თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2850,
კომენტარები: 12
"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს
"მანჩესტერ იუნაიტედის" საიტი მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური ვებ-გვერდი მსოფლიოში ყველაზე სტუმრებადი საიტია საკლუბო ვებ-გვერდებს შორის.

გასულ თვეში "იუნაიტედის" საიტს ყოველთვიურად თითქმის 8.5 მილიონი მომხმარებელი სტუმრობდა, "არსენალი" მეორე ადგილზე იმყოფება ამ მაჩვენებლით, "ლივერპული" კი მესამეზე და ორივე მათგანს 8 მილიონზე ნაკლები ვიზიტორი ჰყავდა - იტყობინება UEFA-ს საკლუბო ბენჩმარკეტინგული სამსახური.

პრემიერ ლიგის სამი გიგანტი აჭარბებს ესპანურ კლუბებს, მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას", რომელთაც თვიურად 7 მილიონზე ოდნავ მეტი და 6 მილიონზე ოდნავ მეტი ვიზიტორი ჰყავთ შესაბამისად.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


ეს ხუთი კლუბი მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულარულობით სარგებლობს, თურქული კლუბი "ფენერბაჰჩე" კი ამ მაჩვენებლით მეექვსე ადგილზე იმყოფება.

"ჩელსი" საუკეთესო ექვსეულში შემავალი პრემიერ ლიგის მეოთხე გუნდია და მას თვეში სამ მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

დორტმუნდის "ბორუსია" და მიუნხენის "ბაიერნი" "დინამო კიევს" ჩამორჩებიან და ათეულს ხურავენ.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


ევროპის უდიდესი კლუბები ვიზიტორთა რაოდენობით დომინირებენ, მაგრამ ეგვიპტური "ალ აჰლი" ამ მაჩვენებლით მე-11 ადგილზე იმყოფება და პსჟ-ს სჯობნის, რომელთაც თვეში დაახლოებით 3 მილიონი ვიზიტორი ჰყავდათ.

მე-16 ადგილზე მყოფი "საო პაულო" კიდევ ერთი არაევროპული კლუბია, რომელიც ოცეულში მოხვდა.

პრემიერ ლიგის დომინირება ათეულს მიღმა "ლესტერით", "ტოტენჰემითა" და "მანჩესტერ სიტით" გრძელდება, რომლებიც ასევე ოცეულის წევრები არიან.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


პრემიერ ლიგის გულშემატკივართა ინტერნეტ-აქტიურობის შესახებ გავრცელებული ტრენდი მართალი აღმოჩნდა. გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ და თურქულ კლუბებსაც მრავლად ჰყავთ გულშემატკივარი, მაგრამ ორ გუნდზე მეტით არცერთი ქვეყანა არაა წარმოდგენილი.

თუმცა, ინგლისური კლუბებიდან მხოლოდ "ჩელსისა" და "ლივერპულის" საიტები იქცევდა ვიზიტორთა ყურადღებას საშუალოდ სამ წუთზე მეტ ხანს, ხოლო "არსენალის" საიტის ვიზიტორები საშუალოდ ორ წუთსაც კი არ ჩერდებოდნენ ვებ-გვერდზე.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


"დინამო კიევის" გულშემატკივრები საოცარ კონცენტრაციას ავლენდნენ, რამეთუ თითოეული ვიზიტორი საშუალოდ ექვსი წუთი ჩერდებოდა საიტზე.

"იუნაიტედს" ყველაზე პოპულარული ვებ-გვერდი აქვს


წყარო: dailymail
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: tedore
12 იანვარი 2017 17:06
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ოფიციალურ საიტზეც შევდივარ სიახლეებს ვკიტხულობ და საკმაოდ დიდ ხანსაც ვატარებ მიხარია რომ აქაც პირველზე ვართ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული გუნდი და ბრენდი მანჩესტერ იუნაიტედია
0
№12
ავტორი: manuchari
12 იანვარი 2017 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ციტატა: ვახო ( G G M U)
რავიცი მე ამ საიტზე უფრო ხშირად შემოვდივარ, ვიდრე ოფიციალურზე wink wink wink

მეც ამაზე შევდივარ ალბათ ძმაო ამ საიტზე შესვლაც შედის მაგ პროცენტებში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top