიით ეწვივნენ, მაგრამ პირველ ტაიმში ბექჰემის მიერ გატანილი გოლი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ "ლივერპული" დამარცხებულიყო, სერ ალექსის გუნდს კი ზედიზედ მერედ მოეგო პრემიერ ლიგა.

რიო ფერდინანდი - "იუნაიტედი" 2-0 "ლივერპული" 22 ოქტომბერი, 2006

იმ სეზონში უკვე მოგებულ მატჩს "იუნაიტედმა" მეორე შეხვედრის მოგებაც დაურთო. რიო ფერდინანდის გოლი მეორე აღმოჩნდა პოლ სქოულზის მიერ ანგარიშის გამხსნელი გოლის შემდეგ, რაც საკმარისი იყო რაფაელ ბენიტესის გუნდის დასამარცხებლად.

დიმიტარ ბერბატოვი - "იუნაიტედი" 3-2 "ლივერპული", 19 სექტემბერი, 2010

ბულგარელმა თავდამსხმელმა მანამდეც გაიტანა გოლი, მოგვიანებით კი შესანიშნავი მოძრაობით კიდევ ერთხელ აიღო პეპე რეინას კარი. მას შემდეგ, რაც ანგარიში გათანაბრდა და 2-2 გახდა, ბერბატოვმა ჰეთ-ტრიკიც გაიფორმა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ენტონი მარსიალი - "იუნაიტედი" 3-1 "ლივერპული", 12 სექტემბერი, 2015

კრისტიან ბენტეკეს მიერ გატანილი გოლიდან რამდენიმე წუთში მარსიალმა მსოფლიოს საუკეთესო საშუალებით გააცნო თავი. გარდა გოლის სილამაზისა, ეს ბურთი იმითაც იყო გამორჩეული, რომ მარსიალმა იგი სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა.

ვიდეოები
17 კომენტარი
№1
ავტორი: tyeshela1
12 იანვარი 2017 20:32
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 296
Berba ukonkurentoa
2
№2
ავტორი: shotkin
12 იანვარი 2017 20:41
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ბერბა ალბათ მარა მარსიალმაც შეუსრულა
0
№3
ავტორი: murmani
12 იანვარი 2017 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
მარსიალმა შეასრულა am
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2017 21:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ალბათ უფრო ბერბა
1
№5
ავტორი: I L C
12 იანვარი 2017 21:14
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ეს გოლი იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური. აქედან ძნელია არჩევა მარგამ ალბათ უფრო მარსიალის გოლი winked

0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№6
ავტორი: SAF
12 იანვარი 2017 21:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ბერბამ იზვინი ბრატციო troll
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№7
ავტორი: თემური
12 იანვარი 2017 21:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
აშკარად ბერბატოვის გოლი სჯობდა
0
№8
ავტორი: temo-scholes
12 იანვარი 2017 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
რათქმაუნდა ბერბა ყველა მიზეზით... am love

მარსიალისაც არ იყო ცუდი, მაგრამ მაინც...

გასვლაზე გატანილ გოლებში კი არამგონია მატაზე უკეთესი გაეტანოს ვინმეს... love

ბერბას ეს გოლი ისევეა უკონკურენტო ლივერების კარში, როგორც რუნის მაკრატელა სიტის კარში გატანილი....
0
№9
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2017 22:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბერბას გოლი თავისთავად მაგრამ მარსიალმაც ძაან გამისწორა. ნუ ლივერპულის კარში გოლი სულ ასწორებს მარა მაინც
0
№10
ავტორი: Gigo
12 იანვარი 2017 22:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
verbas goli magram. matas makratela idealuri iyo zalian magari armetanxmebit

verbas goli magram. matas makratela idealuri iyo zalian magari armetanxmebit
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top