თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2017, 11:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2186,
კომენტარები: 13
შნეიდერლინი "ევერტონის" ბაზაზე მივიდა
ფრანგი მალე ოფიციალურად გახდება "ევერტონის" ფეხბურთელი.
შნეიდერლინი
მორგან შნეიდერლინი "ევერტონის" Finch Farm სავარჯიშო ბაზაზე მივიდა, რათა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მისი გადასვლა ოფიციალურად გამოცხადდეს.

სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ 27 წლის ფრანგი "კანფეტებს" 22 მლნ. ფუნტად შეუერთდება და ამ თანხას ბონუსებიც დაემატება.

ნახევარმცველი "ევერტონის" ბაზაზე შავი "პორშე პანამერათი" მისვლისას შეამჩნიეს.

შნეიდერლინი "ევერტონის" ბაზაზე მივიდა


მორგანი "იუნაიტედს" 2015 წლის ივლისში 24 მლნ. ფუნტად შეუერთდა და პრემიერ ლიგაში მან 32-ჯერ მოირგო "წითლების" მაისური.

მიმდინარე სეზონში კი ყველა ტურნირზე მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა და რეგულარული სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო კლუბის დატოვება ისურვა.

თუმცა შნეიდერლინმა მხოლოდ "ევერტონში" გადასვლის სურვილი გამოთქვა, რის გამოც "ვესტ ბრომვიჩის" წინადადებას არ დათანხმდა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Manstark_United
12 იანვარი 2017 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
წარმატებები მორგანს ! feel
0
№2
ავტორი: MEMPHIS 7
12 იანვარი 2017 11:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
წარმატებებიიი
0
№3
ავტორი: dato321dato
12 იანვარი 2017 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 168
Gamityda amis wasvla magari molodinebit viyavit arada tan dauzarelia tipi burts roca kargavda tavs aranebebda mara gamartlebis ambavicaa tore aramgonia amas felaini jobdes :D
0
№4
ავტორი: DRJBECKHAM
12 იანვარი 2017 11:35
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
მევასება ევერტონი, ყოველთვის თამაშობდა ისეთი ფეხბურთელი რომლის მიმართაც სიმპატიებით ვიყავი განწყობილი და თან კარგი ურთიერთობა აქვთ გუნდებს ერთმანეთში. მევასებოდა ეს ბიჭი მაგრამ იმედი მაქვს ამის დროს შვაინსტაიგერი მიიღებს
1
№5
ავტორი: ikeoni
12 იანვარი 2017 11:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Warmatebebii morgan
0
№6
ავტორი: temo-scholes
12 იანვარი 2017 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ყველასთვის ასე ჯობდა...
0
№7
ავტორი: gaga1987
12 იანვარი 2017 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მშვენიერი ფასია უთამაშებელ ფეღბურთელში.თან + ბონუსები კაია.ესე რა კაპიკებში აღარ უშვებთ ეს უკვე ჯოზეს დამსახურებააა.ყველას ჩვენ უხდიდით ახელა თანხას.
0
№8
ავტორი: ManchesterU
12 იანვარი 2017 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
კაია ცოდოა უთამაშებელად. იქ სათამაშო დრო მაინც ექნება
0
№9
ავტორი: stepno
12 იანვარი 2017 13:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
აბა შენ იცი ჩვენთან წააგე ხოლმე იცოდე ყოველთვის და ლივერპული, სიტი, ჩელსი, არსენალი გაგემწარებინოს :DDDDDDDDDD
0
№10
ავტორი: RED MAN
12 იანვარი 2017 13:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ეს წავიდა წავიდა მაგრამ აქაც ცხადი ხდება რომ ტიპიური საყრდენი ნახევარმცველი გვჭირდება კერიკის იმედზე შემდეგ სეზონებში ვეღარ ვიქნებით ასაკშია მაინც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top