თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2848,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" საიტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდი მსოფლიოში ყველაზე სტუმრებადი საიტია საკლუბო ვებ-გვერდებს შორის.

გასულ თვეში "იუნაიტედის" საიტს ყოველთვიურად თითქმის 8.5 მილიონი მომხმარებელი სტუმრობდა, "არსენალი" მეორე ადგილზე იმყოფება ამ მაჩვენებლით, "ლივერპული" კი მესამეზე და ორივე მათგანს 8 მილიონზე ნაკლები ვიზიტორი ჰყავდა - იტყობინება UEFA-ს საკლუბო ბენჩმარკეტინგული სამსახური.

პრემიერ ლიგის სამი გიგანტი აჭარბებს ესპანურ კლუბებს, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას", რომელთაც თვიურად 7 მილიონზე ოდნავ მეტი და 6 მილიონზე ოდნავ მეტი ვიზიტორი ჰყავთ შესაბამისად.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


ეს ხუთი კლუბი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს, თურქული კლუბი "ფენერბაჰჩე" კი ამ მაჩვენებლით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

"ჩელსი" საუკეთესო ექვსეულში შემავალი პრემიერ ლიგის მეოთხე გუნდია და მას თვეში სამ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" "დინამო კიევს" ჩამორჩებიან და ათეულს ხურავენ.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


ევროპის უდიდესი კლუბები ვიზიტორთა რაოდენობით დომინირებენ, მაგრამ ეგვიპტური "ალ აჰლი" ამ მაჩვენებლით მე-11 ადგილზე იმყოფება და პსჟ-ს სჯობნის, რომელთაც თვეში დაახლოებით 3 მილიონი ვიზიტორი ჰყავდათ.

მე-16 ადგილზე მყოფი "საო პაულო" კიდევ ერთი არაევროპული კლუბია, რომელიც ოცეულში მოხვდა.

პრემიერ ლიგის დომინირება ათეულს მიღმა "ლესტერით", "ტოტენჰემითა" და "მანჩესტერ სიტით" გრძელდება, რომლებიც ასევე ოცეულის წევრები არიან.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


პრემიერ ლიგის გულშემატკივართა ინტერნეტ-აქტიურობის შესახებ გავრცელებული ტრენდი მართალი აღმოჩნდა. გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და თურქულ კლუბებსაც მრავლად ჰყავთ გულშემატკივარი, მაგრამ ორ გუნდზე მეტით არცერთი ქვეყანა არაა წარმოდგენილი.

თუმცა, ინგლისური კლუბებიდან მხოლოდ "ჩელსისა" და "ლივერპულის" საიტები იქცევდა ვიზიტორთა ყურადღებას საშუალოდ სამ წუთზე მეტ ხანს, ხოლო "არსენალის" საიტის ვიზიტორები საშუალოდ ორ წუთსაც კი არ ჩერდებოდნენ ვებ-გვერდზე.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


"დინამო კიევის" გულშემატკივრები საოცარ კონცენტრაციას ავლენდნენ, რამეთუ თითოეული ვიზიტორი საშუალოდ ექვსი წუთი ჩერდებოდა საიტზე.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


წყარო: dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: I L C
12 იანვარი 2017 13:06
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
დიდი ოჯახი ვართ როგორც ჩანს, იმაზე დიდი ვიდრე გვგონია manunited
1
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
12 იანვარი 2017 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
რავიცი მე ამ საიტზე უფრო ხშირად შემოვდივარ, ვიდრე ოფიციალურზე wink wink wink
0
№3
ავტორი: stepno
12 იანვარი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: ვახო ( G G M U)
რავიცი მე ამ საიტზე უფრო ხშირად შემოვდივარ, ვიდრე ოფიციალურზე wink wink wink

სულ არ შევდივარ ოფიციალურზე wink wink wink სულ აქ ვარ winked
0
№4
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Yvelafershi pirvelebi unda viyot ❤️
1
№5
ავტორი: giotsitsila
12 იანვარი 2017 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7
სიტი ამაშიც *** როგორ არის :D
2
№6
ავტორი: MEMPHIS 7
12 იანვარი 2017 14:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კიდევ ერთხელ მტკიცდება რო მანჩესტერში ერთი კლუბია და ეს არის Manchester untied ცისფერებოოო 10 წელიც არგეყოფათ როგორც თქვენმა პეპმა განაცხადა

7გუნდი ინგლისიდანაა მაინც
1
№7
ავტორი: SANDROGRIGA
12 იანვარი 2017 14:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მაშტაბური კლუბის გულშემატკივრები ვართ winked
1
№8
ავტორი: giorgi_mg
12 იანვარი 2017 14:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ლიგაზე დაბრუნებით დავიბრუნებთ ყველაზე ძვირ საფეხბურთო ბრენდის წოდებასაც
1
№9
ავტორი: gaga1987
12 იანვარი 2017 16:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ციტატა: MEMPHIS 7
კიდევ ერთხელ მტკიცდება რო მანჩესტერში ერთი კლუბია და ეს არის Manchester untied ცისფერებოოო 10 წელიც არგეყოფათ როგორც თქვენმა პეპმა განაცხადა

7გუნდი ინგლისიდანაა მაინც

wink wink
0
№10
ავტორი: Phil Jones
12 იანვარი 2017 16:17
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
იმიტომ რომ მართლა ყველაზე პოპულარული გუნდია მსოფლიოში, ეს ბარსელონა და თავისი "ფანები" დროებითია როგორც ადრე მილანი იყო 2003-2007 წლიბში. მახსოვს მაშინ ნებისმიერი მოზარდისთვის საქართველოში რომ გეკითხა ვინ არის ყველაზე კარგი გუნდი და ფეხბურთელებიო გიპასუხებდნენ: მილანი, შევნჩენკო და კაკაო ))) ეხლა ბარსა მესი და ნეიმარიო))) უბრალოდ მესიმ ცოტა მეტ ხანს გააქაჩინა ბარსელონას.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top